მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Romans 9:20

19. Thou wilt say then unto me, Why doth he yet find fault? For who hath resisted his will?20. Nay but, O man, who art thou that repliest against God? Shall the thing formed say to him that formed it, Why hast thou made me thus?21. Hath not the potter power over the clay, of the same lump to make one vessel unto honour, and another unto dishonour?
Romans თავი 9
20. Nay but, O man, who art thou that repliest against God? Shall the thing formed say to him that formed it, Why hast thou made me thus?
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ შენ ვინ ხარ, კაცო, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? (9,20).:

თარგმანი: დაუყოფს პირსა მათსა, რომელთა ენებოს საშჯელთა ღმრთისათა გამოძიებად, და ეტყჳს, ვითარმედ: შენ ვინ ხარო, რომელი ამას გამოეძიებ; ნუ-უკუე თანაზიარი ხარა მისი ანუ თანამსაჯული? არამედ რომელი რაჲ სცნა მისთა საშჯელთაგან, გიხაროდენ და ჰმადლობდ. და რომელი ვერ სცნა, ნუ ეძიებ.

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუუკუე მრქუა მე: და რაჲსაღა აბრალებს, რამეთუ, ნებასა მისსა ვინ-მე წინა-აღუდგეს! აწ უკუე, კაცო, შენ ვინ ხარ, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა! (9,19-20).:

თარგმანი: პირველად უკუე განაქიქნა გულისსიტყუანი, წინააღმდგომისა მიერ ჩუენ შორის დათესულნი, ვითარმედ: საეშმაკო არს ძალსა განკითხვათა ღმრთისათასა გამოკულევაჲ, თუ რაისათჳს იქმნების თითოეული მათი. ამისსა შემდგომად ჯეროვნად სიტყუას-უგებს კაცსა და ეტყჳს: "შენ ვინ ხარ?" — ესე იგი არს, ვითარმედ: რაჲ ზიარებაჲ გაქუს შენ ყოველთა მპყრობელსა შემოქმედსა და განმგებელსა თანა ერთმთავრობასა წმიდისა სამებისასა! რამეთუ, რომელი რაჲ განგეცხადოს, მისთჳს გიღირს მადლობისა შეწირვაჲ, და რაოდენი რაჲ არს დაფარულ, მისი — არცა ერთისა გამოკულევაჲ, არამედ ამისი მტკიცედ რწმუნებაჲ, ვითარმედ არარაჲ იქმნების მისგან თჳნიერ ჯეროვნისა და უმჯობესისა განგებისა, დაღაცათუ შენ უმეცარ ხარ ძალსა თითოეულისა მათისასა.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: შენ ვინ ხარ, კაცო, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა. ჰრქჳს-მე-ა ქმნულმან შემოქმედსა — "რაჲსათჳს ესრეთ შემქმენ"? (9,20).:

თარგმანი: არა თუ სიტყჳთა ამით თჳთმფლობელობასა მას ნებისა ჩუენისასა დაჰჴსნის, არმედ ამას იტყჳს, ვითარმედ ღმერთმან თქუა თუ: მე ყოველთა კაცთაჲ მნებავს ცხორებაჲ; არამედ შენ ვინ ხარო, რომელი იტყჳ თუ: არა, გარნა რომელთაჲმე ჰნებავს და რომელთაჲმე არა; თუ არა, იგი ვინმე რად არა აცხოვნა და ესე ვინმე რად არა შეიწყალა! — რამეთუ, ვითარცა თიჴაჲ მეკეცესა ვერარას ეტყჳს, არცა რას მოიგონებს, ეგრეთვე ჯერ-არსო შენდაცა, რაჲთა არა თუ სთქუა, არამედ არცა მოიგონო გამოძიებაჲ ღმრთისა საქმეთაჲ, არამედ, ვითარცა-იგი უსულოჲ ჰმორჩილობს ჴელთა მათ მეკეცისათა, ეგრეთვე რაჲთა შენ მორჩილ იყო ნებასა ამათ ყოველთა განმგებელისასა, და გრწმენეს, ვითარმედ იგი ყოველსავე სამართლად იქმს და ღირსად.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იუდა, რომელმან მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ“ (26,25).:

...ყოვლადვე არა იყვნეს. რამეთუ ღმერთმან არცა ერთი ქმნა ბოროტად, არამედ ყოველნივე კეთილად დაჰბადნა, და კაცად-კაცადი ნეფსით თჳსით იქმს ბოროტსა გინა კეთილსა.

აწ უკუე გრქუა თქუენ სიტყუაჲ პავლე მოციქულისაჲ, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ, კაცო, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუას-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსა ესრეთ შემქმენ?“

რამეთუ ყოველნივე კეთილად ქმნნა კეთილისმოქმედმან მან უფალმან. ხოლო ბოროტნი კაცნი და უკეთურნი ნეფსით თჳსით იქმნნეს უკეთურ. ვინაჲთგან უკუე იგინი ნეფსით მიდრკეს ბოროტისა მიმართ, იქმნა საქმე ესე უმეტესად გამომაჩინებელ სიკეთისა მის კეთილთა კაცთაჲსა, რაჲთა უმეტესად საკჳრველ იყვნენ, ოდეს შორის უკეთურთა გამოჩნდენ კეთილნი.

და კუალად, სიკეთე მათი უმეტესად მამხილებელ და დამსჯელ უკე-თურთაჲსა იქმნების, რამეთუ ხედვიდეს სახესა კეთილისასა და არა ჰბაძვიდეს. და ვითარცა-იგი კეთილისა მოქმედნი ორკერძო იდიდებიან (ერ-თად, რომელ ქმნეს კეთილი, და მეორედ, რომელ ბოროტთა კაცთაგან არაჲ ევნო, არცა მიემსგავსნეს მათ), ეგრეთვე ბოროტისმოქმედნი ორკერძო დაისჯებიან: ერთად, რომელ ქმნეს ბოროტი, და მეორედ, რომელ კეთილისა მოქმედთა არა ჰბაძვიდეს. ვითარცა-იგი საწყალობელსა მას იუდას შეემ-თხჳა, რომელ-იგი შორის მოციქულთა იყო და მარადღე სწავლაჲ უფლისაჲ ესმოდა და არარაჲ ინე...

სრულად ნახვა