მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:16

15. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა.16. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.17. ნუ ჰგონებთმ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად.
სახარებაჲ მათესი თავი 5
16. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (5,16).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველითა მით სიტყჳთა თჳსი ძალი გულისჴმა-უყო, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: არა მნებავს დაფარულად ყოფაჲ თქუენი, არამედ განგაბრწყინვო და სასანთლესა მას ზედა დაგადგინო მოძღურებისასა; და ესე ჩემდა იყავნ, მე ნათელ სოფლისა გყვნე და სასანთლესა ზედა დაგადგინნე; ხოლო დადგრომაჲ ბრწყინვალებასა მასვე ზედა ესე თქუენდა იყავნ, არა თავთა თჳსთათჳს ხოლო, არამედ მათთჳსცა, რომელ-თა ეგულების ნათლისა მის ხილვად და ჭეშმარიტებისა მიმართ მისლვად წინამძღურობითა თქუენითა, რამეთუ ვერ უძლოს ბოროტისმეტყუელებამან წინააღმდგომთა თქუენთამან ნათლისა თქუენისა დაფარვად, უკუეთუ თქუენ ყოველივე კეთილისსაქმე შეიკრძალოთ, ვითარცა მოძღურებად და ქადაგებად ყოვლისა სოფლისა მივლინებულთა ჩემ მიერ. აწ უკუე ღირსი მადლისა მის მოცემულისა თქუენდა მოიგეთ მოქალაქობაჲ, რაჲ-თა ვითარცა მადლი იგი იქადაგებოდის ყოველსა ქუეყანასა, ეგრეთვე მის თანა მოქალაქობისაცა თქუენისა ბრწყინვალებაჲ იხილვებოდის.

ამას ზედა სხუაჲცა მიზეზი მისცა მათ კეთილად ცხორებისაჲ, რაჲთა მოშიშ იყვნენ და განკრძალულ, რამეთუ ეტყჳს, ვითარმედ: კეთილთა საქმეთა თქუენთა მიერ არა თუ სოფელი ხოლოჲ მოაქციოთ, არამედ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:13-16 — მარილი და ნათელი სოფლისა:

13. თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი.- წინასწარმეტყველნი ერთ ხალხთან იგზავნებოდნენ, თქვენ კი მთელი ქვეყნის მარილი ხართ, რომელნიც უძლურებს სწავლებითა და მხილებით განამტკიცებთ, რათა მათ მარადიული მატლი არ შობონ. ამიტომაც ნუ უარყოფთ სიმწარეს მხილებისა, თუნდაც ამისთვის გაყვედრებდნენ და გდევნიდნენ თქვენ. ამიტომაც ამბობს: უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელნ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ. - უკეთუ მოძღვარი გაუგნურდება, ე. ი. არც ამხელს და არც განამტკიცებს, არამედ თვითონვე მოუძლურდება, რითი დაიმარილება ანუ გამოსწორდება? მაშინ მას მასწავლებლის პატივი უნდა წაერთვას და დაითრგუნოს, ანუ მოძულებულ იქნეს.

14. თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. - პირველად მარილი უწოდა, შემდეგ - ნათელი, რადგან ის, რაც დაფარულ საქმეებს ამხელს, ნათელია. ყოველივე, რაც ცხადდება, ნათელია. მოციქულებმა კი არა ერთი ხალხი, არამედ მთელი სამყარო გაანათეს. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. - უფალი მოძღვრავს მათ, რომ იმოღვაწეონ და საკუთარ ცხოვრებას ყურადღებით მოეკიდონ, რადგან ყველას...

სრულად ნახვა
საუბარი 26. "და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი" (დაბ 8:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. მადლიერება და სათნო ცხოვრება:

...ის ავამოძრავოთ? ასეთია სათნოების ძალა (ერთ ადამიანშიც კი), რომ შემოქმედის უთვალავი ბაგეებით დიდებას შეუძლია. ასე, საყვარელო, არაფერი შეედრება სათნო ცხოვრებას. სწორედ ამიტომ ამბობდა უფალი: "ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა" (). გინახავს, როგორ სინათლე, მხოლოდ გამოჩნდება, ბნელს აქრობს? ისე სათნოებაც თავისი გამოჩენით ცოდვას მიმოფანტავს და ცთომილების ბნელს რომ გაფანტავს, მისკენ მხედველთა სულებს დიდებისმეტყველებისთვის აღძრავს. ვეცადოთ, ჩვენი საქმეები ისე ბრწყინავდეს, რომ ჩვენი უფალი იდიდებოდეს. ქრისტემ ეს არა იმისთვის თქვა, რომ ჩვენ რაიმე ჩვენებისთვის გვეკეთებინა; არა, არამედ რათა, პატიოსნად და ღვთის ნებისამებრ ვცხოვრობდეთ რა, არავისთვის მიგვეცა ღვთის გმობის მიზეზი და ჩვენი კეთილი საქმეებით ყველა, ვინც კი გვხედავს, ყოველი ქმნილების უფლის დიდებისმეტყველებისთვის განეწყოს. მაშინ მისგან განსაკუთრულ მოწყალებასაც დავიმსახურებთ, სასჯელსაც ავირიდებთ და გამოუთქმელ სიკეთეთ მივიღებთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა
საუბარი 7. „და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალნი სულთა ცხოველთანი" (დაბ 1:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის სახელის გმობა და მოყვასის აღშენება:

...ავისი უზრუნველობით ურწმუნოთ ღმრთის გმობის საბაბს აძლევს, ასეთი დიდი სასჯელი ელის, ისე, პირიქით, სათნოებაზე მზრუნველთ ურიცხვი გვირგვინი ელოდებათ. სწორედ ამას გვაუწყებს ქრისტე, როცა ამბობს: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა" (). როგორც ურწმუნონი, ზოგიერთ (ქრისტიანთა) უზრუნველობით შეცდუნებულნი, ჩვენი უფლის წინააღმდეგ ილესავენ ენას, ისე, როცა თქვენ, ამბობს (ქრისტე), სათნოებით ცხოვრობთ, თქვენი მხილველები თქვენი დიდების მეტყველებაზე არ ჩერდებიან, არამედ ხედავენ, რომ თქვენი საქმეები ბრწყინავს და თქვენ პირს გინათებს, და თქვენი ზეციური მამის დიდებისკენ აღიძვრებიან. ხოლო ამას რომ აკეთებენ, ჩვენთვის ჯილდო იმატებს, რადგან მათ მიერ დიდებისთვის უფალი ჩვენ ურიცხვ სიკეთეს გვანიჭებს: „მადიდებელნი ჩემნი, — ამბობს, — ვადიდნე" (). მაშ, საყვარელნო, ყველაფერი ისე ვაკეთოთ, რომ ჩვენი უფალი იდიდებოდეს, და არავის მივცეთ საცდურის საბაბი. ამას მუდამ გვასწავლის ქვეყნიერების მოძღვარი, ნეტარი პავლე; ერთგან ამბობს: **„ამისთჳსცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო"...

სრულად ნახვა
საუბარი 2. შესაქმის დასაწყისზე: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ" (დაბ 1:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სარწმუნოება და საქმენი:

...ილების დათესვასაც.

5. სარწმუნოება და საქმენი

ამრიგად, რომ ჩვენში მეტი მოშურნეობა აღძრას, გამოიჩინეთ ნათქვამის ზუსტი დაცვა და ჭეშმარიტ დოგმატებს ცხოვრებაზე დიდი მზრუნველობაც შეუერთეთ. „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა" (). დაე, ცხოვრება შეესაბამებოდეს დოგმატებს, და დოგმატები იყვნენ ცხოვრების მაუწყებელნი. „რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს" (), და საქმეები სარწმუნოების გარეშე მკვდარია. თუ საღ დოგმატებს ვინარჩუნებთ, მაგრამ ცხოვრებაზე არ ვზრუნავთ, არანაირი სარგებელი არ გვექნება დოგმატებისგან; და კიდევ, თუ ცხოვრებაზე ვზრუნავთ, მაგრამ დოგმატებში ვკოჭლობთ, ამ შემთხვევაშიც არანაირი სარგებელი არ იქნება. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენი სულიერი სახლი ორივე მხრიდან მტკიცე იყოს. „ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი", – ამბობს უფალი, – „ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა" (). ხედავ, როგორ სურს მას, რომ არა მხოლოდ მოვისმინოთ, არამედ აღვასრ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იგ მოწყალებისათჳს:

...დ. ამისთჳს აღსრულებაჲ ვყოთ სიტყჳსა ჩუენისაჲ. ხოლო აღსასრული ჯერ-არს, რაჲთა მადლობითა ვყოთ ღმრთისაჲთა, და მადლობაჲ არა სიტყჳთ ოდენ უყუარს ღმერთსა, არამედ უფროჲსად საქმით, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“. რამეთუ არარაჲ არს უბრწყინვალეს კეთილთა საქმეთასა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „გზანი მართალთანი მსგავსად ნათლისა ბრწყინვენ“, ხოლო ნათობენ არა თავთა თჳსთა ოდენ, არამედ სხუათაცა განათლებად. ამისთჳს გევედრები, რაჲთა არა დავაკლოთ ზეთი სანთელთა ჩუენთა, რაჲთა განძლიერდეს ნათელი მათი, რამეთუ ესე ზეთი მარადის კეთილ არს. რამეთუ იტყჳს: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“, ; რამეთუ მსხუერპლი ქებისაჲ ესე არს, რომელ არა განილევის, არცა განიხრწნების, არამედ მარადის ბრწყინავს სადიდებელად ღმრთისა.

ამისთჳს უკუე გევედრები, საყუარელნო, შევწიროთ ესევითარი ესე მსხუერპლი საკურთხეველთა ამათ ზედა, რომელი-ესე უპატიოსნეს არს მარხვისა და ლოცვისა და სხუათა მრავალთა სათნოებათაჲსა, რამეთუ ესევითარი უყუარს მსხუერპლი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მვ ვითარმედ სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა, რამეთუ უმეტესად მისგან განბრწყინდეს წმიდანი:

...ულ იქმნა, რამეთუ ცუდადმზუაობრობისათჳს და საჴმართმოყუარებისა ეძიებდეს იგინი სასწაულთა. ამისთჳს, უფალი მოწაფეთა რაჲ ასწავლიდა, არა ჰრქუა, თუ: ყვენით სასწაულნი, რაჲთა იხილონ კაცთა, არამედ: „ეგრეთ ბრწყინევდინო ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცა-თასა“. და პეტრეს არა ჰრქუა: უკუეთუ გიყუარ მე, იქმოდე სასწაულთა, არამედ: „მწყსიდიო ცხოვართა ჩემთა“. და კუალად, რაჲსათჳს ყოვლადვე უფროჲს სხუათასა მას პატივ-სცემს და იაკობს და იოვანეს? სასწაულ-თათჳს-მე ესრეთ იქმოდაა? არამედ სხუანიცა მსგავსად მათავე იქმოდეს სასწაულთა, რამეთუ ყოველთა ზოგად მოსცა ჴელმწიფებაჲ. ვინაჲ უკუე აქუნდა სამთა მათ უმეტესობაჲ? საზომისაგან სათნოებისა სულიერისა. რამეთუ მხედველმან მან დაფარულთამან იცოდა, ვითარმედ მათი საზომი სათნოებისაჲ უმეტეს იყო.

ჰხედავა, რამეთუ ყოვლადვე სათნოებაჲ საჴმარ არს ჩუენდა, და იგი არს განმაბრწყინვებელი ცხორებისა ჩუენისაჲ, და მისგან არს მიზეზიცა სასწაულთაჲ? რამეთუ რომელსა საქმენი კეთილნი აქუნდეს, მოიღებს ღმრთისაგან ამასცა მადლსა; და რომელმან მოიღოს მადლი ესე, ამის-თჳს მოიღებს, რაჲთა სხუათა ცხორებაჲ განჰმართოს. და უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მგ შიშისათჳს საუკუნოთა სატანჯველთაჲსა:

...თუ უაღრეს სასწაულთასა დაარწმუნებენ წარმართთა საქმენი კეთილნი.

ვიზრუნოთ უკუე ცხორებისათჳს ჩუენისა, რაჲთა სულთაცა ჩუენთა და სხუათაცა სარგებელ ვეყვნეთ, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კე-თილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“.

და ნურარას ვინ მიზეზობს ყოვლადვე: ანუ ცოლსა, ანუ შვილთა, ანუ სიმდიდრესა, ანუ სიგლახაკესა, ანუ განსაცდელთა, ანუ მონობასა, ანუ აზნაურობასა, ანუ სიჭაბუკესა, ანუ სიბერესა, ანუ უძლურებასა, ანუ სხუასა რას საქმესა და იტყჳს, თუ: იგი რაჲმე არა შემინდობს სათნო-ყოფად ღმრთისა. რამეთუ უკუეთუ ვის ენებოს, ყოველსავე საქმესა შინა ძალ-უც მოგებაჲ სათნოებისაჲ და სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ, და არცა ჰასაკი შემ-ძლებელ არს დაყენებად, არცა სიმდიდრე ანუ სიგლახაკე, არცა სხუაჲ რაჲვე საქმე, რამეთუ ვხედავთ, ვითარმედ ბერნიცა და ყრმანი და კაცნი ცოლოსანნი და შვილოსანნი და მჴედარნი და მონანი, და ყოვლისავე წესისაგან სათნო-ეყვნეს ღმერთსა.

დანიელ ყრმა იყო და სამნი იგი ყრმანი; და იოსებ მონაჲ იყო; აბრაჰამ მოხუცებული იყო; იობ განსაცდელსა მიეცა დიდსა; ლაზარე გლახაკი იყო და უძლური; ეგრეთვე ტიმოთე უძლურებასა შინა იყო; აკჳლა მეპრატაკე იყო; ლუდია ძოწეულისმოფარდული იყო; კორნელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“ (6,9).:

...რამეთუ თჳსი იგი დიდებაჲ აქუს მარადის სავსებით და შეუცვალებელად, ხოლო ჩუენ გჳღირს ბრძანებისაებრ უფლისა ვედრებად, რაჲთა ჩუენითაცა მოქალაქობითა იდიდებოდის, ვითარცა ზემორე იტყოდა, ვითარმედ: „ესრეთ ბრწყინევდინ ნა-თელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“. რამეთუ სერაბინნი ადიდებდენ მარადის ღმერთსა და ესრეთ იტყჳან: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს“.

აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ „წმიდა იყავნ სახელი შენი“ ესე არს: იდიდენ სახელი შენი ჩუენ მიერ, ღირს-გუყვენ ესევითარისა სათნოებისა და სიწმიდით ცხორებისა მოგებად, რაჲთა ყოველნი, რომელნი გუხედვიდენ, ჩუენ მიერ ადიდებდენ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა, რამეთუ უძლურ არს ბუნებაჲ ჩუენი და ვერ შემძლებელ კეთილისა რაჲსმე თავით თჳსით აღსრულებად, არამედ შენ მიერ უჴმს შეწევნაჲ.

ხოლო ვინაჲთგან თავი ყოველთა კეთილთაჲ ესე არს და სრულებაჲ ჭეშმარიტი, რაჲთა ესევითარი ცხორებაჲ ვაჩუენოთ, ვიდრეღა ყოველნი ჩუენთა მათ საქმეთა მხედველნი გადიდებდენ შენ, და არა მოიწიოს ჩუენ ზედა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ვაჲ არს მათდა, რომელთა მიერ სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის“,

სრულად ნახვა