მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:2

1. არა-მე რაჲ დასაშჯელ არსა აწ ქრისტე იესუჲს მიერ მათდა, რომელნი-იგი არა ჴორცთაებრ ვლენან, არამედ სულისაებრ?2. რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა.3. რამეთუ შეუძლებელი იგი შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა, მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
2. რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა.
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა (8,2).:

თარგმანი: ვითარ-იგი ზემო შჯულ ცოდვისა ცოდვასა სახელ-სდვა, ეგრეთვე აწ შჯულ სულისა —სულსა წმიდასა უწოდს. და ამისი ჩუეულებაჲ აქუს ძუელისაცა შჯულისათჳს იტყოდის რაჲ, ვითარმედ: "შჯული სულიერ არს". გარნა ფრიადი არს განყოფილებაჲ საზომთა სი, მიერ ლ იყო, ხოლო ახალი ესე შჯული წმიდასა მისცემს მორწმუნეთა მისთა. ამისთჳს სულ ცხორებისა უწოდა, და შესძინებს: "ქრისტე იესუჲს მიერ", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ მის მიერ მოგუეცემის ჩუენ სული წმიდაჲ. ხოლო ცოდვისა არა მოსესსა მას უწოდს, რომელსა-იგი ზემორე მრავალგზის სახელ-სდვა მართლად და წმიდად, არამედ შჯულსა მას ცოდვისასა, რომელ არს ჩუეულებაჲ საქმითი; მას უწოდს შჯულად ცოდვისა, მომატყუებელად სიკუდილისა.

სააღდგომო ეპისტოლე 2021 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ასთან, აღდგომითაც მას ვემსგავსებით“ და როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ასევე ჩვენც იმსოფლად განახლებულ სიცოცხლეში ვივლით ()

განახლებული ცხოვრება კი დედამიწაზევე უნდა დავიწყოთ, რომ „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან განგვათავისუფლოს“ ().

სიკვდილი არის საიდუმლოებით მოცული კარიბჭე, რომლის შეღებისთანავე სულისთვის იწყება მარადული ცხოვრება, თუმცა მაინც არასრული; შემდეგ კი მოაწევს ჟამი, როცა მიცვალებულნი შეიმოსავენ განახლებულ სხეულს და „კეთილისმოქმედნი გამოვლენ სიცოცხლის აღდგომისთვის, ხოლო ბოროტისმოქმედნი, - განკითხვის აღდგომისათვის“ ().

თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, - მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, - მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვანდელ მდგომარეობაში და სამართლიანობით მიაგებს ყველას მარადიულ ადგილ-სამყოფელს.

როგორი იქნება ჩვენი ხვედრი გარდაცვალების შემდეგ, ან საყოველთაო აღდგომისას, როდესაც მაცხოვარი კეთილსა და ბოროტს მარადიულად განაცალკევებს და გამიჯნავს?

_ * * * _

ღმერთმა თავის...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1985 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა::

...ი კანონი სიკეთისა, ჩვენი ნების სისუსტის გამო, ხშირად ვერ სძლევს ხოლმე მაცდურის ზრახვვბს. უკეთურებისაგან თავის დაღწევისათვის ერთადერთი ნუგეში და იმედი მაცხოვარია, ჩვენი ხსნისათვის ამ ქვეყნად მოვლენილი, „რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა“ ().

სად და როგორ ხდება ეს გათავისუფლება?

ქრისტეს საქმეს, სულის ხსნისა და გადარჩენის საქმეს ემსახურება ქრისტეს ეკლესია, რომელიც მუდამ იყო, არის და იქნება ჩვენი განმანათლებელი და განმაბრწყინვებელი უძლეველი ძალა. ლოცვითა და ადამიანის ცოდვილი ბუნების საიდუმლო განახლებით იგი ასრულებს თავის დიად მოვალეობას. ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.

მაინც რა არის სიკეთე ან ბოროტება, ასე გამუდმებით რომ ებრძვიან ერთმანეთს და რა მონაწილეობას იღებს ადამიანი მათ დაპირისპირებაში?

ბიბლიაში შესაქმის დამთავრების შემდეგ ვკითხულობთ: „და იხილა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნა, და აჰა კეთილ ფრიად“ (დაბადება 1,31).

სიკეთის ერთადერთი წყარო და სათავე ღვთაებრივი სიყვარულია. იგი **„სულგრძელ არს და ტკბილ, სიყვარულსა არა ჰშურნ, სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არ განრისხნის, არამედ შე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).:

...9,4) და არს დიდებაჲ და დიდებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ განქარვებადი იგი დიდებისა მიერ არს, არა უფროჲსად ჭეშმარიტი იგი დიდებული იყოსა?“ და არს შჯული და შჯული, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „შჯულმან მან სულისა ცხორებისამან განმათავისუფლა მე“. და არს მსახურებაჲ და მსახურებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სულითა ღმრთისაჲთა ჰმსახურებდით“. და არს აღთქუმაჲ და აღთქუმაჲ, რამეთუ იტყჳს: „და აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, არა ვითარ-იგი აღუთქუ მამათა თქუენთა“. და სიწმიდე და სიწმიდე, და ნათლის-ღებაჲ და ნათლის-ღებაჲ, და მსხუერპლი და მსხუერპლი, და ტაძარი და ტაძარი, და წინადაცუეთაჲ და წინადაცუეთაჲ, ეგრეთვე მადლი და მადლი, არამედ იგინი სახენი იყვნეს და აჩრდილნი.

ხოლო ესე ყოველივე ჭეშმარიტება არს, და სახელითა ოდენ და არა საქმითა ჰგვანან მათ. და სახეთაცა ზედა და აჩრდილთადა რომელი სპეტაკისა წამლისა მიერ გამოიწეროს, გინა თუ შავისა, კაც ეწოდების ყოველსავე, და კუალად რომელი-იგი თითოსახითა წამლითა გამოიხატოს, მასცა კაცვე ეწოდების, არამედ ჭეშმარიტი კაცი არს, რომელი შეერთებულ იყო...

სრულად ნახვა