1.ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე.2.სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი.3.მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი.4.გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე:5.შემომიკრიბეთ ჩემი წმიდანები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე.6.და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს; რადგან ღმერთია მსაჯული იგი. სელა.7.ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.8.მსხვერპლისათვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირავები ყოველთვის ჩემს წინაშეა.9.არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს.10.რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.11.ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან.12.თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.13.ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ?14.მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.15.და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.16.ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა?17.შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები.18.როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს წილი.19.პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს.20.დაჯდები და შენს ძმაზე ლაპარაკობ და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ.21.ეს ჩაიდინე შენ და მე გავჩუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ; გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ.22.ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, თორემ მოგსრავთ და ვერვინ გიშველით.23.მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას“.
...ისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს. სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.“** (; ; ; ; ). და თუნდაც ამის გამო ათიათასჯერ გაღიზიანდეთ, მე ამის თქმას არ შევწყვეტ.რადგან თუ წინასწარმეტყველნი, ქვებით რომ იქოლებოდნენ, არ დუმდნენ, მით უფრო გვმართებს ჩვენ მტრობის ატანა და არა ის, რომ თქვენი გულის მოსაგებად ვილაპარაკოთ, რათა არ მოხდეს, რომ თქვენ მოგატყუოთ და თვითონვე გავიპოთ ორად.
იქ ტანჯვა უკვდავია და უნუგეშო; დამცველი არავინ იქნება.ამბობს: „ვინ შეიწყალებს გველისაგან დაკბენილ შემლოცველს?“ ()3...
...(). ორმოცდამეცხრე ფსალმუნი მთლიანად ამ ადგილს ჰგავს: სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებს ქსოვს.რადგან ფსალმუნში ნათქვამს: „მოუწოდოს ზეცას ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თჳსისა“ (), უთანაბრდება ეს: „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქვეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა“ (); და მომდევნოც ასეთივეა.როგორც დავითი ამბობს: „არა თუ მსხუერპლთა შენთათჳს გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის“ (), ასევე ესაიაც ამბობს: „რად ჩემდა სიმრავლე მსხუერპლთა თქვენთა? _ იტყჳს უფალი“ ().და კვლავ, დავითი ამბობს: „არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან ვაცთა“ (); ესაია კი: „ყოვლად დასაწველებითა ვერძთა, და ცმელთა კრავთათა, და სისხლი კუროთა და ვაცთაჲ არა მნებავს“ ()....
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).:
...ენთასა, არცა სისხლსა ვაცთა შენთასა ვსუამ მე“. ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ შესაწირავნი ეგე მიჴმან მე, „რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი მაღნარისაჲ, ნადირი მთათაჲ და ყოველი პირუტყჳ; ვიცნი მე მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაჲ ველთაჲ ჩემ თანა არს“.
არა საჴმარ იყვნეს უკუე, ვითარცა ვთქუ, შესაწირავნი იგი და მსხუერპლნი ღმრთისადა, არამედ სიზრქესა გონებისა მათისასა და ჩუეულებისა მათისა წესსა მიჰყვა, რაჲთამცა წუთერთ შესწირვიდეს მისა მსხუერპლებსა მას და მოიქცესმცა ეშმაკთა ზორვისაგან, და ამისა შემდგომად მსხუერპლთაცა და მრგულიადდასაწუველთამცა წესი აღიღო და უსისხლოჲსა მის მსხუერპლისა შეწირვაჲ გუასწავა, რომელ-ესე იქმნა მოსლვითა მით მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲთა. ამის ესევითარისა სახისათჳს მოგუთაცა ვარსკულავისა ხილვითა მოუწოდა, რამეთუ ესრეთ იყო წესი ჩუეულებისა მათისაჲ. ხოლო მო-რაჲ-იყვანნა ბეთლემდ და წარმოადგინნა ბაგასა ზედა და იხილეს მეუფჱ იგი მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ შეხუეული სახუეველითა, ყრმაჲ ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი, იხილეს და ჰრწმენა და თაყუანის-სცეს და შეწირეს ძღუენი რჩეული. მერმე არღარა სახითა ვარსკულავისაჲთა ეტყოდა, არამედ ანგელოზი მოუვლინა მათ, რომელი უძღოდა გზასა...