1.მოუწოდა ისაკ იაკობს და აკურთხა იგი და ამცნო მას და ჰრქუა: არა მოიყუანო ცოლი ასულთაგან ქანანისათა.2.არამედ აღდეგ და წარვედ შუამდინარედ, სახიდ ბათოელისა, დედის მამისა შენისა, და მიერ მოიყვანე თავისა შენისა ცოლი, ასულთაგან ლაბანისათა, დედისძმისა შენისათა.3.ხოლო ღმერთმან ჩემმან გაკურთხენ შენ და აღგაორძინენ და განგამრავლენ და იყავ შენ კრებულად ნათესავთა.4.და მოგეცინ შენ კურთხევაჲ აბრაჰამისი, მამისა ჩემისაჲ, შენ და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა და დაიმკჳდრენ ქუეყანაჲ ესე მწირობისა შენისა, რომელი მოსცა ღმერთმან აბრაჰამს.5.და წარგზავნა ისაკ იაკობი. და აღდგა იაკობ და წარვიდა შუამდინარედ ლაბანისსა, ძისა ბათოელ ასურისა, ძმისა რებეკასა, დედისა იაკობისა და ესავისა.6.ვითარცა იხილა ესავ, რამეთუ აკურთხა ისაკმან იაკობი და წარვიდა შუამდინარედ. ასურეთისა მოყვანებად მიერ თავისა თჳსისა ცოლი და კურთხევასა მას მისსა ამცნო მას და ჰრქუა: არა მოყვანებად ცოლი ასულთაგან ქანანისთა.7.და რამეთუ ერჩდა იაკობ მამასა თჳსსა და დედასა, და წარვიდა შუამდინარედ ასურეთისა.8.და იხილა ესავ, რამეთუ ბოროტ არიან ასულნი ქანანელთანი წინაშე ისაკისა, მამისა მისისა.9.წარვიდა ესავ ისმაელისა, ძისა აბრაჰამისა, და მოიყვანა მაელეთ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი, ცოლთა მისთა თანა თჳსა ცოლად.10.და განვიდა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარვიდა ქარრანად.11.და მიემთხჳა ადგილსა ერთსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზე. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნალად და დაწვა ადგილსა მას.12.და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა ესერა, კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა.13.ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ. ქუეყანაჲ ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა.14.და იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა და განვრცნეს ჩრდილოდ და ბღუარად და აღმოსავლად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ.15.და, აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო, შენ, ვიდრემდე ვჰყო მე იგი, რაოდენსა გეტყოდე შენ.16.და ვითარცა განიღჳძა იაკობ ძილისა მისგან, თქუა, რამეთუ: არს უფალი ადგილსა ამას და მე არა ვიცოდე.17.და შეეშინა და თქუა: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე. არა არს სხუაჲ ესე, გარნა სახლი ღმრთისაჲ და ესე ბჭე ზეცისაჲ.18.აღდგა იაკობ განთიად და აღიღო ლოდი იგი, რომელი ედვა სასთუნალად. და აღმართა იგი ძეგლად და დაასხა ზეთი თავსა ზედა მის ლოდისასა.19.და უწოდა სახელი ადგილსა მას "სახლი ღმრთისა", რამეთუ უალამ იყო სახელი ქალაქისა მის პირველად.20.და აღთქუა აღთქუმაჲ ახალი და თქუა: უკუეთუ იყოს ღმერთი ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა მას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური ჭამად და სამოსელი შემოსად.21.და მომაქციოს მე ცოცხლებით სახლსა მამისა ჩემისასა, იყოს უფალი ჩემი ღმერთად ჩემდა.22.და ლოდი ესე, რომელ აღვდგი ძეგლად, იყოს სახლად ღმრთისა ჩემისა, და ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას.
ხომ იხილეთ გუშინ მეზვერის დიდი კეთილგონიერებაც, უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობაც და იუდეველთა უკიდურესი უგრძნობლობაც? ხომ იხილეთ, როგორ ნეტარი მათე თავისი სწრაფი მორჩილებითა (უფლისადმი) და ესოდენ მნიშვნელოვანი (ცხოვრების) ცვლილებით ყველა ჩვენგანს გვასწავლის, რომ ზეციური მადლის შემდეგ ჩვენი ნება სათნოებისა და მანკიერების მიზეზად გვექცევა და რომ საკუთარი მოშურნეობით სათნოების მოქმედნი გავხდეთ, დაუდევრობით კი კვლავ ცოდვის უფსკრულში ჩავვარდეთ? სწორედ...
1. იაკობის რწმენით სავსე მოგზაურობა (28:13–29:20):
...ს მისცემდა; თუმცა ამას არაფერს ითხოვდა უფლისგან და ლოცვაშიც კი ხსენებას არ ბედავდა, მაგრამ ღვთისთვის მეათედის მიძღვნის აღთქმით აჩვენა, რა მტკიცედ სასოებდა ყოველივეში აღმთქმელის ძალაზე. ამიტომაც თავად ღმერთი, მასთან საუბრისას, ეუბნებოდა: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ" (). განიხილე, ამბობს, რომ პატრიარქიც უცხოტომელი მოხეტიალე შემოვიდა ამ ქვეყანაში, არავისგან ცნობილი, მაგრამ ისეთ დიდებას მიაღწია, რომ ახლა ყველა მასზე საუბრობს. მამაშენზეც იფიქრე, თუ როგორ — მამის უკიდურეს სიბერეში შობილი — ესოდენ აღმაღლდა, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთა შურის საგნადაც კი იქცა. შენც იგივე მოელი და ყოველგვარი შიში და ყოველი მღელვარება განაგდე, გზა განაგრძე. ამგვარად მსჯელობდა მართალი და თავის იმჟამინდელ მდგომარეობას არ უყურებდა (რადგან არაფერი გააჩნდა — და როგორღა ექნებოდა, მარტოდმარტო რომ იყო და შორეულ გზაზე გამოსული?), არამედ რწმენის თვალით თავის მომავალ კეთილდღეობას უკვე წინასწარ ხედავდა და მისთვის დამახასიათებელ ღვთისადმი მადლიერებას იჩენდა. ჯერ კიდევ არაფერი მიუღია და უკვე აღთქმას უდებს ღმერთს, რადგან უფლის აღთქმას თვით კეთილთა ფლობაზეც უფრო სარწმუნოდ მიიჩნევდა: ნამდვილად, არა იმდენად ხილულსა და გრძნობადს უნდა ვენდობ...
...ლი მართლის მიმართ რომ იხილა, იაკობს ეუბნება: „მიიქეც ქუეყანად მამისა შენისა და ქუეყანად ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა" (). საკმარისად, ამბობს, იცხოვრე უცხოეთში; ახლა მინდა აღვასრულო ის, რაც ადრე აღგითქვი, როცა გითხარი: „მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა" (). მაშ, ყოველგვარი შიშის გარეშე დაბრუნდი, რადგან მე შენთან ვიქნები. იმისთვის, რომ მართალს დაბრუნება არ გადაევადებინა და გაბედულად წამოსულიყო, უფალი ეუბნება: მე შენთან ვიქნები. მე, ვინც აქამდე შენს ცხოვრებას ვაწესრიგებდი და შენს შთამომავლობას ვამრავლებდი, მე ამიერითგანაც შენთან ვიქნები. მართალმა, ეს რომ მოისმინა ღვთისგან, აღარ დაყოვნდა და მგზავრობისთვის მზადებას შეუდგა. „მიავლინა, — ნათქვამია, — იაკობ და მოუწოდა ლიას და რაქელს ველად, სადა-იგი იყო სამწყსოჲ და ჰრქუა მათ". სურს ცოლებს აუწყოს მგზავრობის განზრახვა, ღვთის ბრძანება შეატყობინოს და მამის სიძულვილი. **„და ჰრქუა მათ: ვხედავ მე პირსა მამისა თქუენისა, რამეთუ არა არს ჩემდა მომართ, ვითარ-იგი გუშინ და ძოღან. და ღმერთი მამისა ჩემისა იყოს ჩემ თანა. თქუენ თჳთ იცით, რამეთუ ყოვლითა ძალითა ჩემითა ვჰმონე მამასა თქუენსა. ხოლო მამამან თქუენმან დამაკლო და ცვალა სასყიდელი ჩემი ათისა ტა...
...იგი, როგორც ნათქვამია, ლიაზე მეტად. ამგვარად, რაქელის სილამაზემ სიყვარული აღუძრა. მაგრამ შენიშნე აქაც უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა — როგორ ნელ-ნელა მოჰყავს თავისი აღთქმები აღსრულებამდე. მან თქვა: „აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა" (), გაგამრავლებო; და ახლა ყველაფერს ასე აწყობს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, მოისმინე, რა ნათლად ამბობს ამას თავად საღვთო წერილი: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ. მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე" (დაბ 29:31–32). შენიშნე ღვთის განგებული სიბრძნე: რადგან ერთი ქმრის კეთილგანწყობას სილამაზით იზიდავდა, ხოლო მეორე, სილამაზემოკლებული, არასაყვარლად ჩანდა, — ღმერთი ამ უკანასკნელს შვილოსნობას ანიჭებს, ხოლო პირველის საშოს ხურავს: ორივეს საკუთარი კაცთმოყვარეობით აწყობს, რომ ერთს შობილი შვილებისგან ნუგეში ჰქონდეს და ქმრის სიყვარული მიიზიდოს, ხოლო მეორემ, სილამაზისა და შვენიერების გამო, დის წინააღმდეგ არ აღმდგარიყო. „და განაღო, — ნათქვამია, — საშოჲ მისი". ისწავლე აქედან, საყვარელო, რომ ყველაფრის შემოქმედი ყველაფრის განმგებელიც არის; იგივე აღძრავს ბუნებას შვილთა შობისთვის და თანაცხოვრება უნაყოფო რჩება,...