მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 5:22

21. გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სასჯელისა.22. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.23. უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს,
სახარებაჲ მათესი თავი 5
22. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა რაკა, თანა-მდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანა-მდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: რაკა, თანამდებ არს კრებულისაგან განსლვად“ (5,22).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: შესაკრებელად აქა სამსჯავროსა მას ჰურიათასა უწოდა და ამისთჳს აჴსენა იგი, რაჲთა არა ჩნდეს სიტყუაჲ მისი სრულიად უცხო წესისა მისგან რჩულიერისა. ამისთჳს შესაკრებელსა მათსა მისცა სასჯელი ამის სიტყჳსაჲ. ხოლო სიტყუაჲ ესე - „რაკაჲ“ - არა გინება არს, არამედ შეურაცხება, რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების ასურასტანელთა ენისაგან: რაკა - ჵ შენო, რომელ-ესე არს შეურაცხებისა სიტყუაჲ, ვითარცა ვინ ჰრქჳს მონასა თჳსსა. ხოლო კაცთმოყუარე ღმერთი ყოვლისავე ბოროტისა დასაბამსა და ძირსა აღმოჰფხურის, რაჲთა არა უძჳრესიცა მოვიდეს, და გჳბრძანებს, რაჲთა ურთიერთას არა შეურაცხებით, არამედ პატივით ვეტყოდით, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „პატივითა ერთიერთსა წინაუძ-ღოდეთ“, რამეთუ ესე არს წესი იგი სულიერი.

მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:21-26 — რისხვა და შერიგება:

21. გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან მოკლას, თანა-მდებ არს სასჯელისა (). - მაგრამ ვინ თქვა, არ ამბობს, რადგანაც რომ ეთქვა: მამამან ჩემმან უთხრა ძველებს, ხოლო მე თქვენ გეუბნებითო, მამის საწინააღმდეგო სჯულის დამდგენლად გამოჩნდებოდა. რომ ეთქვა, "მე ვეუბნებოდი ძველებსო", მის სიტყვებს აღარავინ მოუსმენდა. ამიტომაც განუსაზღვრელად ამბობს: ითქუა პირველთა მათ მიმართ-ო. ამ სიტყვებით იგი აჩვენებს, რომ სჯული მოძველდა, ხოლო უკეთუ მოძველდა და გაქრობას მიუახლოვდა, მისი დატევება და ახლისკენ სწრაფვაა საჭირო.

22. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა;- წინასწარმეტყველნი, როცა წინასწარმეტყველების გადმოცემას განიზრახავდნენ, აცხადებდნენ: "ამას ამბობს უფალი". ხოლო ქრისტე, გვიჩვენებს რა თავის ღმრთეებრივ ძალაუფლებას, ამბობს: მე გუებნებით, რადგან ისინი მონები იყვნენ, ეს კი ძეა და ყოველივე, რაც მამას აქვს, მასაც ეკუთვნის. ვინც თავის ძმას ცუდად განურისხდება, იგი დაისჯება, მაგრამ ის, ვინც ძმაზე გონივრულად, მისი...

სრულად ნახვა
საუბარი 28. "და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა" (დაბ 9:8-10)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. მოციქულთა კადნიერება და სათნოებისკენ შეგონება:

...— ჩავაქროთ ეს ცეცხლი სულიერი მოძღვრების გალობით, რომელიც ამ ვნების დამღუპველობას აჩვენებს. "სული კურთხეული ყოველივე წრფელ, ხოლო კაცი გულმწყრალი არა შუენიერ" (); და სხვაგანაც: "რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს... გეჰენიასა მას ცეცხლისასა" (). ვერცხლისმოყვარეობა ჩვენს სულს აღელვებს — ვეცადოთ ამ დამღუპველი სნეულებისგან გავიქცეთ და ამოვძირკვოთ ის, როგორც ყველა ბოროტების ფესვი. და თითოეული ვნებისგან, რომელიც გვაშფოთებს, გამოსწორებას ვეცადოთ, რათა ბოროტისგან თავი შევიკავოთ და კეთილ საქმეებს ვაკეთოთ, და იმ საშინელ დღეს ღვთის კაცთმოყვარეობის ღირსნი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა
თავი გ̂. რაჲთა არა საჴმარ იყვნენ სამართლობანი და სარჩელნი. და უფროჲსღა ურწმუნოთა წინაშე; რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა არავინ ისიძვიდეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა ანგაჰრთა, არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ (6,9-10).:

...სობასა ცოდვათასა, არამედ ზოგად ყოველთა მიზეზთა ოდენ წარმოიტყოდა, რომელნი დამაკლებენ ჩუენ შესლვასა სასუფეველისასა; რამეთუ ამათ ყოველთა მიერ, და კუალად, უდარესისაცა ამათისა რაჲსმე განვითხევით სასუფეველისაგან და მივალთ გეჰენიად, სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარმედ: "რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს გეჰენიისა" (). აჰა მიზეზი ფრიად უდარესი მთრვალობისაჲ და მიმყვანებელი გეჰენიად, რომლისა მიერ ცხად არს, ვითარმედ არა განყოფილებაჲ უმძიმესთა და უდარესთაჲ, არამედ ზოგად მიზეზნი ოდენ წარმოუთქუმან მოციქულსა, რომლითა განვრდომილ ვიქმნებით სასუფეველისაგან, ხოლო თითოსახეობაჲ სატანჯველთაჲ შესწორებულად თითოეულისა ბრალისა სიდიდისა და სიმცირისა — მერმესა მას სატანჯველსა შინა გუესწავოს.

მოციქულისაჲ: და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა (6,11).

თარგმანი: კუალად ქველისმოქმედებათა ღმრთისათა მოაჴსენებს, ვითარმედ: თქუენ, რომელნი-ეგე ოდესმე ზემო წარმოთქუმულთა ამათ ვნებათა შინა იყვენით, ესოდენ განვრცნა თქუენ ზედა წყალობაჲ ღმრთისაჲ, რომელ არა ხოლო ბიწისაგან განიბანენით და განსწმიდით, არამედ მართალთაცა დასსა თანა აღირაცხენით. და ესე — არავინაჲთ სხჳთ, თჳნიერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მჱ გულისწყრომისათჳს:

...ჲ მაგინებდეს; გარნა რაჲსათჳს ვერ თავს-იდებ? რამეთუ უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳს სიტყუათა მათ გინებისათა, თჳთ მისა პირველცა თანაგაც უფროჲსად ბრალობაჲ თავისა შენისაჲ. უკუეთუ კულა ტყუვის, ნუ განჰრისხნები, არამედ უფროჲსად ეცინოდე და სულთ-ითქუენ მისთჳს, რამეთუ „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიისა“. რამეთუ რაჟამს გაგინოს, გულისხმა-ყავ სატანჯველი, რომელსა შინა შესლვად არს რისხვისა მისთჳს და გინებისა, და ნუ ოდენ რისხვასა დააყენებ, არამედ ცრემლნიცა დასთხიენ მისთჳს, რამეთუ სნეულისაცა მიმართ, გინა თუ მოწყლულისაცა არავინ განრისხნების, არამედ უფროჲსად ეწყალის იგი, და სულიცა განრისხებული ესრეთ არს. დაღაცათუ ბოროტის-ყოფაჲ მისი გნებავს, დადუმენ და ესრეთ უწყოდე, რამე-თუ მოგიწყლავს იგი ძლიერად; უკუეთუ ყოფად კულა გინებაჲ გინებასა ზედა დაჰრთო, უფროჲსად ცეცხლსა მას აღატყინებ.

ანუ იტყჳ: ანუ თუ დავიდუმო, მუნ მყოფნი ყოველნი უძლურებასა დამწამებენ. გარნა გულისხმა-ყავ, ვითარმედ არა უძლურებასა, არამედ სიბრძნესა ფრიადსა იტყჳან შენთჳს და განკჳრვებულ იქმნებიან. უკუეთუ კულა, იგინო რაჲ, განჰრისხნე და აგინო შენცა, მაშინ დაამტკიცებ შენ თჳთ, ვითარმედ უგუნურ ხარ შენ, და ვითარმედ სიტყუანი იგი ჭეშმარიტ არიან. რამეთუ უკუეთუმცა არა ჭეშმარიტ იყვნეს, რადმცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:

.... ხოლო უკუეთუმცა ცხად იყო ბრძოლაჲ მისი, ადვილმცა იყო წყობაჲ იგი და ძლევაჲ. და უფროჲსღა აწცა ადვილ არს, უკუეთუ განვიფრთხოთ. რამეთუ ყოველსავე ზედა მოგუცა ქრისტემან საჭურველი ბრძოლად მისა და გჳბრძანა არა უგულებელს-ყოფაჲ მცირეთაცა ცთომათაჲ.

ამისთჳს თქუა: „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა“; და „რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით, იმრუ-შა“. და მოცინართა აბრალებს, და ცუდისა სიტყჳსათჳს სიტყჳს-მიცემაჲ განაწესა. და ყოველსავე ზედა დაწყებასა და თესლსა ცოდვათასა დაჰჴსნის, რაჲთა არა აღიზარდნენ. ამისთჳს იობ გულისსიტყუათაცა შვილთა მის-თასა წმიდა-ჰყოფდა.

ხოლო სასოებისა არაწარკუეთისათჳს მრავალი განუწესებიეს უფალსა წერილთა შინა, ვითარცა იტყჳს: „ნუუკუე დაცემული იგი არა აღდგისა, ანუ მიქცეული არა მოიქცისა?“ და კუალად იტყჳს: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ“; და კუალად იტყჳს: „დღეს თუ ჴმისა ჩემისაჲ ისმინოთ...“; ; და კუალად თქუა უფალმან: „სიხარული იქმნების ც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲდ ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ:

...ისაჯნეს, რამეთუ არა აქუნდა მოწყალებაჲ; ეგრეთვე მდიდარი იგი, ეგრეთვე მარცხენითნი იგი მდგომარენი.

კუალად არაძჳრის-ზრახვაჲ ნაწილი არს სათნოებისაჲ უდარესი, გარნა იგიცა უკუეთუ არა წარვჰმართოთ, განგუაგდებს სასუფეველისაგან, ვი-თარცა თქუა უფალმან: „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“.

კუალად სიწმიდე, იგიცა ნაწილი არს სათნოებისაჲ, გარნა უკუეთუ გუაკლდეს იგი, ვერ ვიხილავთ უფალსა, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვი-თარმედ: „მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რამეთუ ამისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი“.

და ეგრეთვე მსგავსად სიმდაბლეცა ნაწილი არს სათნოებათაჲ ერთი, გარნა უკუეთუ ვინ იგი არა მოიგოს, დაღაცათუ სხუანი კეთილნი საქმენი აქუნდენ, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა; და საცნაურ არს ესე ფარისეველისა მისგან, რომელსა სხუანი ქველისსაქმენი მოეგნეს, ნაკლულევანები-თა სიმდაბლისაჲთა წარწყმიდა ყოველივე. ხოლო ამისაცა უმეტესი რაჲმე მაქუს თქუმად, რამეთუ არა თუ ერთი სათნოებათაგანი დაგუაკლდეს, დაგუაყენებს შესლვად სასუფეველად, არამედ დაღაცათუ ვქმნეთ საქმე სათნოებათაჲ, და არა ჯეროვნისა მის წესისაებრ ვქმნათ, ეგრეთვე შეგუემ-თხჳოს.

ისმინეთ, რასა გჳბრძანებს უფალი: „უკუეთუ არა გარდაემატ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა შანთისაჲ. და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდად ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. დავარდა მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. შეეწყალა უფალსა მას მონაჲ იგი, განუტევა და თანანადებიცა იგი მიუტევა მას“ (18,23-27), და შემდგომი ამისი. რამეთუ შემდგომად ესოდენისა მის კაცთმოყუარებისა პოა მან მოყუასი, რომლისა თანაედვა მას ასი დრაჰკანი, შეაშთობდა მას, და ამისთჳს შეჰრისხნა მეუფე იგი და შეაყენა საპყრობილედ, ვიდრემდე ყოველი გარდაიჴადოს.:

...ი, გინა თუ გლეხნი, გინა თუ მამანი, გინა თუ დედანი, გინა თუ ბერნი, გინა თუ ჭაბუკნი, - ყოველნივე იპოვნენ გარდამავალ მცნებათა ქრისტესთა და ბევრეულისა თანანადებისა თანამდებ.

ისმინენითღა მცნებანი ქრისტესნი და სცნათ სიტყუათა ჩემთა ჭეშმარიტებაჲ: „რომელმან ჰრქუასო ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“; „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა თჳსსა“; „რომელმან გცეს ყურიმალსა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს კუართი შენი მიღებად, მიუტევე მას სამოსელიცა. და რომელი წარგიქცევდეს მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“; (მათ. 5, 39-41) „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, აკურთხევდით მწყევარ-თა თქუენთა, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა“. კუალად იტყჳს: უკუეთუ არა იქმნეთ, ვითარცა ყრმანი ჩჩჳლნი, მშჳდ და მდაბალ და უმანკო, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. ; (19,14)

ესევითარნი არიან მცნებანი მისნი და სხუანი მრავალნი. ხოლო აწ ჩუენ ვიხილოთ: უკუეთუ არა ცხორებაჲ ჩუენი წინააღმდგომ ბრძანებათა მისთა არსა? რომელსა ცოდვასა არა წარმდებებით აღ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გასმიეს, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ, და კბილი კბილისა წილ. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინააღმდგომად ბოროტისა; არამედ რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“ (5,38-40).:

...რ აღტყინებული მკსინვარებაჲ არა შურის-გები-თა და ნაცვლისა მიგებითა განქარდების, არამედ მოთმინებითა და ძჳრუჴსენებლობითა და სიმშჳდითა, რომლისა მიერ ყოველნივე ისარნი მტერისანი განჴურვებულნი დაშრტებიან. ამისთჳსცა ქრისტემან დაწყებასა მას სიტყჳსასა თქუა: „რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა“, ხოლო აქა უზეშთაესიცა გჳბრძანა საზომი, რაჲთა არა ვდუმნეთ ოდენ და არა განვრისხნეთ, არამედ ოდეს ვინ მარჯუენესა გუცეს ყურიმალსა, მიუპყრათ მას ერთკერძოჲცა. ხოლო ესე არა ყურიმალის-ცემისათჳს ოდენ თქუა, არამედ სხუასა ყოველსავე ზედა ძჳრუჴსენებლობაჲ გჳბრძანა. და ვითარცა-რაჲ ოდეს თქუა: „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“, არა სიტყჳსა მისთჳს ოდენ იტყოდა, არამედ ყოვლისავე გინებისათჳს, ეგრეთვე აქა, არა ყურიმალისცემაჲ ოდენ გუამცნო თავს-დებად, არამედ სხუაჲ ყოველივე ძჳრი, რაჲ-თა ორთავე სარგებელ ეყოს, ვნებულსა მასცა და მავნებელსა: ერთმან მან მოთმინებითა და სულგრძელებითა თჳსითა მრჩობლი გჳრგჳნი მიიღოს ღმრთისაგან, და მეორემან მან შეიკდიმოს სათნოებისა მისისაგან და აბრალოს თავსა თჳსსა და სინანულად მოვიდეს, და ესრეთ მშჳდობაჲ იყოს შორის მათსა. რამეთუ არარაჲ ესრეთ შეარცხუ...

სრულად ნახვა