თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას სიტყუასა ზედამიუვლენ მანიქეველნი და იტყჳან, ვითარმედ: არარაჲ არს ჩუენ ზედა, ხოლო ესე აჩუენებს უფროჲსად თჳთუფლებასა ნებათა ჩუენთასა. გარნა იგინი იტყჳან, ვითარმედ: უკუეთუ ვინ მივალს მისა მიმართ და ძალ-უც ნებსით მისლვად, რადღა უჴმს მას მიყვანებაჲ? არამედ ესე სიტყუაჲ არა თუ თჳთმფლობელობასა ჩუენსა აყენებს, არამედ გამოაჩინებს, ვითარმედ შეწევნაჲ გჳჴმს ჩუენ, და გულისხმა-გჳყოფს ჩუენ აქა არა თუ ამას, თუ უნებლიაჲთ მოიყვანებს მამაჲ, არამედ ამას, ვითარმედ შეწევნაჲ გჳჴმს ჩუენ ღმრთისამიერი, და მერმე გჳჩუენებს სახესა მასცა მოყვანებისა მისისასა. რამეთუ რაჲთა არავინ კუალად ხილული რაჲმე გულისხმა-ყოს ღმრთისათჳს, ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ:
სახარებაჲ იოვანესი 6:44
...ულისა წმიდისაჲცა თჳნიერ უშობელობისა და შობილობისა და გამოსლვისა, რამეთუ უშობელობაჲ არს მამისაჲ, და შობილობაჲ - ძისაჲ, და გამოსლვაჲ - სულისა წმიდისაჲ, ხოლო სხუაჲ ყოველივე მათი ერთ არს. და რაჲ არს მამისაჲ, არს ძისაჲცა და სულისა წმიდისაჲცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არავინ მოვალს ძისა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს“. არამედ იპოვების, ვითარმედ ძესაცა ესევე ძალ-უც, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ გზაჲ, და არავინ მივიდეს მამისა თჳნიერ ჩემსა“; და კუალად იგივე არს სულისა წმიდისაჲცა, რამეთუ „ვერვის ძალ-უც თქუმად, თუ: უფალი იესუ, თჳნიერ სულისა წმიდისა“, და კუალად მოციქულნი ეკლესიისა მადლითა ოდესმე მამისა მიერ იტყჳან მოცემად, და ოდესმე - ძისა მიერ, და ოდესმე - სულისა წმიდისა მიერ.
სწავლაჲ პვ ვითარმედ ჯერ-არს პატივის-ცემაჲ მღდელთაჲ
ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ყოველთა, რაჲთა მადლი სულისა წმიდისაჲ ჩუენ თანა იყოს, და მღდელთა დიდითა პატივითა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ დიდ არს პატივი მღდელთაჲ, და მათ აქუს მადლი სულისა წმიდისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „დაემორჩილენით მოძღუართა თქუენთა“. რამეთუ შე...
...დაღაცათუ იცოდეს, არამედ მამად არა. ხოლო ქრისტემან გამოუცხადა სახელი მისი სიტყჳთცა და საქმით.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნი მომცენ მე სოფლისა ამისგან“ (17,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო იტყოდა, ვითარმედ: „ვერვინ მოვალს ჩემდა, უკუეთუ არა მოცემულ იყოს მისდა ზეცით, უკუეთუ არა მოიყვანოს იგი მამამან“, ეგრეთვე აქა იტყჳს, ვითარმედ: „რომელნი მომცენ მე“. და კუალად თავადიცა სახელ-სდებს თავსა თჳსსა „გზად“, ამისთჳს ორსა საქმესა აჩუენებს აქა: ერთად, ვითარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, და მეორედ, ვითარმედ მამასა ჰნებავს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს ძჱ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენნი იყვნეს და მომცენ იგინი“ (17,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს აქა სიყუარულსა მას, რომელი აქუნდა მამისა მიმართ, თუ არა, მას არა თუ უჴმდა მოცემაჲ მათი, რამეთუ მან დაჰბადნა იგინი, და იგივე განაგებდა მათთჳს, და ვითარმცა მოცემულ იყვნეს იგინი? არამედ, ვითარცა ვთქუ, გამოაჩინებს ერთობასა მას, რომელი აქუს მამისა მიმართ. ხოლო უკუეთუ ვინ კაცობრივ გულისხმაჰყოფდეს სიტყუათა ამათ, ბოროტად იპოვოს გულისხმის-ყოფაჲ იგი. რამეთუ უკუეთუ ოდეს მამასა ჰყვეს, მაშინ არა ძისანი იყვნეს, არამედ უკუანაჲსკნელ მოსცნა ძესა. საცნაურ არს უკუე...
...გან ჰრქუა, ვითარმედ: „მე ვარ გზაჲ“. ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან მე ვარ უფალ მამისა მიმართ მიყვანებისა, უეჭუელად მოსლვად ხართ, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არა არს სხუაჲ გზაჲ, რაჲთამცა მის მიერ ვინ მივიდა მამისა. რამეთუ რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ვერვის ჴელეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს იგი ჩემდა“, და კუალად თქუა, ვითარმედ: „რაჟამს აღვიმაღლო ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“, და: „არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“, და ესრეთ ყოველსა ადგილსა შეასწორებს თავსა თჳსსა მამისა თანა. ხოლო ვითარ, რამეთუ ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „ვიდრე-იგი მე მივალ, იცით და გზაჲცა იგი იცით“, და მეყსეულად კუალად ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა მე მიცოდეთ, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი“ (14,7)? არა თუ თჳსთა სიტყუათა წინააღუდგების იგი, - ნუ იყოფინ! - არამედ ესრეთ იყო, რამეთუ იცოდეს იგი მოწაფეთა, გარნა არა ვითარ ჯერ-იყო, რამეთუ ღმრთად იცოდეს იგი, გარნა მამად არა იცოდეს, არამედ უკუანაჲსკნელ, რაჟამს სული წმიდაჲ მოვიდა და მისცა მათ ყოველივე გულისხმის-ყოფაჲ. ესევითარი არს უკუე სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: „უკუეთუმცა ჩემი არსებაჲ და ბუნებ...
...თ. 11,27); „მოცემად“ ამას მოცემასა იტყჳს - მორწმუნეთა ცხორებასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „შენნი იყვნეს და მომცენ მე“. და მერმე იტყჳს, ვითარმედ: „ვერვის ძალ-უც მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს“. ხოლო შენ რაჟამს „მოცემა“ გესმეს, ნურარას კაცობრივსა გულისხმა-ჰყოფ, რამეთუ მამისა მიმართ ერთობასა და პატივსა აჩუენებს, რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ მას მისცემს, ეგრეთვე იგი მამასა მისცემს. და ამას მოასწავებს ნეტარი პავლე და იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს მისცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა“. ხოლო ამას ადგილსა კაცობრივრე თქუა, რაჲთამცა გამოაჩინა ფრიადი იგი მისი მათა მიმართ მოღუაწებაჲ და მიუწდომელი მათა მიმართ სიყუარული, რამეთუ ვითარცა ჭეშმარიტად თჳსთა იღუწიდა მათ და ასწავებდა დედასა მას ყოველთა სათნოებათასა - სიმდაბლესა, რომლი სათჳს თქუა, ვითარმედ აღსასრული არს სათნოებისაჲ. ხოლო ესე სიტყუაჲ რაჲსათჳსღა არს, ვითარმედ: „ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს“? ესე იგი არს, ვითარმედ საქმეთა იქმოდა ღირსთა მის მიერ გამოსრულისა და მისა მიმავალისა. ესრეთ დასთრგუნვიდა ყოველსა სიმაღლესა.
ს ა...
...ნებაჲ მისი ესე არს, რაჲთა აცხოვნნეს კაცნი, და ამისთჳს მოსრულ არს, რომელთა არა ჰრწმენეს, იგინი ნებასა მისსა გარდაჰჴდებიან, ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს მამაჲ უძღოდის ჩემდა მოსლვად, არღარაჲ არს დამაყენებელ მოსლვად; და სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „ვერვის ძალ-უც მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს იგი“. ხოლო მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: იგი მისცემს მამასა, რამეთუ „რა-ჟამს მისცესო მეუფებაჲ ღმერთსა და მამასა“. ვითარცა უკუე მამაჲ რაჲ მოსცემდეს, არა თუ რომელსა-იგი მას მოსცემს, თავისაგან თჳსისა გამოაჴუებს და მას მისცემს, ხოლო თჳთ არღარა აქუს იგი. ნუ იყოფინ! ეგრეთვე რაჟამს ძჱ მისცემდეს მამასა მეუფებასა, არა თუ თავსა თჳსსა მეუფებისა მისგან გამოიყვანებს, - ნუ იყოფინ! - არამედ ითქუმის მიცემად ამისთჳს, რამეთუ მის მიერ ვპოვეთ მისლვაჲ და შეწყნარებაჲ მამისაჲ, და მან შეგუწირნა მისა.
ხოლო რომლისამიერობაჲ ესე მამისათჳსცა ითქუმის, ვითარცა-იგი თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლისა მიერ იწოდენით ზიარებად ძისა მისისა და ნებითა მამისაჲთა“. და კუალად იტყჳს: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ძეო იონაჲსო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს“...
...(იოან. 14,6) და „მე ვარ ნა-თელი“. და ვითარი-მე არს იგი ნათელი? რამეთუ არა თუ ესრეთ ხილულ არს იგი, არამედ უხილავი განმანათლებელი სულისაჲ. და ვინაჲთგან ეგულებოდა ქრისტეს თქუმად, ვითარმედ: „ვერვინ მოვალს ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს ჩემდა იგი“, ამისთჳს წინაჲთვე თქუა აქა მახარებელმან, ვითარმედ იგი არს ნათელი განმანათლებელი, რაჲთა უკუეთუ გესმეს მამისათჳსცა ესევითარი რაჲმე, არა სთქუა, თუ მამისაჲ ხოლო არს ესე, არამედ ძისაჲცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“. პირველად უკუე გუასწავა ჩუენ დამბადებელობისათჳს მისისა, და მერმე იტყჳს სულიერთა მათცა კეთილთა, რომელნი მომცნა ჩუენ მოსლვითა მისითა; და ერთითა სიტყჳთა მოასწავა იგი მახარებელმან და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა“ (1,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თქუა, თუ: ნათელ ჰურიათა, არამედ: ყოველთა კაცთა, რამეთუ წარმართნიცა მოვიდეს ამას გულისხმის-ყოფასა, და ყოველთაჲ ზოგადი არს და ზიარი ესე ნათელი. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა ანგელოზთათჳსცა, ვითარმედ: ცხორებაჲ იგი იყო ნათელ ანგელოზთა და კაცთა, არამედ კაცთათჳს ოდენ თქუა? ამისთჳს, რამეთუ...