...მაგრამ სამნი ყრმანი ასეთნი არ ყოფილან; მაშ, როგორნი იყვნენ? მოისმინე, როგორ ეუბნებიან ისინი მეფეს: „რამეთუ არს ღმერთი ჩუენი ცათა შინა, რომელსა განმკუთნველ ვართ, შემძლებელი განრინებად ჩუენდა საჴმილისაგან ცეცხლისაჲსა მგზებარისა და ჴელთაგანცა შენთა მიჴსნნეს ჩუენ.“ () „და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ.“ () ხედავთ, რამდენი სარგებელია და ამაზე მეტიც, აღსასრულის უცოდინრობისაგან? ამჟამად კი ამის შესასწავლად ესეც კმარა.
ამიტომ მოდის იგი „ვითარცა მპარავი ღამისაჲ“ (): რათა თავი ბოროტებისაკენ არ წავიყვანოთ, არც უდებებაში ჩავიგდოთ, და ჩვენი ჯილდო არ მოგვეკვეთოს. ამბობს: „რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით“ (). მაშ რაღას იძიებთ ზედმეტს, თუ დარწმუნებულნი ხარ...