მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 22:18

17. კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარ-ცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ. და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები იგი მტერთა.18. და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მომართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისა.19. და მიიქცა აბრაჰამ მონათა თჳსთა თანა. და აღდგეს და წარვიდეს. ერთბამად ჯურღმულად ფიცისა და დაეშენა აბრაჰამ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.
დაბადებისა თავი 22
18. და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მომართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂. მსგავსებისათჳს ქრისტეს ძჳრუჴსენებლობისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ვიტყჳ იესუ ქრისტესა, რამეთუ მსახურ იქმნა წინადაცუეთილებისა ჭეშმარიტებისათჳს ღმრთისა, დასამტკიცებელად აღთქუმასა მას მამათასა (15,8).:

...დაცუეთასი? ვითარ ვინ თქუას სხუათა წესთა ძუელისა მის შჯლისათა. ნუ იყოფინ! არამედ ამისთჳს ოდენ იყო წინადაცუეთაჲ იგი მისი, რაჲთა ჭეშმარიტ ყვნეს აღთქუმანი იგი ღმრთისა მამისანი აბრაჰამის მიმართ, ვითარმედ: "ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი" (). ვინაჲთგან უკუე სხუათა მათ შვილთა აბრაჰამისთა განაცრუვეს აღთქუმაჲ იგი ღმრთისაჲ. რამეთუ გარდამავალობითა შჯულისაჲთა წყევისა მიმღებელ იქმნნეს უფროჲს, ვიდრე არა კურთხევისა, ამისთჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე იშვა თესლისაგან აბრაჰამისსა შვილად აბრაჰამისსა, და მსახურ-ყოფითა წინადაცუეთისაჲთა და აღმასრულებელობითა ყოველთა მათ შჯულიერთა წესთაჲთა მან მხოლომან ჭეშმარიტ ყო აღთქუმაჲ იგი ღმრთისაჲ და თავისა მიერ თჳსისა დაუმკჳდრა შვილთა აბრაჰამისთა კურთხევაჲ იგი ღმრთისა მიერი. და ესრეთ, დაამტკიცა რაჲ აღთქუმაჲ იგი მამათაჲ, მიერითგან დაჰჴსნის შჯულსა, ვითარცა უძლურსა, და მის წილ შემოიყვანებს მადლსა, რომელ არს ქადაგებაჲ სახარებისაჲ.

მოციქულისაჲ: ხოლო წარმართნი წყალობისათჳს, სადიდებელად ღმრთისა, ვითარცა წერილ არს: "ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე" (15,9).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ მზუაობრობასა წარმართთასა...

სრულად ნახვა
თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გამოჩინებად სიმართლისა მისისა, მოტევებითა მით პირველთა ცოდვათაჲთა, თავსდებითა ღმრთისაჲთა, გამოჩინებად სიმართლისა მისისა ამათ ჟამთა, რაჲთა იყოს იგი მართალ და განმამართლებელ სარწმუნოებისაგან იესუჲსისა (3,25-26).:

...მომაჩინებელ სიმართლისა მისისა, რამეთუ მაცხოვნნა და განმამართლნა არაღირსნი ცხოვნებისანი, სარწმუნოებითა იესუჲსითა, რაჲთა იყოს იგი არა ხოლო თჳთ მართალ, არამედ სხუათაცა განმამართლებელ. და ესრეთ, სრულ-ყვნეს აღთქუმანი იგი აბრაჰამის მიმართ თქუმულნი, ვითარმედ: "ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი" ().

მოციქულისაჲ: სადა უკუე არს სიქადული იგი? და-მე-ყენებულ არსა? რომლითა-მე შჯულითა? საქმეთაგან-მე-ა? — არა, არამედ შჯულისაგან სარწმუნოებისა, რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა, თჳნიერ საქმეთა შჯულისათა (3,27-28).

თარგმანი: არა იტყჳს, ვითარმედ: "სადა არიან მოქმედებანი?", არამედ მოქადულობანი, რაჲთა ცხად-ყოს ვითარმედ ცუდად და უქმად მოქადულ იყვნეს ჰურიანი სიტყუათა ზედა შჯულისათა, დიდად მოქადულობაჲ ლისაგან; საქმითისა ანუ სარწმუნოებითისა? - ცხად არს, ვითარმედ არა საქმითისა, არამედ სარწმუნოებითისა, რამეთუ, ვითარცა-იგი ზემო ორთა შჯულთა თანა (ბუნებითსა და წიგნისასა) მესამე შჯული დააწესა — საქმით მოქმედებად შჯულთა ბრძანებისაჲ. ეგრ...

სრულად ნახვა
თავი დ̂. საღმრთოჲსა მისთჳს სიბრძნისა, მოცემულისა მისდა, განმანათლებელად წარმართთა და მხილებად ეშმაკთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა სულითა წმიდითა, რაჲთა იყვნენ წარმართნი თანამკჳდრ და თანაჴორც და თანამყოფ აღთქუმისა მის ღმრთისა ქრისტეს მიერ (3,5-6).:

...მიერ, რამეთუ მოსლვაჲ მისი და მოქცევაჲ წარმართთაჲ საცნაურ და წინა-მოსწავებულ იყო, ხოლო ესოდენსა პატივსა აღსლვაჲ, რაჲთა თანამკჳდრ იქმნნენ მამულთა სიმდიდრეთა, და თანაჴორც — ერთგუამ ყოფითა ქრისტეს თანა, და თანამყოფ აღთქუმისა მის აბრაჰამის მიმართ, ვითარმედ: "ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი" (); ესე ყოველი შემდგომად ქრისტეს მოსლვისა თჳთ თავადისა ქრისტეს მიერ იხილვა აღსრულებულად.

მოციქულისაჲ: სახარებითა მით, რომლისა ვიქმენ მე მსახურ, ნიჭისა მისებრ მადლისა ღმრთისა, მოცემულისა ჩემდა, შეწევნისაებრ ძალისა მისისა (3,6-7).

თარგმანი: რაოდენ განადიდებს მსახურებასა თჳსსა, ეგოდენ დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ესოდენთა კეთილთა მომატყუებელ ექმნების კაცთა ჩემ მიერ ქადაგებული ესე სახარებაჲ ქრისტესი, რომლისა მსახურ ყოფად უღირს ვიყავ მე, არათუმცა მას მოემადლა იგი ჩემდა, ურიცხუებითა ნიჭთა თჳსთა სიმდიდრისაჲთა, რომლითა არა ხოლო სიტყჳთ ქადაგებაჲ, არამედ შეწევნაჲცა ძალისა მისისაჲ განამრავლა ჩემ შორის, რაჲთა რომელთამე სიტყჳთ და რომელთამე კურნებითა, ხოლო რომელთამე წყლვითა და სწავლითა ვარწმუნებდე ძალსა ძლიერებათა მისთასა.

მოციქულისაჲ: მე, უმრწემესსა ამას ყოველთა წმიდათასა, მომეცა მადლი ესე წარმართთა შორის ხარებ...

სრულად ნახვა