...
ამიტომ ესაიაც ამბობს: „ნუგეშინის-სცემდით, ნუგეშინის-სცემდით ერსა ჩემსა, _ იტყჳს უფალი. მღდელნი ეტყოდეთ გულსა იერუსალემისასა: ნუგეშინის-ეცით მას, რამეთუ აღივსო სიმდაბლე მისი, რამეთუ დაჴსნილ არს ცოდვა მისი, რამეთუ შეიწყნარნა ჴელისაგან უფლისა მრჩობლნი ცოდვანი მისნი“ (). პავლეც ამბობს: „მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს“ (). და როდესაც კორინთელებს სწერდა, ამბობდა: „ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი“ (). „რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“ (). „ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ“ (). და მდიდარს აბრაამი ეუბნებოდა: **„მიიღე კეთილი შ...