მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 12:19

18. If it be possible, as much as lieth in you, live peaceably with all men.19. Dearly beloved, avenge not yourselves, but rather give place unto wrath: for it is written, Vengeance is mine; I will repay, saith the Lord.20. Therefore if thine enemy hunger, feed him; if he thirst, give him drink: for in so doing thou shalt heap coals of fire on his head.
Romans თავი 12
19. Dearly beloved, avenge not yourselves, but rather give place unto wrath: for it is written, Vengeance is mine; I will repay, saith the Lord.
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურისგებაჲ და მე მივაგო, იტყჳს უფალი (12,19).:

თარგმანი: რომელსა რისხვასა იტყჳს; გარნა ღმრთისასა. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ვინ ბოროტი გიყოს, ნუ უყოფ შენ ნაცვალსა, არამედ ადგილ-ეც ღმრთისა რისხვასა და შურისგებასა, რამეთუ, უკუეთუ შენ არა იძიო შური, ღმერთმან იძიოს შური. უკუეთუ კულა შენვე შეჰრისხნე და შური იძიო, ღმრთისა შურისგებასა არღარა აქუს ადგილი, რამეთუ შენითა შურისგებითა დაგიპყრიეს იგი.

თავი ი̂ზ. მცნებაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა მიმართ და კაცთა, რომელსა შინა იტყჳს ურთიერთას ერთობისათჳს და კეთილადმსახურებისა და უკეთურთა მიმართ უმანკოებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურისგებაჲ, და მე მივაგო, წღ- იტყჳს უფალი (12,19).:

მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა, მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი (12,1).

თარგმანი: თჳთ მათ მოწყალებათა ღმრთისათა, რომელთა მიერ ვცხონდით, შემოიყვანებს აწ მვედრებელად ჩუენდა. და რაჲთა არა, გუესმეს რაჲ მსხუერპლ ყოფაჲ თავთა ჩუენთაჲ, ვჰგონებდეთ, ვითარმედ გუაწუევს დაკლვასა მათსა, ამისთჳს მყის ზედა-დაჰრთავს "ცხოველსა"; რამეთუ ესრეთ იქმნების წარდგინებაჲ ჴორცთაჲ მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა, რ თუალნი კრძალულებით ხედდენ არარას ბოროტსა, არამედ ყოველსავე კეთილსა არიან იგინი შესაწირავ. ხოლო ჴელი რაჟამს არარას იქმოდის უჯეროსა, თჳნიერ კეთილსა და მოწყალებასა, ქმნილ არს იგი ყოვლადდასაწუველ. ხოლო ენაჲ, არა-მეტყუელი უჯეროებისაჲ, არამედ მარადის მზრახვალი შჯულსა უფლისასა, არს იგი მსხუერპლ. ხოლო ყურნი რაჟამს არა განეღებოდინ საეშმაკოთა, არამედ დაუჴშველ იყვნენ საღმრთოთა ზრახვათათჳს, მაშინ არიან იგინი შესაწირავ წმიდა და სათნო ღმრთისა, უფროჲს ჰურიაებრივისა მის დაკლვისა...

სრულად ნახვა
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ეცით ადგილი რისხვასა (12,19).:

თარგმანი: რომელსა რისხვასა იტყჳს? — გარნა ღმრთისასა! ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ბოროტი ვინმე გიყოს, ნუ უყოფ შენ ნაცვალსა, რამეთუ უკუეთუ შენ არა იძიო შური, ღმერთმან იძიოს შური, და ამისთჳს შეუნდობდით ყოველსავე, და ესე არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: "ეცით ადგილი რისხვასა".

საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იაკობის ცოლები ღვთის ნებას ემორჩილებიან (31:10–18):

...წინააღმდეგობას მათ, ვინც ზიანის მოტანას ცდილობს; არამედ დიდსულოვნად ვიტანოთ, იმის ცოდნით, რომ ყოვლის უფალი არ მოგვიძაგებს, ოღონდ ჩვენი მხრიდან კეთილგონიერება გამოვავლინოთ: „ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი" (). სწორედ ამიტომ იაკობმაც თქვა: „არა უტევა მას ღმერთმან ბოროტის-ყოფად ჩემდა". მაშინ, როცა ლაბანს ჩემი შრომის ჯილდოს მოტაცება სურდა, უფალმა ასეთი სიუხვით გამოგვიჩინა თავისი მოწყალება, რომ მთელი მისი ქონება ჩვენ გადმოგვცა. ხედავდა რა, რომ სამსახურს კეთილსინდისიერად ვიხდიდი, ხოლო ის არასათანადოდ მექცეოდა, უფალმა ასეთი განგება გამოგვიჩინა. და, რომ ამას არა უმიზეზოდ ვამბობ და არა ტყუილად მინდა ლაბანის ბრალდება, ღმერთი მყავს მოწმედ თქვენი მამის ყველა საქციელის ჩემ მიმართ. „რამეთუ მე ვიხილე, — ამბობს, — რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ" — რადგან არა მხოლოდ ჯილდოს მოგტაცა, არამედ აღარც ისე მოგეპყრობა, როგორც ადრე, და თავისი განზრახვებიც შეიცვალა. „მე ვარ ღმერთი შენი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა ღმრთისასა, სადა-იგი სცხე ჩემდა ძეგლსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ" (). უფალს სურს ამგვარად იაკობს...

სრულად ნახვა
საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ისაკის სიმშვიდე და ჭების გამო წინააღმდეგობა (26:17-22):

...დ"** (), სწორედ ამას ისაკი საქმით უკვე ასრულებდა. და როგორც დავითი საულის ძლიერ სიძულვილს ამშვიდებდა — განშორდებოდა და საშინელებას თავს არიდებდა, ამით მის ძლიერ გაღიზიანებას ალბობდა, — ზუსტად ასევე ეს მართალიც სამოციქულო სიტყვას ასრულებდა: „ეცით ადგილ რისხვასა" (). ქალაქი დატოვა და ხევში გადავიდა (და დასახლდა). მაგრამ შეხედე, როგორ იქცეოდა იქაც დიდი სიმშვიდით, რადგან მისი მწუხარებანი ამით არ დასრულდა, არამედ, როცა იქ იყო და ჭების თხრას აპირებდა, მცხოვრებნი მის წინააღმდეგ აღდგნენ. „მო-ვე-თხარა", — ამბობს (წერილი), — „ჯურღმულები იგი წყალისა, რომელ თხარეს მონათა" მისი „მამისა მისისათა, და დაყუეს იგი ფილისტიმელთა", ... და დასდვა მათ სახელები, რაც მამამ დაარქვა. „და თხარეს მონათა ისაკისთა" ... „და პოვეს" ... „ჯურღმული წლისა ცხოველისაჲ", ანუ ისეთი, რომელიც ძირიდან ზემოთ ამოდიოდა ნაკადულივით. „და ჰლალვიდეს მწყემსნი იგი გერარელთანი" ... „და იტყოდეს, ვითარმედ: მათი არს წყალი იგი" (დაბ 26:18–20).

მაგრამ აქაც მართალი არ დავობს, არ წინააღმდეგობს, არამედ მწყემსებსაც კი უთმობს. სწორედ ეს არის ჭეშმარიტი სიმშვიდე — როცა ვინმე არა მხოლოდ უძლიერესთაგან იტანს შეურაცხყოფას,...

სრულად ნახვა
თავი ვ̂. მცნებაჲ ვიეთიმე, განთჳსებულად, და კუალად — ზიარად და ზოგად ყოველთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უფალი ახლოს არს, ნურარას ზრუნავთ (4,5-6).:

...მღებელი ჭირთა მათგან, მათ მიერ შემთხუეულთა.

მოციქულისაჲ: უფალი ახლოს არს, ნურარას ზრუნავთ (4,5-6).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან ახლოს არს მომავალი იგი მსაჯულად და განმკითხველაღ ესევითართა, მას მიუტევეთ ყოველი ზრუნვაც საქმეთაებრ მიგებისაჲ, რომლისაგან გესმის: "ჩემი არს შურისგებაჲ და მე მივაგო" (); ხოლო თქუენ ყოველსავე თავს-იდებდით სასოებითა მის მიერისა მისაგებელისაჲთა, და ნუ ზრუნავთ ჭირთა და დევნულებათა განგრძობისათჳს, რამეთუ ახლოს არს უფალი, რომელმან არა გიტევნეს განცდად უმეტეს ძალისა თქუენისა; და მისისა მის მეორედ მოსლვისა და საქმეთაებრისა მისაგებელისა ჴსენებაჲ დაავიწყებს კაცსა ყოველთა ზრუნვათა სოფლიოთა, რაჲთა არა გული-უთქუმიდეს, ხედვიდეს რაჲ შუებასა და განსუენებასა ვიეთსამე, მეცნიერებითა ამისითა, ვითარმედ ახლოს არს დღე სიკუდილისაჲ და ჟამი განკითხვისაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ (4,6).

თარგმანი: პირველად მოგუაცალებს ყოველთა ზრუნვათაგან, და ეგრეთღა შემოკრებულითა და მიმოგანუბნეველითა გონებითა წარდგომად ლოცვათა შინა, და დასაბამად ვედრებათა — მადლობასა გუამცნებს; ესე იგი არს, რაჲთა არა ხოლო განსუენებასა, არამედ ჭირსაცა და განსაცდელსა შ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნა არა ბოროტის-ყოფისათჳს:

...უ: ვითარ იყოს ესე? ისმინე, თუ ვითარ: რაჟამს არა ავნო, მაშინ ღმერთი იქმნების ბოროტისმყოფელი ბოროტისმყოფელისა მის შენისა; ხოლო რაჟამს შენ თჳთ იწყო ბოროტის-ყოფად მისა, მერმე ღმერთი არღარა მას, არამედ შენ გემტერების, რამეთუ დაჰჴსენ სიტყუაჲ იგი წერილისაჲ, რომელი იტყჳს: „ჩემი არს საშჯელი, მე მივაგო, - იტყჳს უფალი“. ; რამეთუ უკუე-თუ მონანი იყვნენ ჩუენნი და ურთიერთას შეშფოთნენ და არა ჩუენდა მოვიდენ სამართლისა საშჯელისა ყოფად, არამედ თჳთ იგინი განშჯიდენ, არა შევწუხნებითა? ხოლო უკუეთუ ჩუენ ესრეთ ვართ, არა უფროჲსად ღმერთი იყოსა ესრეთ, რომელმან ბრძანა ყოვლისავე საშჯელისა მისა მიგდებაჲ? რამეთუ არა უგუნურება არსა, უკუეთუ ესეოდენსა სიბრძნესა და მორჩილებასა ჩუენ ღმერთსა არა ვაჩუენებდეთ, რაოდენსა ჩუენ მონათა ჩუენთაგან ვეძიებდეთ? ხოლო ამას ვიტყჳ ჩუენთჳს, რომელნიესე მოსწრაფე ვართ ურთიერთას ბოროტის-ყოფად, თუ არა, ჭეშმარიტი ესე არს საქმჱ, რაჲთა არა ოდენ ბოროტსა არა უყოფდეთ, არამედ სრულიად შეუნდობდეთ და უფროჲსღა კეთილსა უყოფდეთ, რაჲთა ჩუენცა მოგუეცეს დიდი იგი ნაცვალი ამის კეთილისაჲ, რომელ არს შენდობისა პოვნაჲ.

რამეთუ, მითხარღა, უკუეთუ შეცოდებულსა მას ჰრისხავ, შენ რად-ღა სცოდავ და მასვე ბოროტსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ (5,20).:

...უ სოფლიოჲსა რაჲსამე და ჴორციელისა საქმისათჳს განვრისხნებოდით, ესე არს ცუდი განრისხებაჲ, რომელსა გუამცნებს მოციქული, ვითარმედ: „ნუ შურსა იგებთ თავთა თჳსთათჳს, საყუარელნო, და ყოველი სიმწარე და გულისწყრომაჲ, რისხვაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენგან ყოვლითურთ უკეთურებით; და მზე ნუ დაგასწრობნ განრისხებასა თქუენსა“. ; რამეთუ ვითარცა ჴორციელთა საქმეთათჳს და შურის-გებისათჳს განრისხებაჲ ცუდ არს და ბოროტ და თანამდებ სასჯელისა, ეგრეთვე შურისა საღმრთოჲსათჳს ქმნილი საჴმარ არს და კეთილ.

გარნა უმრავლესნი ჩუენგანნი წინააღმდგომსა ამას სიტყჳსასა იქმან და თჳსთა ვნებათათჳს: სიძულილისა და ძჳრის-ჴსენებისა მოყუსისა და სხჳსა ყოვლისავე ჴორციელისა საქმისა მჴეცებრ განრისხნებიან. ხოლო რაჟამს მცნებაჲ რაჲმე ქრისტესი დაიჴსნებოდის და უწესოებისა საქმე იქმნებოდის, შემუსრვილ და მდაბალ იქმნებიან და დუმილსა იმარხვენ, რომელ-ესე ორივე წინააღმდგომ არს რჩულსა მას სახარებისასა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არა განრისხებაჲ ბოროტ არს, არამედ ცუდად განრისხებაჲ. ამისთჳსცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „გულისწყრომასა თქუენსა ნუ სცოდავთ“, რამეთუ უკუეთუ განრისხებაჲ იგი არა შურისათჳს საღ...

სრულად ნახვა