მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 14:2

1. Let not your heart be troubled: ye believe in God, believe also in me.2. In my Father's house are many mansions: if it were not so, I would have told you. I go to prepare a place for you.3. And if I go and prepare a place for you, I will come again, and receive you unto myself; that where I am, there ye may be also.
John თავი 14
2. In my Father's house are many mansions: if it were not so, I would have told you. I go to prepare a place for you.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“ (14,2).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა პეტრეს ნუგეშინის-სცემდა, ვითარმედ: „შემდგომად ამისა მომდევდე მე“, ეგრეთვე ამათ სასოებასა დაუდებს, რაჲთა არა თქუან, თუ: მას ოდენ მისცა აღთქუმაჲ. ამისთჳს ჰრქუა მათ: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა, ვითარმედ: წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი“ (14,2). ესე იგი არს, ვითარმედ: თქუენცა მანვე ადგილმან შეგიწყნარნეს, რომელმან შეიწყნაროს პეტრე, რამეთუ მუნ ფრიადი უშურველობაჲ არს საყოფელ-თაჲ, და არა თუ განმზადებაჲ საჴმარ არს. რამეთუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვაჲ ადგილსა მას“, რაჲთა არა მოიგონონ, ვითარმედ: სრულიად სამე მოვსწყდებით, ამისთჳს ეტყჳს:

ფსალმუნი 111-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. უკვდავი სიმართლე და ბნელში ნათელი:

...უჭკნობად და უწყვეტად რჩება, რადგან ჟამთა არცერთი სიძნელე ვერ ამხელს მას. რადგან, თუნდაც სხეული დაიშალოს, იგი სიცოცხლესთან ერთად არ იშლება, არამედ წინასწარ მიემგზავრება და მას სავანეებს უმზადებს, რომელთა შესახებაც ქრისტე ამბობს: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან.“ (). ამრიგად, ამითაც სძლევს ადამიანურს: უწყვეტობითა და მდგრადობით, რაც ცხოვრებისეულ საგანთაგან არაფერს აქვს. რადგან თუ სილამაზეს იტყვი, იგი სნეულებით ჭკნება და სიბერით ილევა; თუ ძალაუფლებას იტყვი, ხშირად იცვლება; თუ სიმდიდრეს ან ამჟამინდელი ცხოვრების სხვა რამ ბრწყინვალესა და თვალსაჩინოს იტყვი, ან ცოცხლებს მიატოვა, ან გარდაცვლილნი შიშველნი და ობლად დატოვა. მაგრამ სიმართლის ნაყოფი ასეთი არ არის: იგი ჟამით არ ილევა, სიკვდილით არ წყდება, არამედ მაშინ უფრო უსაფრთხო ხდება, როცა იმ ტალღაუცემელ ნავსაყუდელში შევა.

შემდეგ ამბობს: „გამოუბრწყინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა“ (). ღვთის მოშიშის ნეტარებას რო...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. მარადიული შობა და თანაარსი ძე:

...არისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს ვარსკულავთაჲ; რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა“**, და ასევე: „ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ“ (). და ქრისტეც ამბობს: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“ (). ამის გამო იმ ბრწყინვალებას დასასრული არ აქვს. რადგან იგი არც ღამეს უთმობს ადგილს და არც სიბნელეს ემორჩილება, არამედ გამოუთქმელია და დიდი, ამ ხილულ ბრწყინვალებას ბევრად აღემატება და ეს უდიდესი რამ აქვს: ზღვარს არ იღებს; ეს კი მეუფის გამოუთქმელი ძალის საქმეა: ხრწნადი და მოკვდავი სხეულები ასეთ სიმტკიცესა და ძალამდე მიიყვანოს.

შემდეგ, რადგან რაღაც დიდი თქვა და მსმენელი იმედებით ფრთაშესხმული გახადა, აჩვენებს, რომ ეს სამართლიანად ხდება, რადგან ასეთი დიდია ამის აღმასრულებელი. ვინ არის აღმასრულებელი? ის, ვინც მამას თანაარსია. რადგან ამის ცხადსაყოფად დაუმატა: „საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ“ (...

სრულად ნახვა
თავი დ̂. უწყებაჲ სიბოროტისათჳს მწვალებელთაჲსა უკუანაჲსკნელთა ჟამთა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა განმზადებულ ვიყვნეთ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს (3,13).:

...ნთავისუფლდებოდის ხრწნილებისაგან.

მოციქულისაჲ: ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს (3,13).

თარგმანი: რომელი არს აღთქუმაჲ იგი საუფლოჲ ახალთა ცათა და ქუეყანისა დაბადებისათჳს? გარნა თუ რაჟამს გესმას: "სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან" () და "მე მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ" (); ხოლო სიმართლისა მკჳდრობაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს ეშმაკი სრულიად განქარდეს და ცოდვაჲ ყოვლად უქმ იქმნეს.

მოციქულისაჲ: ამისთჳს, საყუარელნო, ამას მოელოდეთ და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისსა პოვნად მშჳდობით, და უფლისა ჩუენისა იგი სულგრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა, მიწერა თქუენდა, ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისთჳს (3,14-16).

თარგმანი: ერთ-ჴმა არიან თავნი მოციქულთანი და ქადაგნი ჭეშმარიტებისანი, რამეთუ, რომლისათჳს აწ პეტრე იტყჳს, ვითარმედ: ნუ არა-ყოფად მეორედ მოსლვისა შეგირაცხიეს სულგრძელებით დაყოვნებაჲ ესე ცოდვილთა ტანჯვისაჲ, არამედ საცხორებელად შეჰრაცხეთ უფლისა მიერ, რომელსა არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ; არამედ დრო-სც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად, რამეთუ მოვიდე თქუენდა“ (14,18).:

...სიტყჳსასა იტყოდა: „შვილნო ჩემნო“, ამისთჳს აქა იტყჳს: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“; და დასაბამსა სიტყჳსასა იტყოდა, ვითარმედ: „მოხჳდეთ, სადა მე ვიყო“, და ვითარმედ: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“, ხოლო აქა, ვინაჲთგან იგი ჟამი შორს იყო, მოსცემს სულსა, არამედ იგინი კუალად ვინაჲთგან ვერ გულისხმა-ჰყოფდეს სიტყჳთა მით და ვერ მიიღებდეს ჯეროვანსა ნუგეშინის-ცემასა, ამისთჳს ჰრქუა: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“, რამეთუ იგინი უფროჲს ყოვლისა ამას ეძიებდეს. არამედ რაჲთა არა ჰგონებდენ კუალად ესევითარსავე მოსლვასა, ვითარცა პირველ, იხილე, ვითარ მოასწავა, მისი იგი მოსლვაჲ თუ ვითარ იყოს, რამეთუ თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მცირედღა, და სოფელი არღარა მხედვიდეს მე, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე“ (14,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მოვალ თქუენდა მომართ, არამედ არა ესრეთ, ვითარცა პირველ, არამედ თქუენდა მომართ ოდენ, რამეთუ სულიცა ესევითარი არს თქუენდა მომართ ოდენ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყვნეთ“ (14,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ არა თუ ჯუარს-ცუმაჲ განგყოფს თქუენ ჩემგან, გარნა მცირედსა ოდენ ჟამს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მონაჲ არასადა დაადგრეს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძჱ დაადგრეს უკუნისამდე“ (8,35).:

...დაადგრესო“. და რაჲთა ვერ ეტყოდიან, თუ: შენ ვინ ხარო, ამისთჳს კაცობრივთა მიერ საქმეთა უჩუენა მათ, ვითარმედ: ჩემი არს ყოველივე, რამეთუ ძე ვარო და სახლსა შინა მამისასა დადგრომილ ვარ, ხოლო „სახლად მამისა“ სახელ-სდებს ჴელმწიფებასა და მთავრობასა. ამისთჳს ეტყოდა, ვითარმედ: „სახლსა მამისა ჩემისასა მრავალ სავანე არიან“, რამეთუ ვინაჲთგან მონებისა და განთავისუფლებისათჳს იყო სიტყუაჲ მისი, ამისთჳს სამართლად ესევითარნი სიტყუანი იჴმარნა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ვერვის ჴელ-ეწიფებოდა განთავისუფლებაჲ და შენდობაჲ ცოდვათა მათთაჲ. ამისთჳს ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს თქუენ“ (8,36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ერთობასა ამას მისსა და მამისასა ვითარ გამოაჩინებს? ვითარმედ იგივე ჴელმწიფებაჲ აქუს მას, ვითარი აქუს მამასა, და ესე იგი არს, ვითარმედ: „უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს თქუენ“, არღარავინ იყოს, რომელმანმცა სიტყუაჲ გიგო, არამედ გაქუნდეს მტკიცედ თავისუფლებაჲ იგი, რამეთუ „უკუეთუ ღმერთი არს განმამართლებელ, ვინ არს დამშჯელო?“ ხოლო უჩუენებს აქა, ვი-თარმედ ძალ-უც ცოდვისაგან განწმედაჲ მათი და განთავისუფლებაჲ, და ვითარმედ უზეშთაეს არს ესე თავისუფლებაჲ, ვიდრეღა ჴორციელი, რამეთუ...

სრულად ნახვა