1.ინათა თუ არა, ბჭობა გამართეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებსა და მთელ სინედრიონთან ერთად. შეკრეს იესო, წაიყვანეს და მისცეს პილატეს.2.პილატემ ჰკითხა მას: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: შენ ამბობ.3.მღვდელმთავრები ბევრ რასმე სდებდნენ ბრალად.4.ხოლო პილატემ კვლავ ჰკითხა მას: რატომ არაფერს იტყვი პასუხად? ხედავ, რამდენ რასმე გწამებენ?5.მაგრამ იესომ ამჯერადაც არა მიუგო რა, ასე რომ, უკვირდა პილატეს.6.ხოლო ყოველ დღესასწაულზე ათავისუფლებდა იგი ერთ პატიმარს, რომელსაც სთხოვდა ხალხი.7.და იყო მაშინ ვინმე ბარაბა, ბორკილდადებული მეამბოხეებთან ერთად, რომლებსაც მკვლელობა ჩაედინათ ამბოხებისას.8.მოვიდა ხალხი და დაუწყო იმისი თხოვნა, რასაც პილატე ყოველთვის უსრულებდა მათ.9.ხოლო პილატემ მიუგო და უთხრა მათ: თუ გნებავთ გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს.10.რადგან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გასცეს იგი.11.მაგრამ მღვდელმთავრებმა წააქეზეს ხალხი, რათა უმალ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის.12.ხოლო პილატემ მიუგო და კვლავ უთხრა მათ: კი მაგრამ, რა გსურთ, რა ვუყო იმას, ვისაც იუდეველთა მეფეს უწოდებთ?13.ისინი კვლავ აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი!14.პილატემ თქვა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს აცვი იგი!15.მაშინ პილატემ, ხალხის მოსამადლიერებლად, გაათავისუფლა ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.
16.ჯარისკაცებმა შიდა ეზოში, ანუ პრეტორიუმში შეიყვანეს იგი, და შეკრიბეს მთელი რაზმი.17.შემოსეს ძოწეულით, დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს.18.და დაუწყეს მისალმება: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!19.თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი თაყვანსა სცემდნენ.20.ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი.
21.და აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, ეტვირთა იესოს ჯვარი.22.მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.23.და მისცეს მას სასმელად მურნარევი ღვინო, მაგრამ არ მიიღო.24.ჯვარს აცვეს იგი და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი: ვის რა შეგვხვდებაო.25.ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი.26.და მისი ბრალი ამ წარწერით იყო გადმოცემული: იუდეველთა მეფე.27.მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ.28.და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო.29.ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ და ამბობდნენ: ეჰა, ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო!30.იხსენი შენი თავი; ჩამოდი ჯვრიდან!31.ასევე მღვდელმთავრები, მწიგნობრებთან ერთად, დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია;32.ქრისტე, მეფე ისრაელისა, დე, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რათა ვიხილოთ და ვიწამოთ. და მასთან ერთად ჯვარცმულნი აგინებდნენ მას.33.ხოლო მეექვსე საათის დამდეგს მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა.
34.მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი? რაც თარგმანით ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?35.ზოგიერთმა იქ მდგომმა გაიგონა ეს და თქვა: აჰა, ელიას უხმობსო.36.ერთი კი გაიქცა, ძმრით გაჟღენთა ღრუბელი, ლერწამზე წამოაგო, სასმელად მისცა და ამბობდა: მოიცათ, ვნახოთ, მოვა თუ არა ელია მის ჩამოსახსნელად.37.ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული.
38.მაშინ, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა.39.როცა მის პირდაპირ მდგარმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შეღაღადა და განუტევა სული, თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი ძე იყო ღმრთისა.40.იყვნენ იქ შორიდან მაცქერალი ქალებიც, მათ შორის, მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე,41.რომლებიც თან დაჰყვებოდნენ, როცა გალილეაში იყო, და ემსახურებოდნენ მას; და სხვაც მრავალი, მასთან ერთად ამოსული იერუსალიმს.
42.მწუხრის ჟამს - ვინაიდან პარასკევი იყო, შაბათის წინა დღე, -43.მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა კეთილშობილი წევრი, თვითონაც რომ მოელოდა ღმრთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.44.ხოლო პილატეს გაუკვირდა, განა უკვე მოკვდაო? მოუხმო ასისთავს და ჰკითხა: დიდიხანია მოკვდა?45.და როცა შეიტყო ასისთავისგან, მისცა იოსებს მისი გვამი.46.ხოლო მან იყიდა ტილო და ჩამოხსნა იგი ჯვრიდან, გახვია ტილოში და სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაყუდა სამარხის კარს.47.ხოლო მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი ხედავდნენ, სადაც დაასვენეს იგი.
1. და მეყსეულად განთიად ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ მოხუცებულთა თანა და მწიგნობართა და ყოველმან კრებულმან. და შეკრეს იესუ და წარიყვანეს და მისცეს იგი პილატეს. 2. და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: შენ იტყჳ. 3. და შეასმენდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი ფრიად. 4. ხოლო პილატე კუალად ჰკითხა მას და ჰრქუა: არარას მიუგება? აჰა რაოდენსა შეგწამებენ შენ! 5. ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, ვიდრემდის უკჳრდაცა პილატეს. 6. და რაჲ დღესასწაულ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. და ყოველი რომელი იყოს ჭეშმარიტებისაგან, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ“ (18,37).:
...ო პილატე რაჲსათჳს თჳსაგან შეიყვანებს და არა ჰკითხავს მათ წინაშე? ამისთჳს, რამეთუ აქუნდა მისთჳს დიდი რაჲმე გულისსიტყუაჲ, და რაჲთა არა დაუხრწევდეს ამბოხებაჲ მათი, ამისთჳს თჳსაგან ჰკითხა, რაჲთამცა ცნა ყოველივე ჭეშმარიტებაჲ. ხოლო ვინაჲთგან ჰკითხა, ვითარმედ: „რაჲ გიქმნიეს?“ (შდრ. მათ. 27, 26-30); ; არარაჲ მიუგო მან, ხოლო რაჟამს მეუფებისათჳს ჰკითხა, რომლისათჳს ჰსუროდა ცნობად, თავადმან ჰრქუა, ვითარმედ: „მეუფებაჲ ჩემი არა არს ამის სოფლისაგან“, ესე იგი არს, ვითარმედ: მეუფე ვარ, არამედ არა ესევითარი, ვითარ შენ ჰგონებ, არამედ ფრიად უბრწყინვალჱსი და უდიდჱსი, და „ამისთჳს შობილ ვარ და მოსრულ, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“. ამით გამოაჩინებს და გულისხმა-უყოფს მას, ვითარმედ არარაჲ ბოროტი უქმნიეს, რამეთუ ვინაჲთგან ჭეშმარიტებისათჳს შობილ იყო და მოსრულ, ვითარმცა რაჲმე ქმნა ბოროტი? „ხოლო ვინცა იყოს ჭეშმარიტებისაგან, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ“, ესე იგი არს, ვითარმედ: ვის უყუარს და ჰსურის ჭეშმარიტებისათჳს, ვიცი, ვითარმედ ისმინოს ჩემი. და ესრეთ მოდრიკა იგი მცირედთა სიტყუათა მიერ, ვიდრემდის თქუა: „რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ?“ (18,38). და გულისხმაყო, ვი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:
...რამეთუ განიძარცუა რაჲ უფალმან და განეწყო მისა მიმართ, იქმნა საქმე იგი უხილავად საძლეველ ეშმაკისა. და მეყსეულად შეჰმოსეს მას, ვითარცა იოვანე იტყჳს, „ძოწეული“, და ვითარცა მათე და მარკოზ იტყჳან, „სამოსელი მეწამული“; ; და გჳრგჳნი ეკალთაგან დაადგეს თავსა მისსა; და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა; და მუჴლნი დაიყარნეს მის წინაშე და თაყუანის-სცემდეს მას.
ეჰა საკჳრველი ახალი და დიდებული და ჭეშმარიტად სასწაული დიდისა ძლევისაჲ! რამეთუ რომელი-იგი ვითარცა კაცი დასაჯეს სიკუდილად, მას ვითარცა ღმერთსა თაყუანის-სცემდეს; და რომელსა ეკიცხევდეს, ვითარცა უნდოსა ვისმე, მას მეუფედ აღიარებდეს; და განსძარცუეს მას ლიტონი სამოსელი და შეჰმოსეს ძოწეული; და რომელსა უმეცრებით შეურაცხ-ჰყოფდეს, მას უნებლიეთ წინაჲსწარმეტყუელით ხადოდეს; და რომელსა სცემდეს და ემღერდეს, ძლევისა სახესა მისცემდეს მას: მეწამულსა სამოსელსა და ეკალთაგან გჳრგჳნსა და ლერწამსა. რამეთუ დაღაცათუ ამას ყოველსა ბასრობით იქმოდეს, არამედ უმეცარ იყვნეს, ვითარ უნებლიეთ ძლევითშემოსილობასა მისსა აღიარებდეს.
რამეთუ შეგინებულ იყო ქუეყანაჲ ცოდვითა ეშმაკისა მიერ და შებღალულ იყო სისხლითა. პირველად, აღაღო რა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).:
...(შდრ. იოან. 19,17) და ვითარცა დაშჯილსა, რამეთუ ძელისა მისცა შეხებად იზმნიდეს, ამისთჳსცა თავადსა აღჰკიდეს, და ვი-თარცა წარვლესრე, პოვეს სჳმონ კჳრინელი, რომლისათჳს იტყჳან სხუანი მახარებელნი, და მერმე აღიღეს უფლისაგან და მას ზედა დადვეს იგი. ; ; არამედ აქა იოვანე უფლისათჳს იტყჳს, რომელსა ზედა დადვეს ჯუარი, გან-რაჲ-იყვანებდეს სამშჯავროჲთ. ეგრეთვე იყო სახესა მას ზედა, რამეთუ მაშინცა ისაკ აღიკიდა შეშაჲ, არამედ მუნ ნებისამებრ მამისა იქმნა საქმჱ იგი, რამეთუ სახჱ იყო, ხოლო აქა ჭეშმარიტებით აღესრულა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ იყო და არა იგავი.
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ადამ მუნ დაეფლა, და უფალმან იესუ, სადა-იგი სიკუდილმან მიიღო დასაბამი თჳსისა მეუფებისაჲ, მუნ აღჰმართა თჳსი საძლეველი ქრისტემან, რამეთუ სა-ძლეველი ეკიდა ჯუარი ეშმაკისა მიმართ. ხოლო ჯუარს-აცუეს იგი შორის ავაზაკთა, ;