მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:11

10. სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა.11. თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს.12. ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი,
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
11. თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ღმერთი კაცთმოყუარე არს და ქველისმოქმედ, საყუარელო, და ყოველსავე ღონესა ეძიებს, რაჲთამცა სათნოებითა შემკულ ვიყვენით ჩუენ, და ამისთჳს იძულებით და უნებლიაჲთ არავის მოიყვანებს სათნოებად, არამედ კეთილის-ყოფითა და ნებსით მოიზიდავს მისა მიმართ. ამისთჳსცა, მო-რაჲ-ვიდა იგი, რომელთამე შეიწყნარეს იგი და რომელთამე - არა, რამეთუ არცა ერთისაჲ ჰნებავს, რაჲთამცა უნებლიაჲთ დაიმონა, არამედ ნებსითთა ეძიებს, რომელნი ჰმადლობდენ მას, რომელ შეიწყნარნა იგინი. რამეთუ კაცთა ეჴმარების სხუათა მიერ მსახურებაჲ და ამისთჳს უნებლიაჲთცა მრავალთა ჰყოფენ მსახურ მათა, ხოლო ღმერთსა არცა ერთი რაჲ ეჴმარების ვისგანმე, არამედ ყოველსავე ჩუენისა ცხორებისათჳს იქმს; და ამისთჳს ჩუენდა მოუცემიეს ამის საქმისა ჴელმწიფებაჲ და არავის იძულებით მიიზიდავს თავისა მიმართ თჳსისა; ჩუენსა უმჯობჱსსა ეძიებს, ხოლო უნებლიაჲთ მიყვანებაჲ ყოვლადვე არამისლვისა სწორ არს.

არამედ იტყჳან ვიეთნიმე: და რაჲსათჳს მისცემს საშჯელად, რომელნი არა დაემორჩილნენ მას? ანუ რად გეჰენიაჲ აღუთქუა, რომელნი არა იქმოდიან მცნებათა მისთა? არამედ ისმინე, რამეთუ უფალსა მარადის ვეწყალით ჩუენ; დაღაცათუ არა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ პირველნი იგი სიტყუანი გაჴსოვდენ, გულსმოდგინებით აღვაშენოთ ნაკლულევანიცა იგი, ვითარცა წარმართებულნი და განმარჯუებულნი, რამეთუ უკუეთუ პირველთქუმულნი იგი გაჴსოვდენ, თქუენცა კეთილად ისწაოთ ყოველივე და ჩუენ არა ფრიადი შრომაჲ შემამთხჳოთ, რამეთუ რომელი პირველსწავლულსა წარსწყმედდეს, მას მარადის ეჴმარების მასწავლელი და ვეროდეს იქმნას სწავლულ. ხოლო რომელი სწავლულსა დაიმარხვიდეს და ესრეთ სიტყუასა მიიღებდეს, ადრე იქმნას იგი მოსწავლისა წილ მოძღუარ და არა თავსა თჳსსა ოდენ, არამედ სხუათაცა არგოს, ვითარცა აწ არს კრებული ესე სწავლისმოყუარე და კეთილად დამმარხველი სწავლისა მის.

ხოლო მოვედით აწ, და დავდვათ საუნჯეთა შინა სულთა თქუენთასა ვეცხლი იგი საღმრთოჲ და გამოვიძინეთ დღეს აღმოკითხულნი ესე სიტყუანი, ვითარცა მადლმან სულისა წმიდისამან მოგუცეს. რამეთუ თქუა მახარებელმან პირველთა მათთჳს ჟამთა, ვითარმედ: „სოფელმან იგი ვერ იცნა“, და მერმე მოვიდა სიტყჳთა თჳსითა ჟამთა მათ თანა ქადაგებისათა და იტყჳს:

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთამცა არა მივეცი ჰურიათა“ (18,36).:

...ფალ ყოვლისავე. არამედ მწვალებელთა ესე სიტყუაჲ მიიღეს, ვითარმედ: „არა არს მეუფებაჲ ჩემი ამის სოფლისაგან“, და ესრეთ უცხო-ჰყოფენ მას დამბადებელობისაგან და არა ჰნებავს აღხილვაჲ თუალთაჲ და ხილვაჲ ჭეშმარიტებისაჲ. ხოლო რაჲ-მე თქუან სიტყჳსა მისთჳს, რომელ იტყჳს, ვითარმედ: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“? რამეთუ ვითარცა იტყჳს მოციქულთათჳს, ვითარმედ: „სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა ვარ სოფლისაგანი“, ეგრეთვე იტყჳს მეუფებისათჳს; არა თუ რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ სოფელი არა მისსა ჴელმწიფებასა შინა არს, არამედ არა ესრეთ მიწისაგანი არს და განხრწნადი. ისმინე უკუე პილატესი, რასა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მას პილატე: აწ უკუე მეუფე ხარა? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, ვითარმედ მეუფე ვარ. მე ამისთჳს შობილ ვარ“ (18,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა ვინაჲთგან მეუფედ შობილ არს, სხუაჲცა ყოველი შობითგან აქუს. აწ უკუე, რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ, ეგრეთვე ძესა მოსცა“, ნურარას სხუასა გულისხმა-ჰყოფ, არამედ შობასა, და არა თუ უკუანაჲსკნელ რაჲმე მოეცა. „და ამისთჳს მოვედო, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“ (18,37), ესე იგი არს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).:

...ღარა ესრეთ იქმს, არამედ უმაღლესისა მიმართ აღიყვანებს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს, ვითარმედ: „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“, და ვითარმედ: „ცხორებაჲ იყო“, და: „თჳსთა თანა მოვიდა“; და არა თქუა, თუ: მიიღო ჴელმწიფებაჲ, არამედ უფროჲსად იტყჳს, ვითარმედ: „მისცა ჴელმწიფებაჲ სხუათა შვილ ღმრთისა ყოფად“. და პავლე ეგრეთვე იტყჳს, ვითარმედ: „სწორ ღმრთისა“, ხოლო თავადი კაცობრივ ითხოვს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მიეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტჱ“ (17,2-3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“ თქუა სხუათა მათ ღმერთთა წარმართთათჳს, რომელნი არა ღმერთ არიან, არამედ ეშმაკ, რამეთუ ეგულებოდა მათ წარმართთა მიმართ მათი წარვლენაჲ. ხოლო შენ რასა იტყჳ, მწვალებელო ბოროტო, ვითარმედ ძჱ არა ჭეშმარიტი ღმერთი არსა? ჵ დაბნელებულო! ესე სიტყუაჲ კერპთათჳს თქუა წინააღმდგომად მათა, ვითარმედ: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“, და არა თუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და უწინარეს დღესასაწულსა მას პასექისასა, რომელ არს ვნებაჲ, იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი“ (13,1).:

...მიმართ სიყუარული და თჳსებაჲ და რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ უყუარან, და რაჲთამცა მისცა ნუგეშინის-ცემაჲ პირველვე მათ ზედა მომავალთა მათთჳს ჭირთა. ხოლო თჳსად უწესს მათ სიტყჳთა მით თჳსებისაჲთა, რამეთუ სხუათაცა უწესს თჳსად, არამედ სიტყჳთა მით დაბადებისაჲთა, ვითარცა რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“, რამეთუ თჳსებაჲ იგი დაბადებულებისაჲ არს, ვითარმედ: „თჳსთა დაბადებულთა არა შეიწყნარეს“, ხოლო აქა იტყჳს, ვითარმედ: „შეიყუარნა თჳსნი იგი, სოფელსა შინა მყოფნი“. თჳსებაჲ ესე სიყუარულისაჲ არს. ხოლო რაჲ არს იგი, რომელსა იტყჳს, თუ: „სოფელსა შინა მყოფნი“? ამისთჳს, რამეთუ იყვნეს თჳსნი მისნი აღსრულებულნიცა, ვითარ იყო აბრაჰამ, ისაკ და იაკობ და მსგავსნი მათნი, არამედ არა სოფელსა შინა იყვნეს იგინი, ხოლო აქა სოფელსა შინა მყოფთათჳს იტყჳს, რომელ იყვნეს მოციქულნი. ჰხედავა, რამეთუ ძუელისა და ახლისა იგი არს ღმერთი? ხოლო რაჲ არს ესე სიტყუაჲ, ვი-თარმედ: „სრულიად შეიყუარნა იგინი“? ესე იგი არს, ვითარმედ დაადგრა უკუნისამდე სიყუარულსა ზედა მათსა, და სახედ მრავლისა მის სიყუარულისა ამას იტყჳს. რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს სახედ სიყუარულისა სრულისა დადებასა სულისა თჳსისა, გარნა იგი ჯერეთ არა ქმნილ იყო. ხოლო რაჲსათჳს ქმნა ესე? ამისთჳს, რამეთუ ფრიად საკჳრველ ი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ზეცით მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“ (3,31-32).:

...ებს“, ვითარმცა ეტყოდა: ნუ ჰგონებთ, თუ ტყუვილ რაჲმე არს სიტყუაჲ მისი, და ამისთჳს არა ჰრწამს მრავალთა. რამეთუ მას ყოველი რაჲ უხილავს, მას იტყჳს ჭეშმარიტსა. ხოლო ამას სიტყუასა სამხილებელადცა ჰურიათა იტყოდა, ვითარცა-იგი მახარებელმანცა დასაბამსა სიტყჳსა თჳსისასა თქუა: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს“ (3,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: შეაშინებს მათ და გულისხმა-უყოფს, ვითარმედ რომელსა მისი არა ჰრწმენეს, არა თუ მას ოდენ, არამედ მამასაცა განარისხებს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი მოავლინა ღმერთმან, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს“ (3,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან „სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს“, საცნაურ არს, ვითარმედ რომელსა ჰრწმენეს, ღმრთისაჲ ჰრწამს; და რომელი ურწმუნო იყოს, ღმრთისა ურწმუნო არს. ხოლო თუ „დაჰბეჭდა“, ესე იგი არს, ვითარმედ გამოაჩინა, „რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს“. აღაორძინებს შიშსა მას სიტყჳთა ამით, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: შეუძლებელ არს ურწმუნოებაჲ მისი, უკუეთუ არა ტყუვილი ვინ დასწამოს მომავლინებელსა მისსა ღმერთსა, რამეთუ იგი ყოველსავე მისსა იტყჳს. ჰხედავა, ვითარ შეაშინნა, რამეთუ მათ ჯერეთ არად შეერაცხა ქრისტეს ურჩებაჲ, ხოლო ამან გამოაჩინა,...

სრულად ნახვა