მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 13:1

1. Let every soul be subject unto the higher powers. For there is no power but of God: the powers that be are ordained of God.2. Whosoever therefore resisteth the power, resisteth the ordinance of God: and they that resist shall receive to themselves damnation.
Romans თავი 13
1. Let every soul be subject unto the higher powers. For there is no power but of God: the powers that be are ordained of God.
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველი კაცი ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ გარნა ღმრთისაგან, და რომელნი არიან, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან. ამიერითგან, რომელი წინა-აღუდგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა წინა-აღუდგების, ხოლო რომელნი-იგი წინა-აღუდგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი მიიღონ. რამეთუ მთავარნი არა არიან საშინელ კეთილისმოქმედთათჳს, არამედ ბოროტისმოქმედთათჳს. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან, კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან, რამეთუ ღმრთისა მსახური არს შენდა კეთილისათჳს. უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდე, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს მას. რამეთუ ღმრთისა მსახური არს შურის მეძიებელი რისხვისათჳს ბოროტის მოქმედთაჲსა (13,1-4).:

თარგმანი: გამოაჩინებს მოციქული, ვითარმედ ღმრთისა განგებითა არიან მთავარნი და მსაჯულნი, რაჲთა არა სწორობითა ყოველი უწესოებაჲ იქმნებოდის, რამეთუ ღმერთი წესიერებისა მოყუარე არს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რომელნი კეთილსა ზედა არა ჰმორჩილობდენ მთავართა, მათ ზედა არა თუ მთავართა მათ მიერ ოდენ, არამედ ღმრთისა მიერიცა რისხვაჲ მოიწიოს, რამეთუ მთავარნი შემაშინებელად ბოროტისმოქმედთა დადგინებულ არიან.

თავი ი̂ჱ. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან (13,1).:

თარგმანი: ჯეროვნად ცხად ჰყოფს, ვითარმედ შჯული ქრისტესი არა არს მიზეზ შფოთისა და უწესოებისა, რომელ არს უმთავროებაჲ. არამედ ესრეთ სთნავს ღმერთსა, რაჲთა თითოეული ნათესავი ერთისა მის მთავრისა ნებასა დაემორჩილნენ.

ხოლო კუალად, ვინაჲთგან არა ყოველნი მთავარნი წესიერად მთავრობენ, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ ყოველნი მთავარნი და ჴელმწიფენი ღმრთისა მიერ დაიდგინებიან, არამედ თჳთ პატივი იგი მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ ღმრთივ-განწესებული არს, ხოლო რომელნი პატივსა მას არა ნებისაებრ ღმრთისა იჴუმევდენ, ესევითარნი იგი არა სათნო არიან ღმრთისა; ვითარ-იგი ქორწინებაჲცა ღმრთისა მიერ განწესებულ არს, ხოლო ქორწინებულნი არა ყოველნი შჯულიერად იქორწინებიან, არცა სათნოდ ღმრთისა, არამედ იგინი ხოლო არიან სათნო მისსა, რომელნი საღმრთოთა შჯულთაებრ ჰყოფდენ მეუღლებასა თჳსსა. ეგრეთვე ყოველი მთავრობაი ღმერთსა განუწესებიეს სიმტკიცისათჳს და კეთილად განგებისა სოფლისა , ხოლო მთავარნი, იგინი ხოლო მთავრობენ მის მიერ, რომელნი საღმრთოდ აღასრულებენ წესსა მთავრობისა თჳსისასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის