თარგმანი: ესე არს სიქადული ყოვლად სანატრელისა მის სულისაჲ, რაჟამს არა ცუდ იქმნეს სრბაჲ იგი სახარებისაჲ, რომელი აჩუენა მან მოწაფეთა თჳსთა ზედა, კეთილად წარმართებულებითა მათითა. ამისთჳს მათთჳს დამაშურალი მათთჳსვე შეიწირვის და წინა-მოასწავებს წამებითა აღსასრულსა თჳსსა, და წინაჲთვე ნუგეშინის-სცემს, რაჲთა არა რაჟამს აწამოს, მაშინ იგინი მწუხარე იქმნენ საქმესა მას ზედა, მისდა ფრიად სახარულსა, რომლისათჳს წინაჲთვე აუწყებს, ვითარმედ: ფრიად მიხარის და თქუენცა გლოცავ, რაჲთა ჩემ თანა გიხაროდის, რამეთუ დაღაცათუ მე დავიკლვი მსხუერპლად წამებითა, არამედ შესაწირავად და ძღუნად ღმრთისა თქუენი ეგე მაქუს სარწმუნოებაჲ საქმეთა მიერ მსახურება ღმრთისა ქმნული; და ვინაჲთგან მე თქუენსა ამას ზედა მხიარულ ვარ ძღუნისა შემწირველობასა. თქუენ ჩემ თანა მხიარულ იყვენით ჩემსა ამას ზედა წამებითა მსხუერპლად ღმრთისა შეწირულობასა, ოდესცა იყოს და რაჟამსცა იქმნეს, უფროჲსღა ოდესცა ინებოს ყოვლისავე სიბრძნით განმგებელმა6 ღმერთმან.
ფილიპელთა მიმართ 2:17
...კინისათა განჴურვებულ-თა წვიან, ესრეთ იხარებდიან, ვითარმცა ვარდგარდაფენილსა სარეცელსა ზედა განისუენებდეს. ამისთჳს, ეგულებოდა რაჲ პავლეს სიკუდილისა მიერ წამებისა განსლვაჲ ცხორებისა ამისგან, ესრეთ იტყოდა: „მიხარის და მიხაროდის თქუენ ყოველთა თანა. ეგრეთვე თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა მხიარულ იყვენით“. იხილეა, ვითარ ყოველსავე სოფელსა ზიარებად სიხარულისა მის მოუწოდს? რამეთუ იცოდა, ფრიად დიდი კეთილი არს ესრეთ განსლვაჲ ამის სოფლისაგან, ესრეთ საწადელ იყო მისდა და სანატრელ ყოველთა მიერ საშინელად შერაცხილი სიკუდილი.
აწ უკუე ყოვლით კერძო საცნაურ არს, ვითარმედ უღელი იგი სათნოებისაჲ სუბუქ არს და ტკბილ. არამედ ვიხილოთ ტჳრთიცა იგი ცოდვისაჲ, ვითარ მძიმე არს და საწყინო და ყოვლითურთ საძაგელ. მიხედეთ ანგაჰრთა, ბოროტთა მათ საფასისმოფარდულთა, გულისჴმა-ყავთ, რავდენნი მწუხარებანი ჰქონან, რავდენნი ზრუნვანი, რავდენნი განსაცდელნი, რავდენნი ბრძოლანი, რავდენნი ამბოხებანი და შფოთნი, რამეთუ ვითარცა არაოდეს დააკლდენ ზღუასა ღელვანი, ეგრეთვე სულსა მას - შფოთნი და დაუწყნარებლობანი და ზრუნვანი, ღელვანი და მიმოკუეთებანი.
მიხედენ კუალად მოშურნეთა და ძჳრისმოჴსენეთა, და იხილნე იგინი სამარადისოსა სატანჯველსა შინა მყოფნი და ცეცხლსა შინა ბოროტსა შემწუარნი ვნები...