მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 3:18

17. ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.18. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო.19. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.
დაბადება თავი 3
18. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ენათა აღრევა და ხალხთა განბნევა (11:6-9):

...სათანადოდ არ გამოიყენა; ამიტომ ღმერთმა ქმარს დაუმორჩილა იგი. იგივე ადამთანაც: მან სამოთხისეული ცხოვრების დიდი ბედნიერება არ გამოიყენა სათანადოდ, არამედ ურჩობით სასჯელის ღირსი გახადა თავი; ამიტომ ღმერთმა სამოთხიდან განდევნა და საუკუნო სასჯელი დააკისრა, უთხრა რა: „ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ" მიწა (). მაშ, როცა ეს ადამიანებიც, რომლებიც ერთი ენით სარგებლობდნენ, მათთვის მინიჭებული უპირატესობა ბოროტად გამოიყენეს, ღმერთი მრავალენოვნებით აჩერებს მათი უკეთურების სწრაფვას. „და შეურინეთ, — ამბობს, — მათ ენანი, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა", — რათა, როგორც ენის ერთობა ერთ ადგილას ცხოვრებაში აერთიანებდა მათ, ისე ენის სხვადასხვაობამ აიძულოს ისინი განიბნენ. ერთი ენა და მეტყველების წესი რომ არ ჰქონდათ, როგორ შეძლებდნენ ერთად ცხოვრებას? „და განთესნა იგინი, — ნათქვამია, — უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი" (). შეხედე უფლის კაცთმოყვარეობას, რა გაჭირვებაში ჩააყენა ისინი! ისინი ამის შემდეგ ჭკუიდან გაშმაგებულებს დაემსგავსნენ: ერთი ამას ითხოვდა, მეორე სხვას აწოდებდა, ისე, რომ ბოლოს მთელი მათი ძალისხმევა უნაყოფო გახდა. ამი...

სრულად ნახვა
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის აღთქმა და ნოეს კურთხევა (9:1-4):

...ებისა! "და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე". და ეს გამოთქმა — "შევინანე" — ადამიანისებურად და ჩვენი ბუნებისადმი მისადაგებულად არის ნახმარი. "არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა". ღმერთმა დაწყევლა იგი პირველი ადამიანის გამო, სთქვა რა: "ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ" (), და მერე ასევე კაინის გამოც. და აი, რადგან ახლაც მოავლინა (მიწაზე) ესოდენ საყოველთაო წარწყმედა, მართლის სანუგეშოდ და გასამხნევებლად, — რომ, ანუ, მან არ იფიქროს თავისთვის: რა სარგებლობაა მოცემული (ღვთისგან) კურთხევისა და სიტყვებისა: "აღორძნდით და განმრავლდით", თუ ჩვენ, გამრავლებულნიც, კვლავ უნდა დავიღუპოთ, ხომ ადამსაც უთხრა: "აღორძნდით და განმრავლდით", და მაინც მოავლინა წარღვნა, — რომ, ვამბობ, ნოეს ასე არ ეფიქრა და ამ აზრისგან სულში მუდმივი მღელვარება არ ეგრძნო, უყურე, რა კაცთმოყვარეობას ავლენს უფალი! "არ-ღა შევსძინო", — ამბობს, — "მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა". უყურე, როგორ ნათლად აჩვენა (ღმერთმა), რომ წყევლა მიწას ადამიანთა უკეთურების გამო დაადო. მერე, რომ არ ვიფიქროთ, თითქოს ახლა ეს დაპირება იმიტომ მისცა, რომ ისინი უკეთესნი გახდნენ, ამბობს: **"რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით...

სრულად ნახვა