მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 1:1

1. Paul, called to be an apostle of Jesus Christ through the will of God, and Sosthenes our brother,2. Unto the church of God which is at Corinth, to them that are sanctified in Christ Jesus, called to be saints, with all that in every place call upon the name of Jesus Christ our Lord, both theirs and ours:
1 Corinthians თავი 1
1. Paul, called to be an apostle of Jesus Christ through the will of God, and Sosthenes our brother,
თავი ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: პავლე, ჩინებული მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა (1,1).:

თარგმანი: სიტყჳთა ამით, რომელი თქუა თუ "ჩინებული მოციქული", ამას მოასწავებს, რამეთუ ვინაჲთგან რომელნიმე მათგანნი თჳსითა ნებითა მოძღურიდეს არა-კეთილად, ამისთჳს ესე შესძინა მოციქულმან, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მე თჳთ არა ქმნილ ვარ თავით ჩემით მოციქულ, ვიდრემდის ჩინებულ ვიქმენ ღმრთისა მიერ, და ვითარ თქუენ იკადრებთ თავით თჳსით წინამძღურებასა ერისასა, რომელნი-ეგე არცა დამიდგენიეთ, არცა მითქუამს თქუენი წინამძღურობაჲ!

თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და სოსთენე ძმაჲ (1,1).:

თარგმანი: ესე არს გარდამატებულებაჲ პავლეს სიმდაბლისაჲ, რომელ კნინღა და უცნაურსა ვისმე, ვითარცა ყოვლად საცნაურსა, ეგრეთ იზიარებს ებისტოლესა შინა თჳსსა. რამეთუ ესე სოსთენი ოდესმე შესაკრებელის მთავარ ჰურიათა იყო, რომელი-იგი წინა-აღუდგებოდა-ცა პავლეს, წინაშე ღალიონოჲსსა.

ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. ძის თანასწორი პატივი და არსების ერთობა:

...და მოისმინე, როგორ. „სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისასა“ (). და კვლავ: „პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა“ (). და კვლავ: „რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი“ (). მაშ, რის გამო ამბობთ, რომ იგი მსახურია? რათა მამას პატივი მივაგოთო. მაგრამ ძე ამბობს: „რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (). ხოლო „რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა“ (), ცხადია.

მაშ, ამბობს, ძეს მამად ვუწოდო? არა. რადგან არ უთქვამს: „რათა მამად მიწოდებდეთ“, არამედ რა...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოციქულობის ბრძანება და ქრისტეს სასოება:

...ღირსება, დიდი და საკვირველი; ყველგან ვხედავთ, რომ პავლე ამ ღირსების მიზეზებს წინ წარმოაჩენს — არა როგორც პატივის მიმტაცებელი, არამედ როგორც ღირსებამინდობილი და აუცილებლობით შეკრული. რამეთუ როცა საკუთარ თავს „პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა" () უწოდებს, როცა ამბობს, რომ „პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა" (), და კვლავ სხვაგან: „რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე" (), და როცა ამბობს, რომ ამისთვისაა გამორჩეული, ეს ყველაფერი პატივმოყვარეობისა და ქედმაღლობის უარყოფაა. რამეთუ როგორც ღმერთისგან მიუბოძებელ პატივზე მოძალე უკიდურესი მხილების ღირსია, ასევე მიცემული პატივის განმრიდებელი და მისგან გაქცეულიც სხვა ბრალდებათა — ურჩობისა და დაუმორჩილებლობის — ქვეშ დგება. ამიტომ ახლაც, ტიმოთეს მიმართ ეპისტოლის დასაწყისში, პავლე ამას ამბობს, როცა ასე წერს: „პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი, ბრძანებითა ღმრთისა" ()....

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უფლის სიტყვა და აღდგომის პატივი:

...ე, რომელიც მეტყველებდა, და იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: „ამას ამბობს უფალი“, ამბობდა: „ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე“ ()? და კვლავ: „პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი“ (), რითაც აჩვენებს, რომ არაფერი მისი არ არის; რადგან მოციქული იმას წარმოთქვამს, რაც მის მომავლინებელს ეკუთვნის. და კვლავ: „ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე.“ (). მაშ, ყველა ის სიტყვა სულიწმინდით წარმოთქვა, ხოლო ეს, რასაც ახლა ამბობს, ღმერთისგან ცხადადაც მოისმინა; ისევე როგორც ის სიტყვაც, რომელსაც ეფესელ ხუცესებთან საუბრისას ამბობდა: „ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა.“ (), ფარულად ჰქონდა მოსმენილი. მაშ, ვნახოთ, ახლა რას ამბობს. რადგან ამბობს: **„ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ...

სრულად ნახვა