მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ ლუკაჲსი 16:25

24. და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა.25. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები.26. და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად.
სახარებაჲ ლუკაჲსი თავი 16
25. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოზ: ვითარმედ ჯერ-არს სულგრძელებით თავს-დებაჲ ქრისტესთჳს მოწევნულთა ჭირთა; და მოწყალებისათჳს:

...ზედა, და გურქუას ჩუენ, ვითარმედ: „რაჲიგი არა უყავთ ერთსა ძმათა ჩემთაგანსა, მე არა მიყავთ“, რამეთუ მა-შინ არღარა გლახაკნი ჰყოფდენ სიტყუასა, არამედ მათ წილ ღმერთი გუეტყოდის, ვითარცა-იგი არღარა ლაზარე ეტყოდა მდიდარსა მას, არამედ მის წილ - აბრაჰამ. ეგრეთვე იყოს გლახაკთა მათ ზედა, რომელთა ჩუენ შეურაცხ-ვჰყოფთ, რამეთუ მაშინ ჩუენ ვიყვნეთ საწყალობელ და გლახაკ. და რაჲ-მე სიტყუაჲ მიუგოთ მას, რომელმან-იგი ჩუენ ცად აღმიყვანნა, ხოლო ჩუენ პურსაცა არა მივსცემთ მას, რომელი-იგი პატიოსანსა ჴორცსა და სისხლსა მისსა მოგუცემს, ხოლო ჩუენ არცა სასუმელსა ერთსა მიუპყრობთ მას?

არა ვხედავთა, ღმერთმან ყოველივე ზიარად მოგუცა, და უკუეთუმცა ვიეთნიმე გლახაკ არიან საფასითა, ესეცა მდიდართათჳს არს, რაჲთა მოწყალებითა მათითა აღიძარცუნენ ცოდვანი? ხოლო შენ, რომელი-ეგე ამას არარასა ზედა ესრეთ უსახურ ხარ, საცნაურ არს, ვითარმედ უკუე-თუმცა უმეტესი რაჲმე ჴელმწიფებაჲ გაქუნდა, ბევრეულნიმცა კლვანი ჰქმნენ და ნათელიმცა და ცხორებაჲცა დაიშურვე სხუათათჳს.

ვიდრემდის იყო შენ მდიდარ და იგი გლახაკ? ვიდრე მწუხრამდე, რომელ არს სიკუდილი, და მერმე არღარა, რამეთუ ესრეთ უნდოჲ არს ცხორებაჲ ესე, და სიკუდილი კართა ზედა არს. რაჲ სარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მგ: რაჲთა სულიერთა და არა სოფლისა საქმეთა ვითხოვდეთ ღმრთისაგან:

...ა თუ ღმერთი მისცემს სიმდიდრესა, არამედ თჳთ მოტაცებითა და ანგაჰრებითა მოიგებენ. და თუ სთქუა, ვითარმედ: რად შეუნდობს ღმერთი? გულისხმა-ყავთ, რამეთუ ღმერთმან მასცა მდიდარსა მიუშუა განმდიდრებად, რაჲთა უკე-თურებისა თჳსისათჳს უმეტესად დაისაჯოს. და მისთჳს აბრაჰამ ეტყოდა: „შვილო, მიგიღებიეს კეთილი შენი ცხორებასა შენსა“. არამედ რაჲთა არა ჩუენცა იგივე ჴმაჲ გუესმეს შუებითა და ცოდვათა შინა ყოფითა ჩუენითა, ამისთჳს მოვიგოთ ჭეშმარიტი იგი სიმდიდრჱ, და რაჲთა საუკუნეთა კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მგლოარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ“ (5,4).:

...ა იგი ნუგეშინის-ცემასა მას, რამეთუ შეიწრებული ჭირთაგან ამის საწუთროჲსათა გლოასა შინა იყო უჭირველისა მის ცხორებისა სურვილითა.

ამისთჳსცა ჰრქუა აბრაჰამ მდიდარსა მას: „მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად - ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინისცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები“.

ვიგლოვდეთ უკუე, ძმანო, და ვტიროდით საწუთროსა ამას, რაჲთა ჩუენცა მივემთხჳნეთ ნეტარებასა მას საუკუნოჲსა ნუგეშინის-ცემისასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“ (5,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა კიბე კეთილად შემზადებული წინაგჳყვნა ჩუენ ხუროთმოძღუარმან მან სულთა ჩუენთამან წმიდანი ესე და განმანათლებელნი მცნებანი აღმყვანებელად ჩუენდა ნეტარებასა მას ზეცისასა, რამე-თუ ესერა მესამეცა გჳბრძანა მცნებაჲ კეთილი და ფრიად შუენიერი, რომელ არს სიმშჳდე, ნაშობი პირველთქუმულისა მის მცნებისა სიმდაბლისაჲ, რამეთუ მისგან აქუს ამას დაწყებაჲ და მისგან იშვების და მას სრულჰყოფს. დიდ არს სიკეთე ამისი და სარგებელი და მსწრაფლ მიაწევს კაცსა საზომსა დიდსა და ღირს-ჰყოფს ნიჭთა მათ და მადლთა ღმრთისამიერთა. სიმშჳდე კლდე არს აღმაღლებული ღელვათაგან გულისწყრომისა და უკეთურებისათა, რომელსა ზედა აღეშენოს თუ გოდოლი იგი სულისაჲ, „ბ...

სრულად ნახვა