მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 15:26

25. Then came she and worshipped him, saying, Lord, help me.26. But he answered and said, It is not meet to take the children's bread, and to cast it to dogs.27. And she said, Truth, Lord: yet the dogs eat of the crumbs which fall from their masters' table.
Matthew თავი 15
26. But he answered and said, It is not meet to take the children's bread, and to cast it to dogs.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. ხოლო იგი მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და იტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“ (15,23-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად საქებელ არს დედაკაცი ესე, რომელმან ესოდენი აჩუენა სარწმუნოებაჲ და სიმდაბლე. პირველად ღაღადებდა: „შემიწყალე მე, უფალო!“ და არარაჲ მიუგო უფალმან; არავე უდებ იქმნა იგი, არცა სასოებაჲ წარიკუეთა და შეიქცა. შეეწყალა იგი მოწაფეთა, მოაჴსენეს მისთჳს იესუს, და მიუგო მათ სიტყუაჲ, უფროჲსადღა შემძლებელი შეწუხებად მისა. ესმა რაჲ ესე დედაკაცსა მას, ნუუკუე წარიკუეთაა სასოებაჲ ანუ დაიდუმა ვედრებაჲ? ნუ იყოფინ! არამედ უმჴურვალესნი სიტყუანი წარმოთქუნა.

ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვყვით, არამედ ერთგზის თუ გინა ორგზის ვევედრნეთ და არა მივემთხჳნეთ თხოასა მას, მეყსეულად უდებ ვიქმნებით. გარნა დედაკაცმან მან არა ესრეთ ყო, არამედ იხილა რაჲ, ვითარმედ მოციქულნიცა ევედრნეს მისთჳს და არა მიემთხჳნეს თხოასა მას, არავე დაიჴსნა მწუხარებითა, არამედ შეიმოსა კადნიერებაჲ და ურცხჳნელობაჲ კეთილი, მიუჴდა და თაყუანის-სცემდა და იტყოდა: „უფალო, შემიწყალე მე!“

რაჲ არს ესე, დედაკაცო? არა თუ შენ უმეტესი მოციქულთაჲსა გაქუს კადნიერებაჲ? კადნიერებაჲ არცა ერთი მაქუსო, არამედ მრავლითაცა სირცხჳლითა სავსე ვარ, გარნა არა წარვიკუეთ სასოებასა, არამედ ვევედრები, ვიდრემდის...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
15:21-28 — ქანანელი დედაკაცის რწმენა:

22-23. და წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტჳროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ. - თვითონ რატომღა წავიდა წარმართთა ქალაქებში - ტვიროსსა და სიდონში, მაშინ, როცა მოწაფეებს წარმართთა გზაზე სიარული აუკრძალა? იცოდე, რომ იქ საქადაგებლად არ მისულა, როგორც ამას მარკოზიც ამბობს: "მე დავფარე თავი ჩემი"; სხვაგვარად: რადგანაც ფარისევლებმა მისი სწავლება საჭმელზე არ შეიწყნარეს, წარმართებთან გადავიდა. იმას კი არ ეუბნება: ასული ჩემი შეიწყალეო, არამედ მე შემიწყალეო, რადგან ის ვერაფერს გრძნობდა. მე შემიწყალეო, რომელიც საშინელებას ვგრძნობ და განვიცდიო. არც იმას ეუბნება: წამოდი და განკურნეო, არამედ შემიწყალეო. უფალმა არ უპასუხა, არა იმიტომ, რომ არად ჩააგდო, არამედ, რათა ეჩვენებინა, რომ უწინარესად იუდეველთათვის მოვიდა; ამასთან, უნდოდა ცილისწამებისთვის შეეზღუდა ისინი და სათქმელად არ ჰქონოდათ: წარმართებს წყალობდაო; და კიდეც იმიტომაც, რომ ამ ქალის მტკიცე რწმენა...

სრულად ნახვა
მოძღვრება მეჩვიდმეტესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

განმარტება სახარებისა (მათ. 15, 22-28).

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ერთობ უბრალო არის და მოკლე დღეს წარკითხული სახარება, გარნა იგი იპყრობს დიდსა საუჯესა სულიერისა სწავლისასა? თვით უბრალო და მოკლე მოთხრობა იგი დღევანდელისა სახარებისა წარმოგვიდგენს ჩვენ მრავალთა და ფრიად აღმაშენელეთა მაგალითთა და დარიგებათა. პირველად გასაკვირველი არის და ერთობ სახმარი და სასარგებლო მაგალითი თვით იმ უბრალო ქანანელი დედაკაცისა, რომლისა ლოცვასა და ვედრებასა აღწერს დღეს წარკითხული სახარება. რა გასაოცარი, შეურყეველი სარწმუნოება, გონიერება, სიმდაბლე და სიმშვიდე გამოიჩინა უბრალო სოფლის ქალმა წინაშე იესო ქრისტესა! იგი იყო ქანანელი, მაშასადამე, წარმართი. იგი სცხოვრებდა საზღვართა ზედა ურიასტანისათა, გაგონილი ქონდა იესო ქრისტეზე და მისთა სასწაულთა ზედა, იქნება კიდეც ნახა იგი მან ოდესმე და გაიგონა მისი სწავლა, ამისთვის მის გულში გაჩნდა შეურყეველი სარწმუნოება იესო ქრისტესადმი. ამ უბრალო, უსწავლელმა ქანანელმა დედაკაცმა აჯობა სარწმუნოებით თვით ურიცხვთა სწავლულთა, მწიგნობართა, ერის მოძღვართა, რომელნი ყოველდღე ხედვიდენ იესო ქრისტეს, კიდეც იცოდენ წიგნთაგან...

სრულად ნახვა
სიტყვა მეჩვიდმეტესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა (მათ. 15, 26).

ძაღლსა დაამსგავსა, ძმანო ქრისტიანენო, უფალმან ქალი ქანანელი, ანუ პირდაპირ ძაღლად უწოდა მას, ვითარცა იტყვის იოანე ოქროპირი. რა საშინელი დამჩაგვრელი და შესარცხვენელი წოდება არის ესრეთი სიტყვა ყოვლისა კაცისათვის, მეტადრე დიდსა საზოგადოებასა შინა! გარნა ქალი იგი არა თუ არ შესწუხდა, არამედ მოითმინა, სიმდაბლით უპასუხა: ჰე, უფალო! მართალია ესაო! სწორედ ასე არისო! ამისათვის უფალმა ადიდა მისი სარწმუნოება, აქო იგი და მიანიჭა თხოვნა მისი, განკურნა ასული მისი. ჰოი დედაკაცო! დიდ არს სარწმუნეობა ეგე შენი; გეყავ შენ, ვითარცა გნებავს! აჰა, ძმანო ჩემნო, უმჯობესი და უმშვენიერესი საშუალება, თუ გსურს მივიღოთ მადლი ღვთისა, გავაქარვოთ რისხვა ღვთისა და კაცთა. თუ დაგჩაგრა ვინმემ გულფიცხელობით, თუ გაგინა ვინმემ, მწარე სიტყვა გითხრა - გული გაიმაგრე, ანუ, რომელიც უმჯობესი იქნება და სათნო ღვთისა, უპასუხე: მართალია; მაგრამ თუ ისეთი ვარ, როგორც შენ ამბობ, მომიტევე. ათასში ერთხელ არ მოხდება, თითქმის არ შეიძლება, რომ შენს დამჩაგვრელს, მაგინებელს არ შერცხვეს, არ შეიკმიდოს და არ მოინანოს. შენ...

სრულად ნახვა
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ქანანელი დედაკაცის რწმენის მაგალითი:

...დეს, აალებული სულითა და შემუსვრილი გულით, მიეახლა, თაყვანი სცა და თქვა: „უფალო, შემიწყალე მე!" (). მაგრამ ამის შემდეგაც არ მოხრილა ქალის ვედრებით, არამედ წინაზე უფრო მკაცრი პასუხი მისცა: „არა კეთილ არს, — ამბობს, — მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა" (). იფიქრე, საყვარელო, და გაუკვირდი ამ სულის ძალას და მისი რწმენის არაჩვეულებრიობას: ძაღლის სახელი რომ ესმა, არ შეწყენინებია, უკან არ დაიხია, არამედ დიდი კეთილგულობით თქვა: „ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა" (). ვაღიარებ, რომ ძაღლი ვარ; ღირსი გამხადე, როგორც ძაღლი, ტრაპეზიდან ნამცეცებს მაინც. ხედავ ქალის რწმენასა და კეთილ სულს? მან თავის თავზე აიღო ნათქვამი და მაშინვე მიიღო სასურველი, და მიიღო დიდი შექებით. რა უთხრა ქრისტემ? „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს" (). „ჵ დედაკაცო" — ეს შეძახილი გაკვირვებას გამოხატავს და დიდ შექებას მოიცავს. დიდი, ამბობს, რწმენა აჩვენე; და იყოს შენთვის ის, რაც გსურს. შეხედე, რა უხვია უფლის მოწყალება,...

სრულად ნახვა
საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის დაყოვნება მართლის განდიდებისთვის (16:3):

...ის სულის სიმტკიცე და სურდა, რომ არამხოლოდ ფარულად მიეღო ქველმოქმედება, არამედ, რომ მოწაფეებმაც ამ შემთხვევიდან შეიცნონ მისი დაყოვნების მიზეზი, და ყველა სხვამაც ისწავლოს, რა დიდია დაუცხრომელი ლოცვის ძალა და რა მაღალია ამ ქალის სათნოება. ამიტომ ამბობს: „არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა" (). შენიშნე აქ ქალის სულის სიმტკიცე, როგორ მოშურნეობის ცეცხლით ენთებოდა და ღვთისადმი რწმენით სულდგმულობდა, ასულის გამო დიდი მწუხარებით თითქოს ნაწლავები ეგლიჯებოდა და მკაცრი სიტყვებისგან არ ზურგს აქცევდა, არამედ ძაღლის სახელი რომ მოისმინა, ისიც ითმინა და ამ სახელს ეთანხმა, რადგან სურდა ძაღლთა უმეცრებისგან თავი დაეხსნა და შვილთა რიცხვს შეერთებოდა. მაშ, მოისმინე ქალის სიტყვები, რათა იცოდე, რა ნაყოფი მოიტანა ღვთის მოთმინებამ მისი თხოვნის შესრულებაში. სიტყვების სიმკაცრემ ქალი არამხოლოდ არ დააშორა უფლისგან, არამედ კიდევ უფრო დიდ მოშურნეობას აღუძრა. ეს სიტყვები რომ მოისმინა, ქალმა თქვა: „ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა" ().

ხედავ, რისთვის აყოვნებდა უფალი აქამდე? იმისთვის, რომ ქალის სიტყვებიდან გაგვეცნო მისი რწმენის მთელი ძალ...

სრულად ნახვა
თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან; ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან მუშაკთა (3,2).:

...ათვე სიტყუათა სწავლისათაჲ, რომელთა მრავალგზის წარმოთქუმაჲ უცონელობა არს მოძღურისა, და კრძალულება - მოწაფეთა.

მოციქულისაჲ: ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან; ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან მუშაკთა (3,2).

თარგმანი: ძაღლ ოდესმე წარმართთა ეწოდებოდა, ვითარმედ: "არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა" (), ხოლო აწ — წინაუკუმო; ვინაჲთგან შვილებისაგან განვარდეს ჰურიანი, მათ ძაღლ უწოდს, რამეთუ იყვნეს ვინმე მათგანნი, რეცა მოქცეულნი სარწმუნოებად, რომელნი კუალად ძაღლ იქმნებოდეს მიქცევითა ნათხევარსა მას ჰურიაობისასა. ამისთჳს, ვითარცა არა ხოლო თავისა თჳსისა, არამედ სხუათაცა მავნებელთა ბოროტად მუშაკად სახელ-სდვა, რამეთუ მოქმედებდეს კეთილად დანერგულთა სულთა აღმოფხურად სარწმუნოებისაგან ქრისტესისა და მიზიდვად მათდა კუალად მათვე ძუელთა წესთა ჰურიაობისათა.

მოციქულისაჲ: ჰხედევდით განკუეთილებასა მას, რამეთუ ჩუენ ვართ წინადაცუეთილებაჲ იგი, რომელნი სულითა ღმერთსა ვჰმსახურებთ და ვიქადით ქრისტე იესუჲს მიერ (3,2-3).

თარგმანი: კეთილად უწოდს მათ, რომელნი შემდგომად ქრისტეს მოსლვისა წინა-დაიცუეთდენ განკუეთილებად, რამეთუ წინადაცუეთილებაჲ იგი ძუელისა შჯულისაჲ სახე იყო ჩუენი ქრისტეს მიმართ მოქადულთა ამათ მორწმუნეთაჲ, რომელნი მოვიკუეთთ ნამეტავსა ჴორცი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძჱ კაცისაჲ“ (12,23).:

....

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ პირველ არა უტევნა იგინი წარსლვად და იტყოდა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“; და კუალად თქუა: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა წარწყმედულთათჳს სახლისა ისრაჱლისათა“; და: „არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და მიცემაჲ ძაღლთაჲ“. ; და ესრეთ, ვიდრემდის არა ჯუარს-აცუეს იგი და მოკლეს, არა დაუტევნა იგინი, ხოლო რაჟამს მათ თჳთ მოიძულეს და მოკლეს იგი, მიერითგან არღარად საჴმარ იყო მათ თანა დადგრომაჲ, რამეთუ მათ თჳთ იჯმნეს და თქუეს, ვითარმედ: „არა გჳვის მეუფჱ, გარნა კეისარი“. მერმე უკუე დაუტევნა იგინი, რამეთუ მათ დაუტევეს იგი. ამისთჳს იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და არა ინებეთ“. ; ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მარცუალი იფქლისაჲ არა დავარდეს ქუეყანასა ზედა და მოკუდეს“ (12,24)?

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ჯუარს-ცუმისათჳს თქუა, რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ: რაჟამს წარმართნიცა მოუჴდეს, მაშინ მოიკლა. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმ...

სრულად ნახვა