1.ძმათ მოყუარებაჲ ეგენ.2.სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს.3.მოიჴსენენით კრულებანი იგი, ვითარცა მათ თანავე კრულთა, და ძჳრ-ხილულნი იგი, რამეთუ თქუენცა ჴორცნივე გასხენ.4.პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან5.ვერცხლის უყუარულ იყვენით სახითა, კმა-გეყავნ, რომელი-იგი გაქუნდეს; რამეთუ თავადმან თქუა: არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ.6.ვინაჲცა საკადრებელ არს ჩუენდა თქუმად: უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან?7.მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა.8.იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე.9.მოძღურებასა მრავალ-სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულთა და არა საჭმლითა, რომლითა ვერაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა.10.მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა მას ჰმსახურებენ.11.რომელსა-იგი შეიწირვის საცხოვართა სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას.12.ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო.13.აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ.14.რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ.15.ამისთჳს შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფსა ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა.16.ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.17.დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ; რაჲთა სიხარულით ამას ჰყოფდენ და არა სულთ-ითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა.18.ილოცევდით ჩუენთჳსცა, რამეთუ გურწამს, ვითარმედ კეთილი გონებაჲ გუაქუს ყოველსა შინა კეთილად გუნებავს სლვად.19.უმეტესადღა გლოცავ ამას ყოფად, რაჲთა ადრე მოვიდე თქუენდა.20.ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან, რომელმან აღმოიყვანა მკუდრეთით მწყემსი იგი ცხოვართაჲ დიდი სისხლითა მით აღთქუმისა საუკუნოჲსაჲთა - უფალი ჩუენი იესუ ქრისტე,21.დაგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა საქმითა კეთილითა ყოფად ნებისა მისისა, რომელმან ყვის სათნოებაჲ მისი ჩუენ შორის წინაშე მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისა არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.22.ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, თავს-იდევით სიტყუაჲ ესე ვედრებისაჲ, დაღათუ მცირედ მივწერე თქუენდა.23.იცით ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი, რომელ მივავლინე, რომლისა თანა, ადრე თუ მოვიდეს, გიხილნე თქუენ.24.კითხვაჲ არქუთ ყოველთა წინამძღუართა თქუენთა და ყოველთა წმიდათა. გიკითხვენ თქუენ, რომელნი-იგი არიან იტალიაჲთ.25.მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
მოიხსენენით წინამძღვარნი იგი თქვენნი რომელნიგეტყოდეს თქვენ სიტყვათა მათ ღმრთისათა:და ჰხედვიდით გამოსვლასა მას ცხორებისა მათისასა,და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. (ებრ.13, 7).
წმიდა მოციქული პავლე, სიტყვათა ამათ შინა, მოგვიწოდებს ჩვენ, ქრისტიანეთა, რათა მოვიხსენებდეთ წინამძღვართა მათ, რომელთაგან მიგვიღია და გვისწავლია სიტყვა ღვთისა, და უყურებდეთ განსვლასა, ანუ აღსასრულსა მათისა ცხოვრებისასა, ესე იგი რანაირად გაუტარებიათ მათ თვისი ცხოვრება, და ვბაძევდეთ, ანუ ვემსგავსებოდეთ მათ...
...გამოავლენენ. მხოლოდ ნუ გამოვიძიებთ და ნუ ვიცნობისმოყვარეობდეთ მათ შესახებ, რომ საგანძური არ დავკარგოთ. აი, ნეტარი პავლეც, ამ მართლებზე მიუთითებს რა და გვასწავლის, როგორ ეღირსნენ ასეთი სტუმრების მიღება, ამბობს: „სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს" (). ის განსაკუთრებით დიდია და საკვირველი მათში, რომ სტუმრებს მომსახურება აღმოუჩინეს „რეცა არა უწყოდეს" მათ შესახებ. მაშ, რწმენითა და კრძალულებით აღვასრულოთ ეს საქმე, რათა მივიღოთ საუკუნო სიკეთეთა საგანძურიც, რომლის ტკბობის ღირსნიც ყველანი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
...რ შეეფერება ცნობისმოყვარეობა, არამედ შეეფერება ყველა გამვლელისთვის თავისი გულითადობის გამოჩენა. როცა ამგვარად გაშალა სტუმართმოყვარეობის ბადე, ღირსი შეიქნა თავად უფალი ანგელოზებიანად მიეღო. ამიტომ პავლემაც თქვა: „სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს" (), — აშკარად მამამთავარს გულისხმობდა. სწორედ ამიტომ ქრისტემაც თქვა: „და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს" (). დავიმახსოვროთ ეს, საყვარელნო, და სტუმრის მიღების აპირებისას ნურასოდეს გამოვიძიებთ, ვინ არის იგი და საიდან. მართლაც, მამამთავარსაც ცნობისმოყვარეობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა შესცოდავდა კიდეც. მაგრამ შენ იტყვი, რომ მან იცოდა მოსულთა ღირსება. საიდან არის ეს ცნობილი? პირიქით, რომ ნამდვილად იცოდეს, მაშინ რით დაიმსახურებდა აღტაცებას? რომ ცნობისმოყვარეობდეს, მაშინ მისი სტუმართმოყვარეობა ისე საოცარი არ იქნებოდა, როგორც ახლა, როცა უცოდინარმა, ვინ იყვნენ მოსულნი, ისეთი მოშურნეობითა და პატივისცემით მოექცა მათ, როგორც მონა უფლებს, სიტყვებით, ვითარცა საკვრელებით, შეკრავდა მათ და ევედრებოდა, უარი არ ეთქვათ მისთვის და ამით ასეთი დიდი წყალობა არ წაერ...
...3:2). ამას იგი არა კანონმდებლობისთვის ამბობს, თითქოს ამის გარეშე ეპისკოპოსად გახდომა შესაძლებელი არ იყოს, არამედ უზომობის შესაკავებლად; რადგან იუდეველთა შორის შესაძლებელი იყო მეორედ ქორწინებაც და ერთდროულად ორი ცოლის ყოლაც, ვინაიდან „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე“ ().ზოგნი კი ამბობენ, რომ ეს იმისთვის ითქვა, რათა იგი ერთი ცოლის ქმარი იყოს.„უბრალო“.„უბრალო“ რომ თქვა, ამით ყოველი სათნოება თქვა.ამიტომ, თუ ვინმემ თავის თავში რაიმე შეცოდებები იცის, კარგად არ იქცევა, როცა იმ საქმეს მიელტვის, საიდანაც თავისი საქმეებით თვითონვე განდევნა თავი; რამეთუ ასეთ კაცს არა მთავრობა, არამედ მორჩილება მართებს.რამეთუ მთავარი ყოველ ლამპარზე უფრო ბრწყინვალე უნდა იყოს და შეუბღალავი ცხოვრება ჰქონდეს, ისე რომ ყველანი მას შეჰყურებდნენ და საკუთარ ცხოვრებას მისი ცხოვრების მიხედვით გამოსახავდნენ.ამას კი იმიტომ არ აკეთებს, რომ უბრალოდ ამდენი შეგონება გამოიყენა, არამედ იმიტომ, რომ თვითონაც აპირ...