მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 3:17

16. და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა.17. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.
სახარებაჲ მათესი თავი 3
17. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ნათელ-იღო იესუ და მეყსეულად აღმოვიდა წყლისა მისგან. და აჰა განეხუნეს ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, და მომავალი მის ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“ (3,16-17).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნათელ-იღო იესუ და აღმოვიდა წყლისაგან, რამეთუ თანააღმოჰყვანდა ყოველივე ბუნებაჲ კაცთაჲ, დანთქმული ცოდვითა, და იხილნა ცანი განხუმულნი, რომელნი დაუჴშნა ადამ თავსა თჳსსა და შვილ-თა თჳსთა, ვითარცა-იგი მახჳლითა მით ცეცხლისაჲთა სამოთხე, და სული წმიდაჲ ეწამებოდა ღმრთეებასა მას ძისასა, რამეთუ მსგავსისა მის ზედა მოვიდოდა, და ჴმაჲ იყო ზეცით, რამეთუ ზეცითცა გარდამოჴდა ცხორებად კაცთა, ნათელღებული იგი იოვანესგან. რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი ჰგონებდეს, თუ იოვანე უმეტეს არს ქრისტესსა ამისთჳს, რომელ-იგი სიყრმითგანვე უდაბნოთა აღზრდილ იყო და ძე იყო მღდელთმოძღურისაჲ და სამოსლითა უცხოჲთა მოსილ იყო და ყოველთა ნათლის-ღებად მოუწოდდა, და ბერწისაგან იცოდეს ყოველთა შობაჲ მისი, ხოლო ქრისტესი ქალწულისაგან შობაჲ არა მრავალთა მიერ საცნაურ იყო ჯერეთ, არამედ ჰგონებდეს წესითა მით ბუნებითითა შობილად და აღზრდილად კაცთა შორის, რამეთუ ერსა შორის იქცეოდა და სამოსელი ემოსა მსგავსი ყოველთაჲ, ამის ესევითარისათჳს ჰგონებდეს მას უდარეს იოვანესა, რამეთუ არარაჲ იცოდეს საიდუმლოთაგანი. ხოლო მაშინ მოვიდაცა და ნათელ-იღო იოვანესგან, რომელ-იგი უმეტესად დაამტკიცებდა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი III
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
3:16-17 — ცანი განეღო, სული გარდამოხდა და მამის ხმა:

15-16. მაშინ მიუშვა მას და ნათელ-იღო იესუ. - უფალი ოცდაათი წლის მოინათლა, რადგან ყველა ცოდვას ამ ასაკში ვიწყნარებთ. ყრმობის ასაკში უგუნურება ჭარბობს, სიჭაბუკეში-ძლიერია ცეცხლი გულისთქმისა და რისხვისა, ხოლო სიმწიფის ასაკში - მოხვეჭის სიყვარული. ამგვარად, უფალი ამ ასაკს დაელოდა, რათა სჯული ყველა ასაკში აღესრულებინა და ჩვენ განვეწმინდეთ.

16. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან. - მანიქეველები ამბობენ, რომ მან თავისი სხეული იორდანეში ჩამოიშორა და მოჩვენებითად სხვა სხეული მიიღო. მაგრამ მათ შეხედულებას ეს ადგილი უარყოფს, სადაც ნათქვამია: "აღმოვიდა იესო ", ანუ სხვა კი არ ამოვიდა, არამედ ის, ვინც წყალში ჩავიდა. და აჰა განეხუნეს მას ცანი. - ისინი ადამმა დახშა, ქრისტემ კი განაღო, რათა შეიცნო, რომ, რაჟამს ინათლები, შენც აღებ მათ.

16-17 და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა. - სული გარდამოდის, რათა დაამოწმოს, რომ ნათელღებული ნათლისმცემელზე უდიდესია, რადგან იუდეველნი ფიქრობდნენ, რომ იოვანე დიდი იყო, ხოლო ქრისტე -არა. ყველამ დაინახა, რომ სული იესოზე...

სრულად ნახვა
თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საქებელად დიდებისა მადლისა მისისა, რომლითა მოგუმადლა ჩუენ საყუარელისა მის მიერ (1,6).:

...ეს, სრულებითა სარწმუნოებისა და კეთილთა საქმეთაჲთა. ამისსა შემდგომად განწმედაჲ იგი ჩუენი სიხარულ ყო ანგელოზთა და მთავარანგელოზთა და ყოველთა ძალთა ზეცისათა, რაჲთა გული-უთქუას მეუფესა სიკეთისა მომართ ჩუენისა, და ესე ყოველი მიყო ჩუენ საყუარელისა მის მიერ შუამდგომელისა, რომლისათჳს წამებს: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი" ().

მოციქულისაჲ: რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ, სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა, რომელი-იგი გარდაჰმატა ჩუენდა მომართ (1,7-8).

თარგმანი: ეჰა საკჳრველი, ვითარ უმადლონი და განდგომილნი არა ხოლო ცუდად გამოგჳჴსნნა, არამედ საჴსრითა, და საჴსრითა ესოდენ განსაკრთომელითა, რომელ არს სისხლი ძისაჲ, რომლითა აჩუენა ჩუენ ზედა გარდამატებულებაჲ მადლთა თჳსთაჲ, რაჟამს დაგლახაკებულნი განგუამდიდრნა, და სიმდიდრითა ღმრთისაჲთა და სიმდიდრითა მადლისაჲთა.

მოციქულისაჲ: ყოვლითა სიბრძნითა და გონიერებითა (1,8).

თარგმანი: ორსახე არს შეტყუებაჲ სიტყჳსაჲ ამის, რამეთუ ბრძენ და გონიერ მყვნა, და რამეთუ სიბრძნე და გონიერებაჲ თჳსი მაუწყა ჩუენ.

მოციქულისაჲ: გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი ნებისა მისისაჲ სათნოებისაებრ მისისა, რომელი-იგი წინაჲთვე განაჩინა მას შინა (1,9).

თარგმანი: რაჲმცა იყო უღრმეს ამის საიდუმლოჲსა, რ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან მომავლინა მე მამამან, მან წამა ჩემთჳს“ (5,37).:

...დვილად ჰრწმენეს; და აჴსენა უზეშთაესიცა იგი წამებაჲ, და უდარჱსი საქმჱ აჴსენა, რაჲთამცა იგიცა შეიწყნარეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან მომავლინა მე მამამან, მან წამა ჩემთჳს“ (5,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და სადა წამა მისთჳს მამამან? ერთად, იორდანეს, ვი-თარმედ: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“. ; ; ; არამედ ჯერიყო, რაჲთამცა გამოაჩინა იგი, რამეთუ იოვანჱს წამებაჲ ყოველთა მიერ საცნაურ იყო და ვერ უარ-ჰყოფდეს, და კუალად სასწაულნი, უფლისა მიერ ქმნილნი, იგინიცა ცხად იყვნეს და ვერ უარ-ჰყოფდეს. ხოლო ჯერიყო, რაჲთა მამისაცა წამებაჲ გამოაჩინოს და სარწმუნო-ყოს, და ამისი ენება უფალსა ქმნაჲ. ამისთჳს თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არცა ჴმაჲ მისი გესმა თქუენ სადამე და არცა ხატი მისი იხილეთ“ (5,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ მოსე იტყჳს თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: „მოსე ეტყოდა, და ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა“? და დავით იტყჳს: „ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა“; და კუალად ხილვასა მისსა იტყჳან ესაია და იერემ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან“ (4,1).:

...სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან“ (4,1).

რომელ არს ჟამი იგი აღყვანებისა მისისაჲ უდაბნოდ, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მაშინ იესუ აღიყვანა უდაბნოდ სულისაგან“? შემდგომად გარდამოსლვისა მის ზედა სულისა წმიდისა, შემდგომად ჴმისა მის ზეცით მოსრულისა, რომელი წამებდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“, აღმოიყვანა იგი უდაბნოდ სულმან წმიდამან; რამეთუ გესმას რაჲ, ვითარმედ: „აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან“, გულისჴმაყავ, ვითარმედ სულსა წმიდასა იტყჳს აღმყვანებელად იესუსსა უდაბნოდ, რამეთუ ვინაჲთგან ყოველსავე სწავლად ჩუენდა იქმოდა და თავს-იდებდა, თავს-იდვა აღსლვაჲცა უდაბნოდ სულითა წმიდითა, რომელი-იგი მარადის იყო მის თანა და არს და იყოს, ვითარცა ერთარსებით განუშორებელი.

და ესრეთ გულისჴმა-ყავ: იშვებოდა რაჲ ქალწულისაგან, მოვიდა ქალწულსა მას ზედა და ძალითა მადლისა თჳსისაჲთა შეჰმზადა ტაძარი იგი ჴორცთა უფლისათჳს, ვითარცა ახარებდა გაბრიელ, ვითარმედ: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა“. ნათელს-იღებდა რაჲ, იხილვა სახითა ტრედისაჲთა წამებად ღმრთეებისა მისისა და ჩუენებად ყოველთა, ვითარმედ ესე არს, რომლისათჳს ჴმაჲ ისმის მამისაჲ მეტყუელი ძედ საყუარელად. ეგრეთვე, აღვიდოდა რაჲ უდაბნოდ, აღიყვანა, ვითარცა ესერა...

სრულად ნახვა