მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:19

18. ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს.19. უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.20. ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.
სახარებაჲ მათესი თავი 5
19. უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა“ (5,19).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან იჭჳ იგი ბოროტი განუქარვა და პირი დაუყო მეტყუელთა მათ, ვითარმედ ძუელისა შჯულისა დაჴსნაჲ ჰნებავს, და გამოაჩინა, ვითარმედ მის მიერ თქუმულნი ესე მცნებანი არა დაჴსნა არიან შჯულისა და წინაწარმეტყუელთაჲ, არამედ უმეტესისა მიმართ აღორძინება, ამიერითგან განაწესა შიში და სატანჯველი მათ ზედა, რომელთა იკადრონ დაჴსნად მცნებათა ახლისა ამის რჩულის-დებისათა, რომელთა განაწესებს და გჳბრძანებს ყოველთა მეუფე და ღმერთი. რამეთუ არა ძუელთა მათ მცნება-თათჳს თქუა ესე, არამედ ამათთჳს, რომელთა ეგულებოდა თავადსა დადებად, თუ: „რომელმან დაჰჴსნას, უმცირეს ეწოდოს სასუფეველსა ცათასა“. და რაჲთა სცნა, ვითარმედ ახალთა ამათთჳს იტყჳს, ისმინე შემდგომი იგი სიტყუაჲ: „გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“.

ხოლო უკუეთუმცა ძუელთა მათთჳს იტყოდა, ვითარმცა ეთქუა: „უკუეთუ არა ემატოს“? რამეთუ გარდამატებაჲ იგი ესე არს, რომელ ძუელი იტყჳს: „ნუ კაც-ჰკლავ“, და ესე იტყჳს: „ნუცა განჰრისხნები“; იგი იტყჳს: „ნუ იმრუშებ“, უფალი ბრძანებს: „ნუცა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:17-20 — სჯულის აღსრულება:

17. ნუ ჰგონებთმ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. - რადგანაც ახალი სჯულის შემოღება აქვს განზრახული, ღმრთის მოწინააღმდეგედ რომ არ ჩათვალონ და მრავალთა მხრიდან ამგვარი ეჭვიც აიცილოს, ამბობს, რომ მოვიდა არა დასახსნელად სჯულისა, არამედ უფრო აღმასრულებლად. და როგორ აღასრულა? უწინარესად აღსრულებით ყოველივე იმისა, რასაც მის შესახებ წინასწარმეტყველები ამბობდნენ. ამიტომაც იმეორებს მახარებელი ასე ხშირად: რათა აღესრელოს თქუმული იგი წინასწარმეტყუელისა მიერ. შემდეგ, მან აღასრულა ყველა მცნება სჯუღისა. რადგან ციდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა (). სჯული მან სხვა მხრივაც აღასრულა, ანუ შეავსო, კერძოდ სრულად შემოხაზა ის, რასაც სჯულისაგან აჩრდილის სახე ჰქონდა მიცემული. ის ასწავლიდა: "არა კაც ჰკლა", ხოლო ეს - უბრალოდ ნუ განურისხდები! - მსგავსად მხატვრისა, პირველმონახზი მან უფრო შეახსო, ვიდრე წაშალა.

18. ამენ გეტყჳ თქუენ. - ამენ (ჭეშმარიტად) მტკიცებითი (დადასტურებითი) ნაწილაკია, ნაცვლად ამისა: დიახ, თქვენ გეუბნებით....

სრულად ნახვა
საუბარი 13. „და დანერგო უფალმან ღმერთმან სამოთხე ედემს, აღმოსავალით" (დაბ 2:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. სამოთხე და სათნოებისკენ შეგონება (2:9):

...ტთა სისწორითაც და ცხოვრების სიმკაცრითაც. მართლაც, რა სარგებელია, მითხარი, თუ ხე მაღლაც ავიდა და ფოთლებითაც დაიფარა, მაგრამ ნაყოფს არ მოისხამს? ისე ქრისტიანსაც არავითარ სარგებელს არ მოუტანს მართალი დოგმატები, თუ ის თავის ცხოვრებას უგულებელყოფს. ამიტომ ქრისტემ ასეთი ადამიანები ანატრა: „რომელმან ყოს და ასწავოს" (). საქმით სწავლება გაცილებით უფრო დამაჯერებელი და სარწმუნოა, ვიდრე სიტყვით. ასეთ (ადამიანს) შეუძლია, მდუმარედაც და უხილავადაც ასწავლოს: ზოგს — იმით, რომ მას უყურებენ, ზოგს — იმით, რომ მის შესახებ ესმით; და დიდი კეთილგანწყობა ექნება ღვთისგან იმისთვის, რომ უფალს ადიდებს არა მხოლოდ თავად, არამედ მასზე მხილველთა მეშვეობითაც. ასეთი (ადამიანი) ათასი ენითა და მრავალი პირით აღავლენს მადლიერებასა და გალობას ყოვლისა ღმერთისადმი, რადგან არა მხოლოდ მისი ახლობელნი და ცხოვრების მოწმენი გაუკვირდებათ მას და მის უფალს, არამედ პირადად არმცნობნიც, რომლებმაც სხვებისგან ესმათ მის შესახებ და შორს ცხოვრობენ, არა მხოლოდ მეგობრები, არამედ მტრებიც პატივს მიაგებენ მის მაღალ სათნოებას. სათნოების ძალა იმაშია, რომ ის მტრებსაც კი უხშობს პირს და ენას ალაგმავს. და როგორც სუსტთვალებიანი ადამიანები მზის სხივებისკენ ვერ იმზერენ, ისე მანკიერებას არასოდეს შეუძლია სა...

სრულად ნახვა
საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. საქმით სწავლება და ჭეშმარიტი მარხვა:

...ა ვერ მოიტანს იმდენ სარგებელს, რამდენ ზიანსაც საქმე მოიტანს; პირიქით, თუ სიტყვებზე წინ და მის შემდეგაც საქმით დამოწმებას წარმოვადგენთ, სარწმუნონი გამოვჩნდებით, რადგან სხვებს იმას ვუქადაგებთ, რასაც თავად ვასრულებთ საქმით — როგორც ქრისტემაც ასეთი ადამიანები ანატრა, თქვა რა: „ნეტარ არს, რომელმან ყოს და ასწავოს" ()), — ხედავ, როგორ დააყენა წინ საქმე, შემდეგ კი — სწავლება. თუ საქმე წინ უსწრებს, მის უკან სწავლება რომ არც მოყვეს, თავად საქმეები სიტყვებზე გაცილებით ნათლად ასწავლიან მათ, ვინც ჩვენ გვიმზერს. ამრიგად, ყოველთვის ვეცადოთ ჯერ საქმით ვასწავლოთ, შემდეგ კი — სიტყვითაც, რათა ჩვენც არ მოგვესმას პავლესგან: „რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ" ()? და, როცა ვისურვებთ ვინმეს რაიმე საჭიროს ჩავაგონოთ, ჯერ თავად ვეცადოთ ამის გაკეთებას, რომ უფრო თამამად მოვძღვრავდეთ; ჩვენი მთელი მზრუნველობა სულის ცხონებაზე იყოს და იმაზე, როგორ დავიმორჩილოთ ხორციელი ვნებები და ჭეშმარიტი მარხვა შევასრულოთ, ანუ ბოროტებისგან თავშეკავება, რადგან მარხვა სწორედ ამაშია. საკვებისგან თავშეკავებაც იმისთვის მიგვიღია, რომ ხორცის ძალა შევასუსტოთ და ეს ცხენი ჩვენი მორჩილი გავხადოთ. მარხულობს ვინც — მას უპირველ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძჱ შენი, რაჲთა ძემანცა გადიდოს შენ“ (17,1).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძჱ შენი, რაჲთა ძემანცა გადიდოს შენ“ (17,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იტყჳს უფალი, რამეთუ: „რომელმან ქმნას და ასწავოს, დიდ ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა“, და სამართლადცა, რამე-თუ სიტყჳთ სიბრძნისმეტყუელებაჲ ადვილ არს, ხოლო საქმით ჩუენებაჲ კეთილისაჲ დიდ არს. ამისთჳსცა ქრისტე ძჳრუჴსენებლობისათჳს რაჲ ასწავებდა, თავსა თჳსსა სახედ ჰყოფდა საქმისა მის. და კუალად აწ შემდგომად სწავლისა ლოცვად მიიქცა, რაჲთამცა გუასწავა ჩუენ, რაჲთა ჟამსა განსაცდელისასა ყოველსავე დაუტევობდეთ და ღმრთისა მივივლტოდით. რამეთუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „სოფელსა შინა ჭირი გაქუნდეს“, და შეწუხნეს იგინი, აწ ლოცვისა მიერ კუალად მხიარულჰყოფს, რამეთუ ჯერეთ ვითარცა კაცსა ჰხედვიდეს, და მათთჳს ქმნა ესე, რამეთუ ვითარცა ლაზარეს ზედა ილოცა და თქუა მიზეზი, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: ჰურიათა წინაშე სამართლად ქმნა ესე, ხოლო მოწაფეთა წინაშე რადღა იქმს?...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი თქუენნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანაგაც ურთიერთას ბანაჲ ფერჴთაჲ. რამეთუ სახჱ მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეცა თქუენ ჰყოფდეთ“ (13,14-15).:

...დაბლებს გონებასა მათსა, ვითარმედ დაღაცათუ ფრიად დიდ იყო, თანაგაც ძმისა არა შეურაცხ-ყოფაჲ. და არა თქუა უზეშთაესი, ვითარმედ: უკუეთუ მე, უფალმან და მოძღუარმან, დავჰბანენ ფერჴნი მიმცემელისანი, არამედ ყოველთაჲ თქუა და იგი მათ მიუშუა გულისხმის-ყოფად. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან ქმნეს და ასწავოს, დიდ ეწოდოს“, რამეთუ ესე არს სწავლაჲ - ჩინებაჲ საქმისაჲ. და რაჲმცა იყო ამის უზეშთაეს? ანუ რომელი ზუაობაჲ არა დაამდაბლოს ამან საქმემან? რამეთუ რომელი ზის ზედა ქერობინთა, მიმცემელსა თჳსსა ფერჴნი დაჰბანნა, ხოლო შენ, კაცო, რომელ მიწაჲ და ნაცარი ხარ, ავლი და მტუერი, ჰზუაობ და ჰმაღლოვი? და რაოდენთა სატანჯველთა ღირს ხარ? რამეთუ უკუეთუ გონებისა სიმაღლჱ გიყუარს, მოვედ, და მე გიჩუენო შენ, ვითარ შენ არა იცი. რამეთუ რომელი ამაოთა ზედა ამის სოფლისა საქმეთა ზუაობდეს, მას სული აქუს ფრიად მდაბალი და უნდოჲ. რამეთუ არცა სიმდაბლჱ იქმნების თჳნიერ სიმაღლისა, არცა სიმაღლჱ თჳნიერ სიმდაბლისა. რამეთუ ვითარცა მცირენი ყრმანი მოყუარულ არიან უნდოთა საქმეთა მღერისათა, ხოლო დიდთა საქმეთა ვერ გულისხმა-ჰყოფენ, ეგრეთვე არიან საქმენი სოფლისანი. ხოლო რომელი ბრძენ იყოს, მან ესე ყოველი შეურაცხ-ყოს და ზეცისასა ეძიებდეს, ხოლო უგუნური შეექცეს დედაზარდლისა ქსელსა ქსოვად, რომელ არიან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან? და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა იგივე ყვიან? იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (5,46-48).:

...ეს, ნელიად იტყჳს და არა სასტიკებით, რამეთუ აჰა ესერა ესოდენთა ამათ სიტყუათა შინა ერთგზის აჴსენა სახელი გეჰენიისაჲ, და აწ არარაჲ სხუა ბრალად უდებებისა თქუა, გარნა სწორებაჲ მეზუერეთაჲ. და კუალად: „უკუეთუ მარილი განქარდესო“, და „უმცირეს ეწოდოსო სასუფეველსა ცათასა“; და კუალად სხუასა ადგილსა ცოდვისა სახელი ნაცვალად სატანჯველისა თქუა, ვითარმედ: „იმრუშაო გულსა შინა თჳსსა“, რამე-თუ რომელთა აქუს გონებაჲ, კმა არს მათდა ცოდვისა სახელი გულის-ჴმის-ყოფად სატანჯველსა მას ცოდვისასა. ამისთჳს აქაცა მეზუერენი და წარმართნი სახედ მოიყვანნა სამხილებელად ჩუენდა, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ არარას ზომისა უმეტესსა ეძიებს ჩუენგან, არამედ მცირედ ოდენ უმჯობესობასა მეზუერეთა და წარმართთასა. და არა ამას შინა დაუტეობს სიტყუასა თჳსსა, არამედ მისაგებელსა მას საკჳრველსა გუაუწყებს და იტყჳს: „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“. მსგავსებასა ღმრთისასა ეძიებს, რაოდენ შესაძლებელ არს ბუნებაჲ კაცობრივი მიწევნად მსგავსებასა მისსა, რომელ-იგი რაოდენცა წარვემატებოდით კეთილსა შინა, უმეტესად მოგუეცემის, და რაოდენცა მოგუეცემოდის, უმეტესად წარვემატებით. რამეთუ ამისთ...

სრულად ნახვა