1.გუნდისლოტბარს, დავითის საგალობელი. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.2.დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს.3.არც მთქმელია და არც ნათქვამი, სადაც მათი ხმა არ ისმოდეს.4.მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მან მზეს დაუდგა კარავი მათში.5.და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; გმირივით ხარობს გარბენას გზისას.6.ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.7.რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.8.მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.9.შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი - ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.10.სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.11.და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის.12.ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე დაფარულთაგან.13.ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.14.დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.
ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთასოფლისათა სიტყვანი მათნი (ფსალმ. 18,4)
დღეს ჩვენ, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, ვდღესასწაულობდით ხსენებასა წმიდა თავთა მოციქულთასა პეტრე და პავლესა, და არა თუ მხოლოდ ჩვენ, არამედ ურცხვნი მორწმუნენი ყოველთა ადგილთა შინა, სადაცა კი იხსენება სჯული ქრისტესი, დღეს, შეკრებილნი ტაძართა შინა, აქებენ, ადიდებენ და თაყვანისცემენ წმიდათა ამათ მოციქულთა. ორი ათასი წელი გავიდა თითქმის მასუკან, რაც იგინი სცხოვრებდენ ქვეყანასა ზედა, გარნა ხსენება მათი,...
მოციქულისაჲ: რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და საყრდისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ (1,20).:
...თანა დაუწყებელ, არამედ დასაბამსავე სოფლისასა ქმნულ არიან უხილავად, არამედ ხილულთა ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვებისუხილავობაჲ მათი, ესე იგი არს გონებითა გულისჴმა-იყოფების, რამეთუ ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა () დ[... ...ხოლო]დ სახილველობითა ოდენ, რაჲთა, რაჟამსცაჲ იხილო, უეჭუელად გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ არიან მას შინა ღმრთისმსახურნი და ესრეთ, ხილულისა მისგან დაბადებულისა უხილავნი იგი ძალნი გონებითა იხილნე, და ესრეთ, ხილულთა მიერ და უხილავთა განისწავლო ცნობად დამბადებელისა. და ამათისა დაწყებულობისა და რომელთამე განხრწნადობისაგანცა გეუწყოს მისი დაუსაბამოჲ და სამარადისოდ დაუსრულებელი ძლიერებაჲ, ღმრთისა ყოველთა მცვალებელსა და თჳთ ყოველსავე მინა უცვალებელისაჲ.
მოციქულისაჲ: რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს-მგებელ, რამეთუ იცოდეს ღმერთი და არა ღმრთეებრ ადიდებდეს მას გინა ჰმადლობდეს (1,20-21).
თარგმანი: ესე არა ამისთჳს ყო ღმერთმან, რაჲთა სიტყუაჲ მიუღოს მათ, არამედ ამისთჳს, რაჲთა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის: არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ: არცაღა თუ სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“ (6,28-29).:
რაჲსათჳს მისცა შროშანთა ველისათა ესოდენი შუენიერებაჲ? რაჲთა აჩუენოს სიბრძნე თჳსი და გარდამატებულებაჲ ძალისა მისისაჲ, რაჲთა ყოვლით კერძო დიდებაჲ მისი გულისჴმა-ვყოთ, რამეთუ არა ხოლო თუ „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“, არამედ ქუეყანაჲცა, ვითარცა დავით იტყჳს, ვითარმედ: „აქებდით უფალსა ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი“. რამეთუ ზოგნი იგი ნაყოფთა მიერ და ზოგნი სიდიდისაგან და ზოგნი შუენიერებისაგან, სხუანი სურნელებისაგან, სხუანი სიტკბოებისაგან, სხუანი სხჳთა სახითა და სხუანი სხჳთა აჩუენებენ სიბრძნესა ღმრთისასა და უსიტყუელითა ჴმითა ქადაგებენ დიდებასა მისსა და შესწირვენ მისსა ქებასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა არიან თქუმულ, არცა სიტყუა, რაჲ-თამცა არა ესმა ჴმაჲ მათი“. და მოციქული ღაღადებს, ვითარმედ: „უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად სახილველ არს - სამარადისოჲ იგი ძალი მისი და დიდებაჲ“.
რამეთუ ესეცა მებრ დიდად გულისჴმა-გჳყოფს მიუთხრობელსა მას სიმდიდრესა სიბრძნისა...