1.ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა2.ორგულებითა სიტყჳთა ტყუილისაჲთა, შემწუარნი თჳსითა გონებითა,3.აყენებდენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათჳს და რომელთა იციან ჭეშმარიტებაჲ.4.რამეთუ ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს, და არარაჲ არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული,5.რამეთუ განწმიდნების სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა.6.ამას ასწავებდ ძმათა და იყო კეთილად მსახურ ქრისტე იესუჲსა და იზარდებოდი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და კეთილითა მოძღურებითა, რომელსაცა შეუდგ.7.ხოლო შეგინებულთა მათ და დედაბერებრთა ზღაპართაგან იჯმენ. ხოლო იწუართე თავი შენი ღმრთის მსახურებასა,8.რამეთუ ჴორციელი წურთილებაჲ წუთერთ ჟამ სარგებელ არს; ხოლო ღმრთის მსახურებაჲ ყოვლითავე სარგებელ არს, რამეთუ აღთქუმაჲ აქუს ცხორებისაჲ აწინდელისა და მერმისაჲ.9.სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს.10.რამეთუ ამისთჳს ვშურებით და ვიყუედრებით, რამეთუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა, რომელ არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაჲ, უფროჲსღა მორწმუნეთაჲ.11.ამცნებდ ამას და ასწავებდ.12.ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა.13.ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა;14.ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა.15.ამას იწურთიდ და ამას შინა იყავ, რაჲთა წარმატებულებაჲ ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა შინა.16.ეკრძალე თავსა შენსა და მოძღურებითა მით დაადგერ მათ ზედა, რამეთუ ამას რაჲ ჰყოფდე, თავიცა შენი აცხოვნო და მორჩილნიცა შენნი.
მოგილოცავნ აწინდელს დღესასწაულსა, დღეობასა ძველისა ამის დიდებულისა ტაძრისასა. მიხარის მე, ოდეს გხედავ თქვენ დღევანდელსა დღესასწაულსა ესრეთ შეკრებულთა სხვათა და სხვათა სოფლებითგან, ერთგულთა მლოცველთა და მსასოებელთა წმიდისა ამის ადგილისა და მრავალთა ძველთა და წარჩინებულთა სიწმინდეთა, რომელნი უხსოვარისა დროისაგან განისვენებენ მას შინა. მიხარის და ამასთანავე ყოველთვის მსურს და მოსურნე ვარ ძალისამებრ ჩემისა და საღმრთოისა მოვალეობისა, წინა-დაგიგო თქვენ რომელიმე სულიერი...
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:
...ნებაჲ, და თავს-იდვა შრომაჲ, და ექმნა შრომაჲ იგი დასასჯელ. რამეთუ კეთილ არს ქალწულებაჲ, გარნა ქორწინებისა ძაგებაჲ და ბოროტად შერაცხვაჲ არა ჯერ-არს.
სხუანი კუალად წესითა მარხვისაჲთა განეყენნეს ჭამადთა; მერმე იწყეს ძაგებად ჭამადთა, რომელნი დაჰბადნა ღმერთმან საზრდელად კაცთა, და შესცთეს გონებითა თჳსითა, ვითარცა მოციქული იტყჳს; რამეთუ არა შეუდგეს სიტყუათა და მოძღურებათა წერილისათა.
ამის გამო ვიეთნიმე კორინთეს შინა სხუასა მახესა შთაცჳვეს და თქუეს, რაჲთა ყოვლისავე ჭამადისაგან მიიღებდენ, არამედ მოციქულმან დააყენა ესე, რამეთუ დაყენებულთა და არაწმიდათა გემოჲსხილვაჲ არა ჯერ-არს.
სხუანი მოღუაწებისა სახითა ყოვლადვე არა აღიკუეცენ თმათა თავისათა, არამედ ესრეთ იქცევიან ერსა შორის, და ესეცა უჯერო არს და დაყენებულ.
სხუათა უზომოდ წუხილი ცოდვათათჳს კეთილად შეჰრაცხეს; და იყო იგი ღონე ეშმაკისაჲ. ამისთჳსცა შიშთვილ-იბეს, ვითარცა იუდას შეემთხჳა. ამისთჳს პავლე მისწერს კორინთელთა მიმართ მისთჳს, რომელი-იგი ბოროტსა მას სიძვასა შთავარდა, და უბრძანა მიცემად ეშმაკსა ეგევითარი იგი. ხოლო მეორესა ებისტოლესა შიგან იტყჳს: „ნუგეშინის-...
თარგმანი: არათუ მრავალ ეპისკოპოს იყვნეს ერთსა შინა ქალაქსა, არამედ ხუცესთა ეკლესიისათა ეპისკოპოს უწოდდეს მაშინ, და ეგრეთვე, ეპისკოპოსსა — ხუცეს; ვითარ-იგი ტიმოთე ეპისკოპოსი იყო, ხოლო მოციქული ესრეთ მიუწერს, ვითარმედ: "დასხმითა შენდა ჴელთა ხუცობისათა" (), და ვითარმედ: "დიაკონებაჲ (რომელ არს მსახურებაჲ) შენი აღასრულე" (), რომლითა მასვე დიაკონცა უწოდს. და კუალად, ტიტეს მიუწერს, ვითარმედ: "ამისთჳს დამიტევე შენ კრიტეს, რაჲთა დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ეპისკოპოსნი და ხუცესნი" (), და აქაცა მღდელთა დადგინებასა ეპისკოპოს უწოდა, რამეთუ მაშინ ჯერეთ იზიარებოდეს ურთიერთას სახელთა ამათ, ხოლო აწ თითოეული თჳსითა სახელითა წეს არს სახელის-დებად.
გარნა კუალად საძიებელ არს, თუ რაჲსათჳს არა ერსაცა ქალაქისასა, არამედ მოყუასთა ხოლო მიუწერს ეკლესიისათა. ცხად არს, ვითარმედ — ამისთჳს, რამეთუ მათ წარევლინა მისსა ეპაფროდიტე, თანა-წარცემითა საჴმრისაჲთა.
მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესსა (1,2).
თარგმანი: მადლი მოგუეცა ნათლისღებისა მიერ მოტევებითა პირველ ქ...