1.ადგა მთელი ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან.2.დაიწყეს მისი ბრალდება და თქვეს: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ხალხს და უკრძალავს კეისრისთვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტეს, მეუფეს.3.პილატემ ჰკითხა მას: მაშ შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან მიუგო და უთხრა: შენ ამბობ.4.და უთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს; მე ვერაფერ ბრალს ვპოულობ ამ კაცში.5.მაგრამ ისინი დაჟინებით გაიძახოდნენ, რომ ის აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელს იუდეაში, გალილეადან მოყოლებული ვიდრე აქამდე.
6.გალილეა რომ გაიგონა, პილატემ იკითხა: მაშ, ეს კაცი გალილეველია?7.როდესაც გაიგო, ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში თავადაც იერუსალიმში იყო.8.ხოლო ჰეროდემ ძალიან გაიხარა იესოს დანახვისას, ვინაიდან დიდი ხანია ეწადა მისი ხილვა, რადგანაც ბევრი რამ სმენოდა მასზე და იმედი ჰქონდა, ეგებ რაიმე სასწაული მიჩვენოსო.9.ბევრი რამ გამოჰკითხა, მაგრამ იესომ არაფერი მიუგო.10.მღვდელმთავრები და მწიგნობრები კი იდგნენ და თავგამოდებით ბრალს სდებდნენ მას.11.ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო და მასხრად აიგდო იესო, შემოსა ბრწყინვალე სამოსით და უკანვე გაუგზავნა პილატეს.12.და იმ დღეს დამეგობრდნენ პილატე და ჰეროდე, ვინაიდან მანამდე ერთმანეთს მტრობდნენ.
13.ხოლო პილატემ მოიწვია მღვდელმთავარნი, მთავარნი და ხალხი14.და უთხრა მათ: თქვენ მომიყვანეთ ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი, და, აჰა, მე თქვენთან ერთად გამოვიძიე, მაგრამ ვერ ვუპოვე ამ კაცს ვერცერთი დანაშაული, რასაც ბრალად სდებთ.15.და ვერც ჰეროდემ, ვინაიდან მასთან გავგზავნე; და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი უქნია მას.16.ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.17.რადგან სადღესასწაულოდ უთუოდ უნდა გაეთავისუფლებინათ ერთი პატიმარი.18.მაგრამ მთელი ხალხი აყვირდა: მოგვაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბა.19.ხოლო ეს ბარაბა საპყრობილეში იჯდა ქალაქში მომხდარი არეულობისა და მკვლელობის გამო.20.კვლავ აიმაღლა ხმა პილატემ, ვინაიდან იესოს გაშვება სურდა.21.მაგრამ ისინი ყვიროდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი!22.პილატემ მესამედაც იკითხა: კი მაგრამ, რა დააშავა? ვერაფერი ვუპოვე სიკვდილით დასჯის ღირსი. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.23.მაგრამ ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი; და იმძლავრა მათმა და მღვდელმთავართა ხმამ.24.და მათი თხოვნისამებრ განსაჯა პილატემ.25.გაუშვა ის, ვინც საპყრობილეში იჯდა არეულობისა და მკვლელობის გამო, ხოლო იესო მისცა მათ ნებას.
26.ის რომ მიჰყავდათ, შეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი, მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესოს კვალდაკვალ.27.უკან მისდევდა ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, რომლებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას.28.ხოლო იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები.29.რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ.30.მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ; და ბორცვებს: დაგვმარხეთ ჩვენ;31.რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, რაღას უზამენ ხმელს?32.მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ ორი ბოროტმოქმედიც.33.და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია თხემის ადგილი, ჯვარს აცვეს იქ ისიცა და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ.
34.ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი.35.ხალხი კი იდგა და უყურებდა. მათთან ერთად დასცინოდნენ წინამძღვრებიც და ამბობდნენ: სხვები იხსნა, და იხსნას ახლა თავისი თავი, თუკი ქრისტეა, ღმერთის რჩეული.36.ასევე დასცინოდნენ მეომრებიც, მიდიოდნენ, ძმარს აწვდიდნენ37.და ეუბნებოდნენ: თუ შენა ხარ იუდეველთა მეფე, იხსენი შენი თავი.38.იქვე იყო ბერძნული, ლათინური და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა: ეს არის იუდეველთა მეფე.39.ხოლო ერთი ჯვარცმული ბოროტმოქმედი აგინებდა მას და ამბობდა: თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც.40.მეორე კი რისხავდა და ეუბნებოდა: ღმერთის მაინც არ გეშინია, რადგანაც მისებრ დასჯილი ხარ?41.ჩვენზე ახია; რაც დავთესეთ, იმასვე ვიმკით; ხოლო მას არაფერი ცუდი არ ჩაუდენია.42.და უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში;43.ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.44.იყო ასე ექვსი საათი და წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე.45.დაბნელდა მზე და შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა.46.მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული.
47.ხოლო ასისთავმა, რომელმაც დაინახა, რაც მოხდა, ადიდა ღმერთი და თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი მართალი იყო.48.სეირის საყურებლად მოსული მთელი ხალხი, რომელმაც იხილა ყველაფერი, რაც მოხდა, მკერდში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან.49.ხოლო ყველა მისი ნაცნობი და ქალები, გალილეიდან რომ მოჰყვებოდნენ იესოს, მოშორებით იდგნენ და უმზერდნენ ამას.
50.და, აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, წარჩინებული მრჩეველი, კაცი კეთილი და სამართლიანი,51.რომელიც არ მონაწილეობდა მათ თათბირსა და მათ საქმეში და თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, იუდეის ქალაქ არიმათეის მკვიდრი,52.მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.53.ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ.54.პარასკევი დღე იყო და თენდებოდა შაბათი.55.უკან მიჰყვნენ გალილეიდან იესოსთან ერთად მოსული ქალებიც და იხილეს სამარხიცა და ისიც, თუ როგორ დაიდო მისი გვამი.56.ხოლო შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელოვანი საკმეველი და ნელსაცხებელი და, მცნებისამებრ, უქმად იყვნენ შაბათს.
1. და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა. 2. და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად. 3. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 4. ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა. 5. ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ:...
ყოველნი წიგნნი საღმრთოისა წერილისანი რომ დაიკარგოსო, იტყვის დიდი წმინდა მამა ბასილი, მაშინ ერთი მხოლოდ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ცხოვრება, ვნება და სიკვდილი საკმაოდ გვასწავლის ჩვენ, რაი არს ქრისტიანობა. გოლგოთის ჯვარზედ აღწერილი არის ყოველი, რაიცა საჭირო არის ჩვენთვის ცნობად ღვთისა და ჩვენი თავისა. ჯვარი ქრისტესი არის თვით შუაგულ-ადგილი, რომელსა ზედა შეიკრიბებიან და შეერთდებიან ყოველნი სწავლანი და ჭეშმარიტებანი ჩვენისა წმინდისა სარწმუნოებისანი. ჩვენი...
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
სააღდგომო ეპისტოლე
უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
„გევედრებით ქრისტეს სახელით: შეურიგდით ღმერთს“. ()
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ წმინდა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...თაჲთა ცემული. ხოლო შეემთხუეოდა მას ესე წინააღმდგომად თჳსისა განზრახვისა, რამეთუ მან აღძრა ერი იგი ჰურიათაჲ, რაჲთა ჴმობდენ და ღაღადებდენ შესმენად უფლისა, ვითარცა იტყჳს ლუკა მახარებელი, ვითარმედ: „ზედადაესხმოდეს მას ჴმითა დიდითა და გამოითხოვდეს მას ჯუარ-ცუმად. და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი და მღდელთმოძღუართანი“. ხოლო უფალმან დუმილი შემოიღო წინააღმდგომად ჴმათა მათთა და დაჰჴსნა მისი იგი ღონე.
მზაკუვარმან მან განაფიცხა პილატე, რაჲთამცა შეაშინა უფალი, და არა უწყოდა, ვითარმედ უშიშობითა განაქარვებს ჴელოვნებასა მისსა უფალი.
აღძრა უგუნური იგი მთავარი ცემად უფლისა, ხოლო ქრისტემან ძჳრუჴსენებლობაჲ წინაუყო და მძლე ექმნა.
და რასა მრავალსა ვიტყოდი, ყოველივე ღონე სიბოროტისა და უკეთურებისა მისისაჲ აჩუენა ბრძოლად მაცხოვრისა, და არა ხედვიდა ბრმაჲ იგი, ვითარმედ სათნოებასა აღსჭურავს თჳსთა მათ უკეთურებათა ზედა.
რამეთუ მტერი ყოველსა ბოროტსა ზედა მოხარულ არს, და რაჲცა ბოროტი არს, საჭურველი არს იგი საეშმაკოჲ. ამისთჳს დაარწმუნებს იგი კაცთა ბოროტისმყოფელთა მათთა ბოროტის-ყოფად, რაჲთა შთაყარნეს ცოდვასა. ხოლო უფალმან ყოველივე დაითმინა, რაჲთა გუასწაოს შიშისა წინაგანწყობად სიმჴნითა, და გინებათა ანუ შეურაცხებათა - ძჳრუჴსენებლობითა, გულისწყრომასა - სიმშჳდითა, და ყ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).:
...ჯილსა, რამეთუ ძელისა მისცა შეხებად იზმნიდეს, ამისთჳსცა თავადსა აღჰკიდეს, და ვი-თარცა წარვლესრე, პოვეს სჳმონ კჳრინელი, რომლისათჳს იტყჳან სხუანი მახარებელნი, და მერმე აღიღეს უფლისაგან და მას ზედა დადვეს იგი. ; ; არამედ აქა იოვანე უფლისათჳს იტყჳს, რომელსა ზედა დადვეს ჯუარი, გან-რაჲ-იყვანებდეს სამშჯავროჲთ. ეგრეთვე იყო სახესა მას ზედა, რამეთუ მაშინცა ისაკ აღიკიდა შეშაჲ, არამედ მუნ ნებისამებრ მამისა იქმნა საქმჱ იგი, რამეთუ სახჱ იყო, ხოლო აქა ჭეშმარიტებით აღესრულა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ იყო და არა იგავი.
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ადამ მუნ დაეფლა, და უფალმან იესუ, სადა-იგი სიკუდილმან მიიღო დასაბამი თჳსისა მეუფებისაჲ, მუნ აღჰმართა თჳსი საძლეველი ქრისტემან, რამეთუ სა-ძლეველი ეკიდა ჯუარი ეშმაკისა მიმართ. ხოლო ჯუარს-აცუეს იგი შორის ავაზაკთა, ; ;
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეძიებდეთ მე“ (7,34), არა თუ ოდენ არა დამივიწყოთ, არამედ მეძიებდეთცა, „და ვერ მპოოთ“ (7,34).:
...მათა. და ვითარმედ საჴმარ-ეყოს მათ, მოასწავებს, რამეთუ იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მეძიებდეთ მე“ (7,34), არა თუ ოდენ არა დამივიწყოთ, არამედ მეძიებდეთცა, „და ვერ მპოოთ“ (7,34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და სადა უკუე მოიძიეს იგი ჰურიათა? ვითარცაიგი ლუკა იტყჳს, ვითარმედ: გოდებდეს მისთჳს დედანი და სხუანიცა მრავალნი, და მერმე, რაჟამს ქალაქი მათი ტყუე იქმნებოდა, არამცა აჴსენებდესა ქრისტესა და საკჳრველებათა მათ მისთა და ეძიებდესმცა მოსლვასა მისსა? და ესე ყოველი თქუა, რამეთუ ენება მოსლვად მათა კეთილისა მიმართ, რამეთუ სიტყუანი ესე, თუ: „მცირედიღა ჟამი არს“, და შემდგომად წარსლვისა ძიებაჲ მისი და ვერპოვნაჲ, - ესე ყოველი კმა იყო დასარწმუნებელად და მოქცევად მათა. რამეთუ უკუეთუმცა არა ეგულებოდა სასურველ-ყოფად, არამცა ირწმუნეს, და კუალად, უკუე-თუმცა შესაძლებელმცა იყო პოვნაჲ მისი, ეგრეთვემცა არავე შეშინდეს. და კუალად, უკუეთუმცა მრავალთა ჟამთა ეგულებოდა დადგრომაჲ მათ თანა, ნუუკუედა ეგრეცამცა უდებ იქმნნეს, არამედ ყოვლით კერ-ძო შეაშინებს მათ და შეაშფოთებს. ხოლო კუალად სიტყუაჲ ესე, თუ: „წარვალ მომავლინებელისა ჩემისა“, გამომაჩინებელი არს, ვითარმედ არარაჲ ვნებაჲ მოიწევის მის ზედა მათისა მის მტერობისაგან, და ვი-თარმედ ჯუარს-ცუმაჲ მისი ნეფსით არს. ორნი უკუე წ...