1.ამრიგად, მოგიწოდებ ღვთისა და უფალ ქრისტე იესოს წინაშე, თავისი გამოცხადებით და სასუფევლით რომ განიკითხავს ცოცხალთაც და მკვდართაც,2.იქადაგე სიტყვა, თავს ადექ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით,3.რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას,4.ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან.5.მაგრამ შენ ყოველ წამს ფხიზლად იყავი, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე და კეთილად აღასრულე შენი მსახურება.6.რადგან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ და ახლოვდება ჩემი მიქცევის ჟამი.7.კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს,8.ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი.9.ეცადე მალე მოხვიდე ჩემთან.10.რადგანაც დემასმა მიმატოვა, შეიყვარა ეს საწუთრო და თესალონიკეში წავიდა, კრესკე - გალატეას, ტიტე - დალმაციას; ლუკაღა დარჩა ჩემთან.11.მარკოზი დასძარი და წამოიყვანე, რადგანაც მსახურებისთვის მჭირდება.12.ტიქიკოსი ეფესოს წარვგზავნე.13.როცა წამოხვალ, მოსასხამი წამომიღე, ტროაში, კარპესთან რომ დავტოვე; აგრეთვე წიგნები, მეტადრე ტყავზე ნაწერი.14.ალექსანდრე მჭედელმა სიცოცხლე გამიმწარა, მისი საქმისამებრ მიაგებს მას უფალი.15.შენც ერიდე, რადგანაც თავგამოდებით აღუდგა წინ ჩვენს სიტყვებს.16.ჩემი პირველი თავის მართლებისას არავინ ამომიდგა მხარში, არამედ ყველამ მიმატოვა. ნუ მიეთვლება მათ.17.მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას.18.უფალივე დამიხსნის ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს თავის ზეციურ სასუფეველში. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.19.მომიკითხე პრისკილა და აკვილა, აგრეთვე ონესიფორეს სახლი.20.ერასტოსი კორინთოში დარჩა, ტროფიმე კი ავადმყოფი დავტოვე მილეტში.21.ეცადე ზამთარს დაასწრო მოსვლა. მოგიკითხავენ ევბულე, პუდე, ლიმოსი, კლავდია და ყველა ძმანი.22.უფალი იყოს შენს სულთან, მადლი თქვენდა. ამინ.
„ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ“ ().
1. საღმრთო წერილი და მოციქულის აღსასრულის ნუგეში
ყოველი მხრიდან მრავალი შეგონება და ნუგეში რომ მისცა, ბოლოს საღმრთო წერილთაგან მომდინარე ნუგეშსაც დასძენს, რომელიც უფრო სრულყოფილია; და...
„ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე, რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისტე - გალატიად, ტიტე - დალმატიად, ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა. მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ საჴმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა. ტჳქიკოს წარავლინე ეფესოდ. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები.“ ().
...საქმეთაგან განსხვავებით განსაზღვრულ დროებზე დამოკიდებული არ არის; სულიერზე საუბრისათვის დღის ყოველი ჟამი ხელსაყრელია. და რას ვამბობ, დღის ჟამზეო! დადგეს ღამეც — ისიც ხელს არ შეუშლის სულიერ სწავლებას. ამიტომაც პავლე წერდა ტიმოთეს: „ქადაგე სიტყუაჲ, ზედა-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც" (). ისმინე, რასაც ნეტარი ლუკა ამბობს: „განსლვად იყო პავლე ხვალისაგან" ტროადიდან, „ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისათა... და განაგრძო სიტყუაჲ იგი ვიდრე შუა ღამედმდე" (). ნუთუ დრომ რამე ხელი შეუშალა, მითხარი, ან გაწყვიტა სწავლების სიტყვა? ყურადღებიან მსმენელს სადილის შემდეგაც შეუძლია (სარგებლით) იყოს ამ სულიერ კრებაში, ხოლო დაუდევარი და უზრუნველი, თუნდაც უჭმელი დარჩეს, აქედან არანაირ სარგებელს ვერ გამოიტანს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მარხვის სიმკაცრე მოვადუნო — ნუ იყოფინ! — პირიქით, მარხულთ ძალიან ვაქებ და მოვიწონებ, მხოლოდ მინდა, რომ სულიერი საქმეები გონიერი მსჯელობით აღასრულოთ და არა მხოლოდ ჩვეულებას მისდიოთ. სარცხვინო არ არის ამ სულიერ სწავლებაზე საკვების მიღების შემდეგ მოსვლა, არამედ (სარცხვინოა) უზრუნველი სულით მოსვლა, ვნებებზე დამორჩილება და ხორციელ გულისთქმათა დაუოკებლობა. სა...
სწავლაჲ ნგ ვითარმედ არა ჯერ-არს შიში შეცვალებისათჳს საქმეთა ამის ცხორებისათა, არამედ ესე ხოლო შეკრძალვაჲ, რაჲთა სათნოებაჲ შეუცვალებელად გუაქუნდეს:
...ებელად გუაქუნდეს
და აწ ჩუენცა, ძმანო, ნუ ყოვლადვე სიტყუატკბილობითა ვფუფუნებთ მორჩილობასა შინა ჩუენსა რწმუნებულთა ღმრთისა მიერ, არამედ ოდეს ვიხილნეთ მიდრეკილნი უწესოებისა მიმართ და სიტკბოებით ვერ განვკურნნეთ, შერისხვადცა და მხილებად ნუ გუეკდიმებინ, ვითარცა მოციქული იტყჳს: „ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“, ოდენ ორივე ნებისაებრ და მცნებისა ღმრთისა იქმნებოდენ. ნუცა კუალად ჩუენ უხუცეს-თა და უზეშთაესთაგან ჩუენთა ვენუკევთ ყოვლადვე სიტყუატკბილობით ლიქნასა, არამედ ოდეს შერისხვაჲ მოიწიოს, იგიცა მადლობით შევიწყნაროთ, რამეთუ სულთა ჩუენთა ორკერძოჲვე ესე წამალი ეჴმარების. ამის-თჳსცა ღმერთი სოფელსა ამას ესრეთ განაგებს: ოდესმე ამით ჯერითა და ოდესმე სხჳთა მით წესითა; და არცა კეთილნი ამის საწუთროჲსანი არიან შეუცვალებელ, არცა მწუხარებანი, არამედ ვითარცა-იგი ოდესმე დღე არნ და ოდესმე ღამე, ოდესმე ზაფხული და ოდესმე ზამთარი, ეგრეთვე ჩუენ შორის ოდესმე სიხარული არნ და ოდესმე მწუხარებაჲ, ოდესმე სნებაჲ და ოდესმე სიმრთელე. აწ უკუე ნუ გჳკჳრს, უძლურებაჲ თუ და სნეულებაჲ შეგუემთხჳოს, ვითარცა-იგი ოდეს მრთელ ვიყვნეთ, არა გჳკჳრს; ნუ მწუხარე ვართ, ოდეს გუელმოდის და შთავვარდეთ განსაცდელთა, ვითარცა-იგი არა მწუხარე ვართ ჟამსა სიხარულისა და განმარჯუებისასა, არამედ ორ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).:
...ლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და გამოაცხადნეს ზრახვანი იგი გულისანი“.
აწ უკუე ვითარ გულისჴმა-ვყოთ სიტყუაჲ ესე, არა ჯერ-არსა მოქმედთა ცოდვისათა ბრალობად? ვითარ უკუე სხუასა ადგილსა იტყჳს მოციქულივე: „ზედაადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“? და კუალად იტყჳს: „რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის“. და კუალად ქრისტემან ჰრქუა პეტრეს: „უკუეთუ ცოდოს ძმამან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ შენი. უკუეთუ შენი არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ. უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“.
იხილე, რავდენნი მამხილებელნი წარმოუდგინნა, და არა ხოლო მამხილებელნი, არამედ დამსჯელნიცა, რამეთუ თქუა: „უკუეთუ კრებულისაჲცა არავე ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“.
ანუ ვითარ მისცნა კლიტენი და უბრძანა შეკრვად და განჴსნად, უკუე-თუ არა უჴმდა განკითხვაჲ? ცუდ იყო ესე ყოველი?