1.და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა.2.და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს.3.იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.
4.ხოლო რომელნი-იგი მისთანა იყვნეს ერნი მრავალნი და ქალაქად-ქალაქად რომელნი მოვიდოდეს მისა, ეტყოდა მათ იგავით:5.გამოვიდა მთესვარი თესვად თესლისა თჳსისა; და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და დაითრგუნა, და მფრინველთა ცისათა შეჭამეს იგი.6.და სხუაჲ დავარდა კლდესა ზედა, აღმოსცენდა და განჴმა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ.7.და რომელიმე დავარდა შორის ეკალთა; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.8.და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და აღმოსცენდა და ყო ნაყოფი ასი წელი. ამას ეტყოდა ჴმითა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ.9.ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი, ვითარმედ: რაჲ არს იგავი ესე?10.ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ღმრთისაჲ, ხოლო სხუათა – იგავით, რაჲთა ხედვიდენ და ვერ იხილონ და ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ.
11.ხოლო იგავი იგი ესე არს: თესლი იგი არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.12.ხოლო გზასა ზედა იგინი არიან, რომელთა ესმის, მერმე მოვიდის ეშმაკი და მოუღის სიტყუაჲ იგი გულისაგან მათისა, რაჲთა არა ჰრწმენეს და ცხოვნდენ.13.ხოლო რომელი-იგი კლდესა ზედა, – რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან, სიხარულით შეიწყნარიან სიტყუაჲ იგი, და ამათ ძირი არა უბნ, რომელთა-იგი ჟამ ერთ ჰრწამნ და ჟამსა განსაცდელისასა განდგიან.14.ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან რომელთა ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან.15.ხოლო რომელი-იგი კეთილსა ქუეყანასა დაეთესა, ესე არიან, რომელთა გულითა კეთილითა და სახიერითა ისმინიან სიტყუაჲ და შეიკრძალიან და ნაყოფი გამოიღიან მოთმინებითა.16.არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაჲთა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდენ.17.რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს.18.იხილეთ უკუე, ვითარ-ეგე ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას.
19.მოვიდეს მისა დედაჲ და ძმანი მისნი, და ვერ ეძლო შემთხუევად მისა ერისა მისგან.20.უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს.21.ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ისმინონ და ყონ იგი.
22.და იყო ერთსა შინა დღესა თავადი შევიდა ნავსა, და მოწაფენი მისნი მის თანა, და ჰრქუა მათ: განვიდეთ წიაღკერძო ტბასა მას; და აღვიდეს.23.და მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი ნავითა, მიეძინა. და გარდამოჴდა არმური ქარისაჲ ტბასა მას ზედა, და აღივსებოდა ნავი იგი, და იურვოდეს.24.და მოვიდეს და განაღჳძეს და ეტყოდეს: მოძღუარ, მოძღუარ, წარვწყმდებით. ხოლო თავადი აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ღელვასა წყალთასა; და დასცხრეს, და იყო დაყუდებაჲ დიდი.25.და ჰრქუა მათ: სადა არს სარწმუნოებაჲ თქუენი? ხოლო მათ შეეშინა და დაუკჳრდა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქართაცა უბრძანებს და წყალთა, და ერჩიან მას?
26.და განვიდეს სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა.27.და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა.28.და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღატ-ყო და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ჴმითა დიდითა იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.29.რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალ-გზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და საკრველითა და სცვედ, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა.30.ჰკითხა მას იესუ: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა.31.და ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასლვაჲ.32.და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ მრავალი, მძოვარი მთასა ზედა; და ევედრებოდეს მას, რაჲთა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაჲ. და თავადმან უბრძანა მათ.33.და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიიმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს.34.ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა.35.და გამოვიდეს ხილვად, რომელი-იგი იქმნა, და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერჴთა თანა იესუჲსთა, და შეეშინა.36.რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა ეშმაკეული.37.და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისაჲ მის გადარინელთაჲსაჲ, რაჲთა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე.38.ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაჲთა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა:39.მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაჲ-იგი ყო მისთჳს იესუ.
40.და იყო მიქცევასა მას იესუჲსსა მუნვე შეიწყნარა იგი ერმან მან, რამეთუ ყოველნივე მოელოდეს მას.41.და აჰა ესერა მოვიდა კაცი, და სახელი მისი იაიროს, და ესე მთავარი იყო შესაკრებელისაჲ; და დავარდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ევედრებოდა მას, რაჲთა შევიდეს სახლსა მისსა.42.რამეთუ ასული მარტოჲ ესუა მას, რომელი იყო ათორმეტის წლის, და იგი მოკუდებოდა. და მისლვასა მას მისსა ერი იგი შეკრბებოდა მისა.43.და იყო ვინმე დედაკაცი წყაროჲთა სისხლისაჲთა ათორმეტით წლითგან, რომელსა ყოველი მონაგები მისი წარეგო მკურნალთა ზედა, და ვერვის განეკურნა.44.და მოვიდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დასცხრა წყაროჲ იგი სისხლისა მისისაჲ.45.და თქუა იესუ: ვინ შემახო მე? და ვითარცა უვარ-ჰყოფდეს ყოველნი, ჰრქუა პეტრე და მისთანათა: მოძღუარ, ერნი გარე მოგადგან და შეგაიწრებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?46.ხოლო იესუ ჰრქუა: შე-ვინმე-მახო მე, რამეთუ მე ვცან ძალი, განსრული ჩემგან.47.და იხილა რაჲ დედაკაცმან მან, რამეთუ არა დაეფარა, მოვიდა ძრწოლით და შეუვრდა მას და, რომლისა ბრალისათჳს შეახო, უთხრა წინაშე ყოვლისა ერისა, და ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა.48.ხოლო იესუ ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშჳდობით!49.და ვითარ იგი ეტყოდა ოდენ, მო-ვინმე-ვიდა შესაკრებელის-მთვარისაჲ მის და ჰრქუა მას, ვითარმედ: ასული შენი მოკუდა, ნუ დააშრობ მოძღუარსა.50.ხოლო იესუს ვითარცა ესმა, ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ, და ცხოვნდეს იგი.51.და ვითარცა მოვიდა იესუ სახლსა მას, არავინ უტევა შესლვად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე და მამაჲ და დედაჲ მის ყრმისაჲ.52.სტიროდეს მას ყოველნი და ეტყებდეს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუ სტირთ, რამეთუ ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.53.ხოლო იგინი ჰბასრობდეს მას, უწყოდეს, რამეთუ მომკუდარ იყო.54.და თავადმან გამოასხა ყოველი და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჴმა-უყო: ყრმაო, აღდეგ!55.და მოიქცა სული მისი, და მეყსეულად აღდგა. და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი.56.და განუკჳრდებოდა მამა-დედათა მისთა. ხოლო თავადმან ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან საქმე იგი.
1. და იყო ამისა შემდგომად თავადი ვიდოდა ქალაქად-ქალაქად და დაბად-დაბად, ქადაგებდა და ახარებდა სასუფეველსა ღმრთისასა; და ათორმეტნი მოწაფენი მის თანა. 2. და დედანი ვინმე, რომელნი განკურნებულ იყვნეს სულთაგან არაწმიდათა და უძლურებათა: მარიამ, რომელსა ერქუა მაგდალენელი, რომლისაგან შჳდნი ეშმაკნი განსრულ იყვნეს. 3. იოანნა, ცოლი ქოზაჲსი, ეზოჲს-მოძღურისა ჰეროდესი, და სუსანა და სხუანი მრავანი, რომელნი ჰმსახურებდეს მას ნაყოფთაგან მათთა.
იგავი მთესვარასა და თესლსა ზედა, დღეს წაკითხული სახარებითგან, აგვიხსნის ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, მიზეზთა მათ, რომელნი აბრკოლებენ და, თითქმის, კიდეც დააყენებენ მოქმედებას სიტყვის ღვთისასა.
ძალი და მოქმედება ღვთისა სიტყისა, ძმანო ჩემნო, არის დიდი და მაღალი. წმინდა მოციქული პავლე ერთსა ეპისტოლესა შინა თვისა ესრეთ აღწერს მოქმედებას სიტყვისა ღვთისასა: ცხოველ არსს სიტყვა ღმრთისა და ძლიერ, და უმკვეთრეს უფროს ყოვლისა მახვილისა ორ-პირისა: და მისწვთების იგი...
იგავი მთესვარისა და თესლისათვის, თქმული უფლისა მიერ და დღეს ჩვენგან მოსმენილი, გვასწავებს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, თუ ვითარი მოქმედება აქვს სწავლასა და ქადაგებასა მოძღვართასა გულსა ზედა მსმენელთასა.
გამოვიდა მთესვარი თესვად. ესრეთ იწყო მაცხოვარმან იგავი ესე, და, იყო ოდეს, იგი თესვიდა, რომელნიმე თესლნი დავარდნენ გზასა ზედა და მოვიდეს ფრინველნი ცისანი და შესჭამეს იგინი. სხვა თესლი დავარდა ადგილსა კლდოვანსა ზედა, სადა იგი არ იყო სიღრმე მიწისა, და თუმცა...
ხოლო იესო ჰრქვა მას: ნუ გეშინინ,ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნაშენ; ვიდოდე მშვიდობით (ლუკ. ც, მც).
ოდეს მაცხოვარი, გარემოცული უმთავრესითა ერითა, მიდიოდა სახლსა შინა იაიროისასა, მაშინ დედაკაცი ვინმე, რომელი იყო დიდი ხნითგან სნეული და რომელმან გადააგო ყოველი თვისი ქონება ექიმთა და ვერ მიიღო მათგან კურნება, მიეახლა მას ფარულად და შეახო ხელი შესამოსელსა მისსა. ესოდენი მტკიცე სარწმუნოება ჰქონდა მას, რომელ ფიქრობდა, საკმაო არს, რათა ხელი ვახლო შესამოსელსა მისსა და უეჭველად მივიღებ...
რა საკვირველი სარწმუნოება ჰქონდა, ძმაო ქრისტიანენო, დედაკაცსა მას, რომელსაც მაცხოვარმან უთხრა ეს სიტყვა! ვითარ უეჭველი და შეურყეველი იყო სარწმუნოება მისი! უმეტეს ათორმეტისა წლისა იყო იგი შეპყრობილი სასტიკითა სნეულებითა: ყოველი მისი ქონება გადააგდო ექიმთა ზედა, გარნა ვერ მიიღო კურნება, და, როდესაც ამ სოფელში მოსპო ყოველი მისი იმედი, იგი მიექცა ზეციერისა მკურნალისადმი; სარწმუნოება მისი მიუძღვა მას ქრისტესა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაიმალა მათგან“ (12,36).:
...ს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ კუალად თქუა ესაია: დაუბრმეს თუალნი მათნი, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, ვერცა გულისხმა-ყონ გულითა. ; ; ; ; (საქმე 28, 26-27); ესე თქუა ესაია, ოდეს იხილა დიდებაჲ მისი და მისთჳს იტყოდა“ (12,37-41). აჰა ესერა კუალად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ არა მიზეზისანი არიან, არამედ აღსასრულისანი, რამეთუ არა თუ, რომელ ესაია თქუა, თუ: „არა ჰრწმენეს“, ამისთჳს არა ჰრწმენა, არამედ ვინაჲთგან არა ეგულებოდა რწმუნებად, ამისთჳს თქუა ესაია. ხოლო რაჲ არს, რომელ მახარებელი არა ესრეთ იტყჳს, არამედ იტყჳს, თუ: ურწმუნოებაჲ წინაჲსწარმეტყუელებისაგან იყო და არა წინაჲსწარმეტყუელებაჲ - ურწმუნოებისაგან? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებად, რამეთუ თქუა ესაია“. რამეთუ ამას ადგილსა ჰნებავს გამოჩინებად უტყუველობასა მას წერილისასა, ვითარმედ რომელი-იგი თქუა, ყოველივე იქმნა. რაჲთა ვერვინ იტყოდის, თუ: რაჲსათჳს მოვიდა ქრისტე, ვინაჲთგან იცოდა, ვითარმედ არა უსმენდეს მას? ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთაცა შემოიყვა...
ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუჲსით და ძმებითურთ მისით (1,14).:
.... ამისთჳს ჯერ-იყო ღმრთისმშობელისაჲცა მუნვე ყოფაჲ. და უკუეთუმცა იოსებ, მიმთხოველი ქალწულისაჲ, მუნ ყოფილ იყო, იგიცამცა შვილთა თჳსთა თანა მოჴსენებულ იყო, არამედ ცხად არს პირველ მრავლისა ჟამისა აღსრულებაჲ. მისი თჳთ მათვე სიტყუათაგან სახარებისათა, ვითარმედ: "დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს" (); რამეთუ, უკუეთუმცა ცოცხალ ყოფილ იყო, მაშინ მუნცა მოიჴსენებოდა და აქა კრებულისა ამისგან არავე დააკლდებოდა, ვითარცა უმჴურვალესი ყოველთაჲ, რამეთუ, დაღაცათუ ძენი მისნი ოდესმე შეორგულდიან, არამედ იგი არა ოდეს ორგულ იყო საიდუმლოსა შინა ქრისტეს განკაცებისასა.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდა იგი ნავსა, მისდევდეს მას მოწაფენი მისნი. და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა“ (8,23-24).:
...ვითარცა აღვიდა იგი ნავსა, მისდევდეს მას მოწაფენი მისნი. და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა“ (8,23-24).
ლუკა თანაწარჰჴდების თქუმად ჟამისა მის, ამისთჳს ესრეთ იწყო სიტყუად: „და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი შევიდა ნავად, და მოწაფენი მისნი მის თანა“. ეგრეთვე მარკოზ იქმს. ხოლო მათე შემდგომითი შემდგომად ჟამსა მას გუაუწყებს, რამეთუ არად საჴმარ იყო ყოველთა მიერ წულილადისა საქმისა და ჟამისა და სიტყჳსა შეუცვალებელად აღწერაჲ.
ხოლო ამათ სიტყუათა წარმოვიტყჳ სიტყჳსა მისთჳს, რომელი დაწყებასავე ვთქუ, ვითარმედ: რომელიცა რაჲმე ჩანს განყოფილად თქუმული მახარებელთა მიერ, თითოეული თჳსსა ადგილსა, ვითარცა ღმერთმან ძალი მომცეს, განვჰმარტოთ; რაჲთა საცნაურ იქმნას ყოველთა მიერ, ვი-თარმედ არა არს მათ შორის ცილობაჲ, არცა განწვალებაჲ, და უფროჲსად სათანადოთა მათ და მაღალთა საქმეთა შინა, რომელთა შინა ფრიადსა ერ-თობასა აჩუენებენ.
წარავლინა უკუე ერი იგი და მოწაფენი წარიყვანნა თჳს თანა, რაჲთა იხილონ მათ ყოფადი იგი სასწაული. რამეთუ ვითარცა მოძღუარი კეთილი, ორკერძოვე ასწავებდა მათ, რაჲთა უშიშ იყვნენ განსაცდელთა შინა და მდაბალ პატივსა შინა. ამისთჳსცა, რაჲთა არა აღზუავნენ, რომელ ერი იგი წარგზავნა და იგინი წ...