მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 4:16

15. ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ,16. რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად;17. და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 4
16. რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად;
თესალონიკელთა მიმართ ა თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: მკუდარნი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად (4,16).:

თესალონიკელთა მიმართ ა

ესე ებისტოლჱ ათენით მიუწერა ნუგეშინის-ცემაჲ ჭირთა მოთმინებისათჳს, და რამეთუ ესმა, ვითარმედ მკუდართა ზედა წარმართულად იგლოვდეს, მიუწერა ესე ებისტოლჱ და მიავლინა ტიმოთჱ.

პავლესი: ჩუენ ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვენით მოსლვასა უფლისასა, ვერ მივეწიფენით შესუენებულთა (4,15).

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ მაშინ რომელნიცა ცხოველნი იყვნენ, ვერ უსწრან წარდგომად წინაშე უფლისა მკუდართა მათ, რომელნი ბევრეულით წლითგან საფლავებსა შინა იყვნენ.

მკუდარნი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად (4,16).

თარგმანი: რამეთუ ქრისტეს მიერნი მკუდარნი პირველად აღდგენ, ხოლო ცხოველნი ღმრთისმოყუარენი ღრუბელთა აღტაცებულ იქმნენ. ცხოველნი იყვნენ, ვერ უსწრან წარდგომად წინაშე უფლისა მკუდართა მათ, რომელნი ბევრეულით წლითგან საფლავებსა შინა იყვნენ.

მკუდარნი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად (4,16).

თარგმანი: რამეთუ ქრისტეს მიერნი მკუდარნი პირველად აღდგენ, ხოლო ცხოველნი ღმრთისმოყუარენი ღრუბელთა აღტაცებულ იქმნენ.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს სანთელნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი იგი მათგანნი იყვნეს სულელნი, და ხუთნი - ბრძენნი. მიიხუნეს სულელთა მათ სანთელნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა სანთელთა მათ თანა. დაყოვნებასა მას მის სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. შუვაღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე შემოვალს, აღდეგით და მივეგებვოდით მას. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს სანთელნი. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: გუეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ სანთელნი ჩუენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ წარვედით სავაჭროსა და იყიდეთ თავისა თქუენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძჱ იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაიჴშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენცა! მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღჳძებდით უკუე თქუენცა, რამეთუ არა იცით დღჱ იგი, არცა ჟამი“ (25,1-13).:

...ველთა და დაიძინეს“, რომელ-ესე თანაწარუვალ არს.

„შუვაღამეს ოდენ ღადადებაჲ იყო“. - კუალად გამოაჩინებს, ვითარმედ ღამით ყოფად არს აღდგომაჲ იგი ყოველთაჲ. ხოლო „ღაღადებაჲ“ ესე პავლეცა გამოაჩინა და თქუა: „რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთმთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით“. და რაჲ-მე იყოს „ღაღადებაჲ“ იგი და „საყჳრნი“? - ესერა უფალი გუასწავებს „ღაღადებასა“ მას, ვითარმედ: „ესერა სიძჱ მოვალს, აღდეგით და მიეგებვოდეთ“.

„ხოლო აღაგნეს რაჲ სანთელნი, ეტყოდეს სულელნი იგი ბრძენთა მათ: გუეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა“. კუალად სულელ უწოდა მათ, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არავინ არს უსულელეს და უუგუნურეს მათსა, რო მელნი აქა მოიგებენ საფასეთა და მუნ შიშუველნი წარვლენ, სადა-იგი ჭეშმარიტად საჴმარ არს ჩუენდა სიმდიდრე იგი, მოწყალებისა მიერ მოგებული. და არა ამით ხოლო ჯერითა სულელ უწოდა, არამედ ამისთჳსცა, რომელ უჟამოდ ითხოვდეს და ესვიდეს მოღებად, ვინაჲ-იგი ღონე არა იყო, და-ღაცათუ ფრიად სახიერ და მოწყალე იყვნეს ბრძენნი იგი ქალწულნი და ამით სახითა ცხონდეს. და არცა თუ ყოველსა მას ზეთსა ითხოვდეს მათგან, არამედ კნინოდენსა: „გუეცითო ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ სანთელნი ჩუენნი დაშრტებიან“. არამედ არავე მიემთხჳნეს სათხოველსა მა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა დიდითა და შეკრიბნეს რჩეულნი თჳსნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედმდე მათა“ (24,31).:

...ს, ვითარმედ ოდეს-იგი საყჳრსა დაეცეს და მკუდარნი აღდგენ, მაშინ რჩეულნი იგი შეკრიბნენ ანგელოზთა, ხოლო შეკრებულნი იგი ანგელოზ-თა მიერ აღიტაცნენ ღრუბელთა. და ესე ყოველი მეყსა შინა იქმნას, წამსა თუალისასა, რამეთუ არა თუ ცათა შინა მჯდომარე მიუწოდს მათ, არამედ „თავადი გარდამოჴდეს ზეცით საყჳრითა ღმრთისაჲთა“, ვითარცა მოციქული იტყჳს. ხოლო რასა მოასწავებს ჴმაჲ იგი საყჳრისაჲ? - აღდგომასა და სიხარულსა და გამოჩინებად საკჳრველებისა მის მათ საქმეთაჲსა და შესაწუხებელად ქუედაშთომილთა მათ.

სწავლაჲ ოვ დღისა მისთჳს საშინელისა; და ვითარმედ მრავალნი მცირედისა და უნდოჲსა შრომისათჳს დააკლდებიან კეთილთა მათ საუკუნეთა

ვაჲ ჩემდა დღისა მისთჳს საშინელისა! ჯერ-იყო ჩუენდა სიხარული, ოდესმცა შემოვიდა მის დღისა ჴსენებაჲ, ხოლო აწ ჩუენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთაჲსა უფროჲსად მწუხარე და მჭმუნვარე ვიქმნებით, ოდეს ვაჴსენოთ იგი. ანუ მე ოდენ შემემთხუევის ესე, ხოლო თქუენ მოხარულ ხართ ჴსენებითა მისითა?

ესე უწყი, ვითარმედ ოდეს სიტყუანი ესე მესმოდინ, ძრწოლაჲ შემედების და მწარედ ვგოდებ და სიღრმეთაგან გულისათა სულთ-ვითქუამ, რამეთუ უწყი, ვითარმედ არა მაქუს ნაწილი მათ თანა, რომელთა შეჰკრებენ ანგელოზნი და რომელთა ღრუბელნი აღიტაცებენ; არამედ სხუათა მათ თანაზიარ-ყოფად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს. ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი. ხოლო მტერი იგი, რომელმან დას-თესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ; და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი. ვითარცა-იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ. რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნეს სუფევისაგან თჳსისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უშჯულოებისანი და შესთხინეს იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილ-თაჲ. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა ცათასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (13,37-43).:

...ლად გამოაჩინებს ჟამსა მას, ოდეს-იგი მსმენელთაგან ეძიებდეს ნაყოფსა მას მათ შორის დათესულისა ქადაგებისასა, და ამისთჳს მკად მომავალსა მას ჟამსა მეორედ მოსლვისა მისისასა იტყჳს, ოდეს მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.

ხოლო ვითარ სხუასა ადგილსა მოესწავების, ვითარმედ პირველად მართალნი აღიტაცებიან, და აქა იტყჳს, ვითარმედ პირველად ცოდვილნი შეკრებად არიან? აღიტაცებიან პირველად მართალნი შემთხუევად უფლისა, ხოლო დაჯდეს რაჲ ქრისტე განკითხვად, მიეცემიან ცოდვილნი სატანჯველად, და მერმეღა წარვლენ მართალნი სასუფეველად. რამეთუ ვინაჲთგან სუფევაჲ მართალთაჲ ზეცას განწესებულ არს, ხოლო ქრისტე აქა მოვალს განკითხვად ყოველთა, მისცეს რაჲ ცოდვილთათჳს განჩინებაჲ, ვითარცა ბრძანოს, მაშინ, ვითარცა მეუფე დიდებისაჲ, აღდგეს და წარიყვანნეს მოყუარენი თჳსნი ნეტარებასა მას ზეცათა სასუფეველისასა.

ჵ ჭირი იგი და ორკერძო სალმობაჲ უბადრუკთა ცოდვილთაჲ! ერთად, დაწუვაჲ ცეცხლსა შინა უშრეტსა, და მეორედ, გამოვრდომაჲ დიდებისა მისგან სანატრელისა. ამისთჳს გულისჴმა-გჳყოფს უფალი და იტყჳს: „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ არამედ ვითარ ვხედავ, ძმანო, ჩუენ დაგჳყოფიან ყურნი სმენად და არა გულისჴმა-ვჰყოფთ ყოფადსა მას ცოდვილთა წარწყმედასა, არცა გუნებავს მოქცევად უფლისა,...

სრულად ნახვა