„და იყო მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეექუსე", — ამბობს (მოსე). მეექვსე დღის დასრულებასთან ერთად ყოველი ქმნილების შექმნაც დაასრულა; ამიტომაც დაუმატა: „და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი" (). შეხედე, როგორ ერიდება საღვთო წერილი ზედმეტსა და გადაჭარბებულს. მთავარ სტიქიებს რომ ახსენა, დანარჩენზე ცალკე აღარ ამბობს; რომ თქვა: „და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა", ამბობს: „და ყოველი სამკაული მათი", და ამით ყოველივე აღნიშნა, რაც მიწაზე და ცაზე არის. მიწის სამკაული არის ის, რაც მისგან წარმოიშვა — ბალახთა აღმოცენება, ნაყოფთა გამოღება, ხეთა ნაყოფიერება და ყოველივე სხვა, რითაც შემოქმედმა იგი შეამკო. ისევე, ცის სამკაული არის: მზე, მთვარე, მრავალფეროვანი ვარსკვლავები და მათ შორის არსებული ყოველი ქმნილება. ამიტომ საღვთო წერილმა, ცა და მიწა რომ ახსენა, ამ სტიქიებით მთელი ქმნილება მოიცვა. „და განასრულა, — ამბობს, — ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა" (). შეხედე, როგორ ერთხელ და მეორეხელ იმეორებს ერთსა და იმავეს,...
1. და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი.2. და განასრულა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა. და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა.
დაბადებისა თავი 2