1.ძმური სიყვარული ეგოს.2.სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთს ისე გაუწევია მასპინძლობა ანგელოზებისთვის, რომ თვითონ არც კი სცოდნია.3.გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ ბორკილები და იტანჯებოდეთ, რადგან თვითონაც ხორციელნი ხართ.4.ყველას ცოლ-ქმრობა ღირსეული, სარეცელი კი უმწიკვლი იყოს; ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განიკითხავს.5.ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, დასჯერდით იმას, რაც გაბადიათ, რადგანაც თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“.6.ასე რომ, თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე და არ მეშინია; რას დამაკლებს კაცი?“7.გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას.8.იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე.9.ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი.10.ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ.11.რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის.12.ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო.13.მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ.14.რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ.15.ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს.16.ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.17.დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისათვის, თითქოს ანგარიშს აბარებდნენ ვინმეს, რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხვრით, რადგანაც ეს აღარას გარგებდათ თქვენ.18.ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ.19.უმეტესად გთხოვთ ამის აღსრულებას, რომ მალე დაგიბრუნდეთ.20.ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო,21.დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.22.გთხოვთ, ძმანო, შეიწყნაროთ ეს სიტყვა შეგონებისა, თუმცაღა მოკლედ მოგწერეთ თქვენ.23.იცოდეთ, რომ ჩვენი ძმა ტიმოთე გათავისუფლდა და, თუ მალე მოვიდა, ერთად გეწვევით.24.მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღვარი და ყველა წმიდა. მოკითხვას გითვლიან იტალიელნი.25.მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.
მოიხსენენით წინამძღვარნი იგი თქვენნი რომელნიგეტყოდეს თქვენ სიტყვათა მათ ღმრთისათა:და ჰხედვიდით გამოსვლასა მას ცხორებისა მათისასა,და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. (ებრ.13, 7).
წმიდა მოციქული პავლე, სიტყვათა ამათ შინა, მოგვიწოდებს ჩვენ, ქრისტიანეთა, რათა მოვიხსენებდეთ წინამძღვართა მათ, რომელთაგან მიგვიღია და გვისწავლია სიტყვა ღვთისა, და უყურებდეთ განსვლასა, ანუ აღსასრულსა მათისა ცხოვრებისასა, ესე იგი რანაირად გაუტარებიათ მათ თვისი ცხოვრება, და ვბაძევდეთ, ანუ ვემსგავსებოდეთ მათ...
...გამოავლენენ. მხოლოდ ნუ გამოვიძიებთ და ნუ ვიცნობისმოყვარეობდეთ მათ შესახებ, რომ საგანძური არ დავკარგოთ. აი, ნეტარი პავლეც, ამ მართლებზე მიუთითებს რა და გვასწავლის, როგორ ეღირსნენ ასეთი სტუმრების მიღება, ამბობს: „სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს" (). ის განსაკუთრებით დიდია და საკვირველი მათში, რომ სტუმრებს მომსახურება აღმოუჩინეს „რეცა არა უწყოდეს" მათ შესახებ. მაშ, რწმენითა და კრძალულებით აღვასრულოთ ეს საქმე, რათა მივიღოთ საუკუნო სიკეთეთა საგანძურიც, რომლის ტკბობის ღირსნიც ყველანი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
...რ შეეფერება ცნობისმოყვარეობა, არამედ შეეფერება ყველა გამვლელისთვის თავისი გულითადობის გამოჩენა. როცა ამგვარად გაშალა სტუმართმოყვარეობის ბადე, ღირსი შეიქნა თავად უფალი ანგელოზებიანად მიეღო. ამიტომ პავლემაც თქვა: „სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს" (), — აშკარად მამამთავარს გულისხმობდა. სწორედ ამიტომ ქრისტემაც თქვა: „და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს" (). დავიმახსოვროთ ეს, საყვარელნო, და სტუმრის მიღების აპირებისას ნურასოდეს გამოვიძიებთ, ვინ არის იგი და საიდან. მართლაც, მამამთავარსაც ცნობისმოყვარეობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა შესცოდავდა კიდეც. მაგრამ შენ იტყვი, რომ მან იცოდა მოსულთა ღირსება. საიდან არის ეს ცნობილი? პირიქით, რომ ნამდვილად იცოდეს, მაშინ რით დაიმსახურებდა აღტაცებას? რომ ცნობისმოყვარეობდეს, მაშინ მისი სტუმართმოყვარეობა ისე საოცარი არ იქნებოდა, როგორც ახლა, როცა უცოდინარმა, ვინ იყვნენ მოსულნი, ისეთი მოშურნეობითა და პატივისცემით მოექცა მათ, როგორც მონა უფლებს, სიტყვებით, ვითარცა საკვრელებით, შეკრავდა მათ და ევედრებოდა, უარი არ ეთქვათ მისთვის და ამით ასეთი დიდი წყალობა არ წაერ...
...3:2). ამას იგი არა კანონმდებლობისთვის ამბობს, თითქოს ამის გარეშე ეპისკოპოსად გახდომა შესაძლებელი არ იყოს, არამედ უზომობის შესაკავებლად; რადგან იუდეველთა შორის შესაძლებელი იყო მეორედ ქორწინებაც და ერთდროულად ორი ცოლის ყოლაც, ვინაიდან „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე“ ().ზოგნი კი ამბობენ, რომ ეს იმისთვის ითქვა, რათა იგი ერთი ცოლის ქმარი იყოს.„უბრალო“.„უბრალო“ რომ თქვა, ამით ყოველი სათნოება თქვა.ამიტომ, თუ ვინმემ თავის თავში რაიმე შეცოდებები იცის, კარგად არ იქცევა, როცა იმ საქმეს მიელტვის, საიდანაც თავისი საქმეებით თვითონვე განდევნა თავი; რამეთუ ასეთ კაცს არა მთავრობა, არამედ მორჩილება მართებს.რამეთუ მთავარი ყოველ ლამპარზე უფრო ბრწყინვალე უნდა იყოს და შეუბღალავი ცხოვრება ჰქონდეს, ისე რომ ყველანი მას შეჰყურებდნენ და საკუთარ ცხოვრებას მისი ცხოვრების მიხედვით გამოსახავდნენ.ამას კი იმიტომ არ აკეთებს, რომ უბრალოდ ამდენი შეგონება გამოიყენა, არამედ იმიტომ, რომ თვითონაც აპირ...