თარგმანი: ვინაჲთგან ცუდ სახელ არს და არა ჭეშმარიტ სიტყუაჲ მისი, რომელი იტყოდის სარწმუნოებასა ქონებად თჳნიერ საქმეთა, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: რად სარგებელ არს სარწმუნოებაჲ; არამედ: რად სარგებელ არსო თქუმაჲ მისი, რომელი არა იყოს, ვითარმცა სარწმუნოებაჲ ვისმე აქუნდა თჳნიერ საქმეთა, რამეთუ უსრულ და მკუდარ არს სარწმუნოებაჲ...
...თჳს ბოროტისათა, და არავის კმა-ეყოფის სარწმუნოებაჲ ხოლო, არამედ კეთილისა საქმე თანაგუაც. არა თუ ეშმაკნიცა არა ძრწიან ღმრთისაგან და იციან, ვითარმედ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი და მეუფე ყოველთაჲ? არამედ არა იჴსნებიან ამისთჳს ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან“, არამედ „სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა ცუდ არს“.
ამისთჳს გჳღირს დიდი კრძალულებაჲ, რაჲთა ვყოთ ცხორებაჲ ჩუენი სათნო ღმრთისა, რამეთუ ამისთჳს აქა შემოგკრებ თქუენ, რაჲთა ნაყოფი კეთილი გამოიღოთ სწავლითა და სმენითა საღმრთოთა სიტყუათაჲთა. უკუეთუ კულა უნაყოფოებასა შინავე ეგნეთ, რაჲ სარგებელ არს შემოკრებაჲ ეკლესიად? უკუეთუ შვილნი ჩუენნი მივიდოდინ მარადღე სასწავლოდ და არარას ისწავლიდენ, არა მაბრალობელ მოძღუართა მათ ვიქმნებით? ხოლო აწ სულიერსა ამას მოძღურებასა ზედა რაჲ-მე ყოფად არს, უკუე-თუ უსარგებლო იყოს კრებაჲ ესე და სწავლაჲ? რამეთუ აქა უმრავლესნი არიან მოძღუარნი, ვიდრეღა ჴორციელსა მას სამოძღუროსა შინა. იხილენით, ვინ არიან მოძღუარნი ესე, რომელნი დადგინებულ არიან სწავლად თქუენდა: წინაწარმეტყუელნი, მოციქულნი, მამათმთავარნი და მართალნი. გრცხუენოდენ პატიოსნებისა მის და სიწმიდისა მათისაგან და ნუ...
...თუ ქრისტეცა შე-შფოთნაო იუდაჲსთჳს. რაჲსათჳს შეშფოთნა? მისისა წარწყმედისათჳს მწუხარე იქმნა. ამას ყოველსა ჩუენცა ვჰბაძვიდეთ. ხოლო უკუეთუ მას არა ვჰბაძვიდეთ და მისთა მცნებათა არა ვიქმოდით, უმჯობეს იყო, არა თუმცა შობილ ვიყვენით, რამეთუ სარწმუნოებაჲ ოდენ თჳნიერ საქმეთასა არა კმა არს სასუფეველსა შეყვანებად, არამედ უფროჲსად დასაშჯელ ექმნების, „რამეთუ მონამან რომელმან იცოდის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა იქმოდის, იგუემოს ფრიად“. რაჲ უკუე სიტყუაჲ მიუგოთ, რომელნიესე შინაგან სასუფეველისა ქმნილ ვართ და უხილავნი გჳხილვან და ზიარ მაღალთა მათ საიდუმლოთა ქმნილ ვართ და უძჳრჱს წარმართთასა ვიყოფვით? რამეთუ უკუეთუ მათ დიდებისათჳს ამაოჲსა მოღუაწებაჲ აჩუენეს, ჩუენ სასუფეველისათჳს და ღმრთისათჳს არა ვაჩუენოთა? რამეთუ მათ მრავალგზის კაცთათჳს სულნიცა თჳსნი შეურაცხ-ყვნეს, ხოლო ჩუენ მცირედისა ოქროჲსათჳს წარვსწყმედთ სულსა და არა შეურაცხ-ვჰყოფთ მას ქრისტესთჳს, და მრისხანე ვართ და საქმენი საძაგელნი გჳყუარან.
ამისთჳს მრცხუენის და ვძრწი, რაჟამს წარმართთა ვხედვიდე მო-ღუაწებასა შინა და ჩუენთა - არა. ხოლო ესე ამისგან არს, რამეთუ მცნებათა ღმრთისათა არა ვისმენთ, არცა ვიქმთ, არამედ მცირედ ჟამ ვისმენთ სიტყუათა ღმ...
...ა. და ყოველნი იგი ბოროტნი სწავლანი გარემივაქცინეთ, რამეთუ არა მოციქულთაჲ არს სწავლაჲ ესე არააღდგომისაჲ, არამედ მარკეონისი არს და უვალენტისი. ვივლტოდით ამისგან, რამეთუ ცხორებაჲ კეთილი თჳნიერ მართლისა სარწმუნოებისა არად სარგებელ არს, ვითარცა-იგი არცა სარწმუნოებაჲ სარგებელ არს თჳნიერ საქმეთა კეთილთაჲსა.
ვეკრძალნეთ უკუე ბოროტთა სიტყუათა, რომელთა-ესე ვიცით ძალი იგი უძლეველი ღმრთისაჲ, ვივლტოდით სიტყუათა მათთაგან. თქუენ გეტყჳ ამას, რამეთუ უკუეთუმცა ჰლესევდით მარადღე გონებათა თქუენთა წერილთაგან და შეიჭურვოდეთ მათა მიმართ, არამცა დაგაყენენ მათისა ბრძოლისაგან, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ ძლიერ არს. არამედ მეშინის, ნუუკუე უჭურველნი შეხჳდეთ ბრძოლად მათა და იძლინეთ, რამეთუ არარაჲ არს უუძლურჱს მათსა, რომელნი ოჴერ იყვნენ შეწევნისაგან სულისა წმიდისა.
და უკუეთუ იტყოდიან სიტყუათა ფილოსოფოსობისათა, ნუ გეშინინ, რამეთუ მათ არარაჲ კეთილი იციან, არამედ ყოველივე უკეთურებაჲ, და რომელი ჩუენ მიერ სწავლულმან ერთმან უნდომან ქურივმან იცოდის, იგი პითაღორა არა იცოდა, არამედ მათი ფილოსოფოსობაჲ სამოსლითა იყო და თმითა და წუერითა, ხოლო შინაგანი - ყოლადვე სავსე არაწმიდებითა და მატლითა და წუთხითა. რამეთუ პირველმან მან მათმან წყალი თქუა ღმრთად, და მეორემან - ცეცხლი, დ...