თარგმანი: იხილე განგრძობილებაჲ პავლეს ეფესელთა მიმართ სწავლისაჲ, რამეთუ სამ წელ იყო, და დაუცადებელობაჲ, რამეთუ დღე და ღამე, და ყოველთა მიმართობაჲ, რამეთუ არა ხოლო საეროდ ყოველთა, არამედ თჳსაგანცა კაცად-კაცადსა ასწავებდა არა ხოლო ლიტონითა სიტყჳთა, არამედ ცრემლთა დათხევითა. ამიერ სახე გამიგე, ჵ მოძღუარო, და რაჟამს ხედვიდე ულმობელობასა მოწაფეთასა, შენ მათ წილ ცრემლოოდე მათ ზედა, ნუუკუე და ლმობიერებითა შენითა იგინიცა მოსდრიკნე ლმობიერებად და შენანებად ბრალთა თჳსთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 20:31
30. და თჳთ თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რაჲთა განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა.31. ამისთჳს იღჳძებდით და მოიჴსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა.32. და აწ შეგვედრებ თქუენ ღმერთსა, ძმანო, და სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელი შემძლებელ არს აღშენებად და მოცემად თქუენდა მკჳდრობისა ყოველთა შორის წმიდათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 20