მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 3:17

16. დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.17. ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.18. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო.
დაბადება თავი 3
17. ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 19. „და ჰრქუა კაინ აბელს, ძმასა თჳსსა: წარვიდეთ ველად" (დაბ 4:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. კაინის წყევლა და დაგვიანებული აღსარება (4:11-13):

...ე, საყვარელო, წყევლის განსხვავება. ნუ გამოტოვებ ამას უყურადღებოდ, არამედ წყევლის სიმძიმით განსაჯე დანაშაულის სიმძიმე. რამდენად მძიმეა ეს ცოდვა (კაინისა) პირველქმნილის (ადამის) ურჩობასთან შედარებით, ეს მსურველს წყევლის განსხვავებიდან შეუძლია დაინახოს. იქ (უფალმა) თქვა: „წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა" () და წყევლა მიწაზე გადაანთხია, თვით ადამიანზე მზრუნველობის გამო; აქ კი, რადგან საქმე დამღუპველია, თავხედობა შეუწყნარებელია, დანაშაული მიუტევებელი, თვით ექვემდებარება წყევლას: „წყეულ იყავ შენ, — ამბობს, — ქუეყანისაგან". ის თითქმის ისევე მოიქცა, როგორც გველი, რომელიც ეშმაკური ჩანაფიქრის იარაღი იყო; როგორც გველმა მოტყუებით სიკვდილი შემოიყვანა, ისე კაინმაც, ძმა რომ მოატყუა და ველზე გაიყვანა, ხელი მის წინააღმდეგ შეიარაღა და მკვლელობა ჩაიდინა. ამიტომ, როგორც გველს უთხრა უფალმა: „წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა" (), ისე ამასაც, რადგან მსგავსად მოიქცა. როგორც ეშმაკმა, შურითა და ბოროტებით ამოძრავებული, ვერ აიტანა რა ადამიანისთვის თავიდანვე ბოძებული გამოუთქმელი სიკეთეები, ამ შურის გამო მიმართა მოტყუებას, რომელმაც სიკვდილი შემოიყვანა; ისევე კ...

სრულად ნახვა