...არამედ თვითონვე შეამტკიცებს ყოველივეს; მაგრამ ზეცა მის სახლად იწოდება, რადგან ბოროტებისგან ხალასი ადგილია. ამიტომ, როგორც აქ ზეცის არჩევაზე არ არის საუბარი, ასევე არც მაშინ, როცა ამბობს: „დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა“ (), ან: „იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან“ ().
რადგან აქაც ამას არ ამბობს, თითქოს იუდეველები მისნი არიან, ხოლო სხვა ადამიანები - აღარ; ან თითქოს დანარჩენნი მისი განგების გარეშე დარჩენილნი და შემოქმედებით მოქმედებას მოკლებულნი იყვნენ. ღმერთი ხომ ყველას საერთო ღმერთია; ამ სიტყვას კი იყენებს, რათა მათდამი თავისი სიყვარული აჩვენოს, რადგან ისინი სხვებზე გარკვეულწილად უკეთესებად ჩანდნენ. ხოლო იმას, რომ მხოლოდ ისინი არ აურჩევია, არამედ ყველას მზრუნველი იყო, მოსემდელი ამბებიც აჩვენებს; არანაკლებ - მის დროს მომხდარიც და მის შემდეგ ცალკეულად აღსრულებულიც. რადგან მზე, მიწა, ზღვა და ყველა სხვა რამ ყველას საზიაროდ მისცა და ბუნებითი რჯულიც ყველას ჩაუნერგა. აბრაამიც, სპარსელი რომ იყ...