...დაღუპვისგან ვიხსნა? განა ვყოვნებ, როცა მათ მოქცევას ვხედავ? განა არ ვთქვი: „მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ" ()? განა თავად ისინი ისე ეძიებენ თავიანთ ცხონებას, როგორც მე ვზრუნავ, რომ ყველა ადამიანი ცხონდეს და „მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა" მოვიდეს ()? განა იმისთვის გამოვიყვანე შენ არარსებობიდან, რომ დაგღუპო? განა ტყუილად დავამზადე სასუფეველი და უთვალავი, გამოუთქმელი სიკეთეები? განა არა იმისთვის ვემუქრებოდი გეენით, რომ ამ საშუალებითაც მაინც ყველა სასუფევლისკენ სწრაფვას ვაიძულებდი? მაშ, ნეტარო წინასწარმეტყველო, დატოვე ისინი და ჩემთან ლოცვა ნუ აღავლენ მათთვის, არამედ მხოლოდ იმაზე იზრუნე, რომ მათი სენი განკურნო, რომ საკუთარი უძლურების გრძნობაში მოიყვანო და ჯანმრთელობას დაუბრუნო; მაშინ მეც ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული. მე არ ვყოვნებ და არ ვაყოვნებ, როცა კეთილგანწყობილ სულს ვხედავ; მხოლოდ ერთს ვითხოვ — ცოდვათა აღსარებას, და ამის შემდეგ სასჯელს აღარ მივუზღავ. მძიმე და დამტვირთავი ხომ არ არის ჩემი მოთხოვნა? თუ მე არ მცოდნოდა, რომ ისინი უარესნი ხდებიან სწორედ იმის გამო, რომ წინანდელ ცოდვებს არ აღიარებენ, ამასაც არ მოვითხოვდი. მაგრამ ვიცი, რომ კაცობრივი მოდგმა ძალიან...