...ოსხივებულ ელვას, და თუნდაც ეცადოს წინააღდგომას, მისი მზერა მაშინვე ბრმავდება. სულიწმიდის მადლი კი უხვად მოეფინება იქ, სადაც უმანკოება, პატიოსნება და სხვა სათნოებები ერთიანდება; ამიტომაც ამბობდა პავლე: „ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით" () და „სიწმიდესა" (). მაშ, გთხოვთ, განვიწმინდოთ სინდისი და გონება, რათა ყოველი არაწმინდა აზრისგან გათავისუფლებულნი, სულიწმიდის მადლი მოვიზიდოთ, ეშმაკის მზაკვრობას ვძლიოთ და საუკუნო, გამოუთქმელი სიკეთეებით ტკბობის ღირსნი გავხდეთ, რისიც ღირსნი გავხდეთ ყველანი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ებრაელთა მიმართ 12:14
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ცხოვრების ღირსი გახდები და სიძესთან ერთად შეხვალ, ოღონდ ლამპრები ანთებული იყოს და მათში საკმარისი ზეთი — ანუ კეთილი საქმეები — გქონდეს, როგორ არ გადაიტან სრული სიმსუბუქით ყველა სიმძიმეს, გაიხსენო რა ნეტარი პავლეს სიტყვებიც: „მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რომლისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი" ()? ხედავ, როგორ მოციქული მშვიდობას სიწმინდესთან აკავშირებს? რათა ვიცოდეთ, რომ არამხოლოდ სხეულის სიწმინდეს მოითხოვს, არამედ მშვიდობასაც, დროულად ახსენა ორივე, ორივეს დამკვიდრების სურვილით, რათა ჩვენი ზრახვებიც შევაკავოთ, არანაირ არეულობას ან აშფოთებას არ შევუშვათ, არამედ მშვიდი და უშფოთველი ცხოვრებით ვიცხოვროთ, და ყველა სხვა ადამიანთანაც მშვიდობიანად მოვექცეთ, ვიყოთ მშვიდი, წყნარი და შემწყნარებელი, ისე, რომ სათნოების ყველა თვისება ჩვენს სახეზე აისახებოდეს. ამგვარად, შეგვეძლება ამქვეყნიური ცხოვრების დიდებაც ვეზიზღოთ, ჭეშმარიტ დიდებას უპირატესობა მივცეთ, თავმდაბლობაზე უფრო ვიზრუნოთ და ამქვეყნიური ცხოვრების ყოველი ბედნიერება არად მივიჩნიოთ, რათა ჭეშმარიტი და მყარი ნეტარებითებით ვიტკბოთ და ქრისტეს ხილვის ღირსნი გავხდეთ. „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (). მაშ, გან...
...დიან თავთა თჳსთა, იგინი ადვილად მიდრკებიან უკეთურებად, დაღაცათუ სარწმუნოებაჲ მართალი აქუნდეს.
არამედ ჩუენ ვივლტოდით საქმეთაგან ბოროტთა, რამეთუ შეუძლებელ არს თჳნიერ საქმეთა კეთილთაჲსა ხილვაჲ ქრისტესი, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „მშჳდობასა სდევდით და სიწმიდესა, რამეთუ თჳნიერ ამისა ვერვინ იხილოს უფალი“. ამისთჳსცა მარადის გამცნებ სიწმიდესა, რაჲთა თითოეულსა კმა-ეყოფოდის თჳსი მეუღლჱ, რომლისა თანა შჯულიერად უქორწინებიეს, და არა შეიგინებოდის ბილწებითა მრუშებისაჲთა, რამეთუ ყოველი მოქმედი მრუშებისაჲ ვერ ჰპოვებს წყალობასა, არამედ წარწყმედისა თანამდებ არს, დაღაცათუ ბევრეულნი ჰქონდინ სხუანი სათნოებანი; რამეთუ ყოველი მემრუშჱ ვერ იხილავს სასუფეველისა ცათაჲსა განსუენებასა, არამედ გეჰენიასა მიეცემის. და მათთჳს იტყჳს ღმერთი, ვითარმედ: „მატლი მათი არა მოკუდეს, და ცეცხლი არა დაშრტეს“. და არცა ერთი აქუს წყალობაჲ, რომელსა მეუღლჱ ესუას და იგი სხუათა თანა შეიგინებოდის. ვინაჲთგან რომელნიმე შჯულიერისაგანცა მეუღლისა იმარხვენ თავთა თჳსთა ჟამსა მარხვისა და ლოცვისასა, უკუე რომელსა იგიცა არა კმა-ეყოფვოდის, არამედ სხუასა შემოიყვანებდეს, რაჲ იყოს მისი წყალობაჲ? და რომელმან დაუტევოს ცოლი თჳსი შჯულიე...
...ნ, ხოლო ჩუენი სიწმიდე არა ესრეთ არს, რამეთუ იტყჳს წერილი მისთჳს: „რაჲთა წმიდა იყოს სულით და ჴორცით“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მშჳდობასა ეძიებდით და კეთილსა და სიწმიდესა იქმოდეთ თქუენ შიშითა ღმრთისაჲთა, ვითარმედ თჳნიერ მისა ვერვინ იხილოს უფალი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სიწმიდესა იქმოდეთ თქუენ შიშითა ღმრთისაჲთა“. ჰხედავა, რამეთუ ესე არს სიწმიდე, რაჲთა შინაგანსა ჩუენსა აქუნდეს ძირი და წყაროჲ მისი? რამეთუ არა კმა არს სახელი ოდენ სიწმიდისაჲ, უკუეთუ საქმე მისი არა იყოს; რამეთუ სახელი ესე სიწმიდისაჲ არა ყოველთავე, რომელთა ეწოდებოდის, ერთობასა გამოაჩინებს, ვინაჲთგან ღმერთსაცა წმიდა ეწოდების, არამედ არა ესრეთ არს, ვითარ ჩუენ. ამისთჳსცა, ესმა რაჲ ჴმაჲ ესე სერაბინთა მიერ წინაჲსწარმეტყუელსა, ისმინე, რაჲ თქუა: „ჵ უბადრუკსა, რამეთუ კაცი ვარ და არაწმიდანი ბაგენი მასხენ, და შორის ერისა, რომელსა არაწმიდანი ბაგენი ასხენ, დამკჳდრებულ ვარ“, რომელი-იგი წმიდა იყო და დიდ, არამედ უკუეთუ სიწმიდისა მიმართ ზეცათაჲსა გამოვიძიოთ, არაწმიდა ვიპოვნეთ ჩუენ. რამეთუ წმიდა არიან ანგელოზნი, და წმიდა...
...ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“.
კუალად სიწმიდე, იგიცა ნაწილი არს სათნოებისაჲ, გარნა უკუეთუ გუაკლდეს იგი, ვერ ვიხილავთ უფალსა, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვი-თარმედ: „მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რამეთუ ამისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი“.
და ეგრეთვე მსგავსად სიმდაბლეცა ნაწილი არს სათნოებათაჲ ერთი, გარნა უკუეთუ ვინ იგი არა მოიგოს, დაღაცათუ სხუანი კეთილნი საქმენი აქუნდენ, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა; და საცნაურ არს ესე ფარისეველისა მისგან, რომელსა სხუანი ქველისსაქმენი მოეგნეს, ნაკლულევანები-თა სიმდაბლისაჲთა წარწყმიდა ყოველივე. ხოლო ამისაცა უმეტესი რაჲმე მაქუს თქუმად, რამეთუ არა თუ ერთი სათნოებათაგანი დაგუაკლდეს, დაგუაყენებს შესლვად სასუფეველად, არამედ დაღაცათუ ვქმნეთ საქმე სათნოებათაჲ, და არა ჯეროვნისა მის წესისაებრ ვქმნათ, ეგრეთვე შეგუემ-თხჳოს.
ისმინეთ, რასა გჳბრძანებს უფალი: „უკუეთუ არა გარდაემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“. აწ უკუე, დაღაცათუ იქმოდი მოწყალებასა, და არა უფროჲს მათსა იქმოდი, ვერ სრულ არს ქველისსაქმე შენი. იხილე უკუე, თუ ვითარ იქმოდეს იგინი...
...ედ აღთქუმულ არს წმიდათათჳს გულითა ხილვაჲ ღმრთისაჲ, არა თუ ვითარ ბუნებაჲ მისი არს, არამედ ვი-თარცა ჩუენსა ამას ბუნებასა ძალ-უც. ხოლო საჴმარ არს სიწმიდე გულისაჲ ბრძანებისაებრ უფლისა, ვითარცა მოციქულიცა გუასწავლის და იტყჳს: „მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რამეთუ ამისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი“. რამეთუ განწმედაჲ გულისაჲ ყოვლისაგანვე ბოროტისა გულისსიტყჳსა უმეტეს ყოვლისა სათნოებისა ღირს-გუყოფს ჩუენ ხილვასა მას საღმრთოსა. ვინაჲთგან პირველ ამისა ნეტარებაჲ შეასხა მოწყალეთა და იცოდა, ვითარმედ მრავალნი იქმან მოწყალებასა და სიწმიდესა არა იმარხვენ, არამედ ერევიან ცოდვასა, რაჲთა გუაუწყოს, ვითარმედ არა კმა არს იგი, უკუეთუ ესეცა არა იყოს, ხილვად ღმრთისა, ამისთჳს ესე ხოლო შეუდგინა, ვითარმედ რომელსა სურის ხილვად ღმრთისა, არა თუ ჴორცთა ხოლო სიწმიდე თანააც, არამედ სრულიად გულისა თჳსისაჲ ყოვლისავე ბიწისაგან და ყოვლისავე ვნებისა განწმედაჲ უღირს.
ხოლო თუ ვითარ სრულ იქმნების სიწმიდე გულისაჲ, შემდგომთა მათ სიტყუათა და მოძღურებათაგან უფლისათა კეთილად გულისჴმა-იყოფების. ვისწრაფოთ უკუე, საყუარელნო, დამარხვად წმიდათა მათ მცნებათა მისთა, რაჲთა ვიქმნეთ წმიდა გულითა და ხილვად ღმრთისა ღირსად გამოვჩნდეთ და ნეტარებაჲ იგი საუკუნოჲ დავიმკჳდროთ, რამეთ...