1.მოხდა ისე, რომ ერთ ადგილას ლოცულობდა, და როცა დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს.2.და უთხრა მათ: როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი; იყოს ნება შენი როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც.3.პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე.4.და მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა მოვალეს ჩვენსას. და ნუ შეგვიყვან ჩვენ საცდუნებელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან.
5.და უთხრა მათ: ერთ-ერთ თქვენგანს რომ ჰყავდეს მეგობარი და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური,6.ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და მე კი არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე, -7.ხოლო მან შიგნიდან მიუგოს: ნუ მაწუხებ, ვინაიდან კარი უკვე დაკეტილია და ბავშვები ჩემთან ერთად წვანან საწოლში, არ შემიძლია ავდგე და მოგცე.8.გეუბნებით, მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს და არ მისცეს პური, თუ არ მოეშვა, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენს, რამდენიც სჭირდება.9.ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ,10.რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.11.რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას?12.ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას?13.ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს?
15.ხოლო ზოგიერთმა თქვა: ეს ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.16.ზოგი კი, საცდუნებლად, სასწაულს მოითხოვდა მისგან ზეცით.17.მაგრამ ის მიხვდა, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა.18.თუ სატანა თავის თავს გაეყოფა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, რომ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ.19.მაგრამ თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი.20.ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს.21.როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს.22.მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს, აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ანაწილებს ნაძარცვს.23.ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.24.როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისგან, უწყლო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, მაგრამ ვერ ჰპოვებს და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო.25.და როცა მივა, ჰპოვებს მას დაგვილსა და დამშვენებულს.26.მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევლენ და დაემკვიდრებიან იქ; და ამ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.27.ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.28.ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
29.როცა დიდძალი ხალხი შეგროვდა, დაიწყო ლაპარაკი: უკეთურია ეს მოდგმა და სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა, გარდა იონას სასწაულისა.30.ვინაიდან, როგორც იონა იყო სასწაული ნინეველთათვის, ასევე იქნება ძეც კაცისა ამ მოდგმისათვის.31.სამხრეთის დედოფალი აღდგება განკითხვისას კაცთა ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მათ; ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია.32.ნინეველნი აღდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან შეინანეს იონას ქადაგებისგან და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია.33.არავინ ანთებს სანთელს და დგამს მას დაფარულ ადგილას, ან საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს.34.სხეულის სანთელი არის თვალი; თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ ის უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულიც.35.მაშ, უყურე: ბნელი არ იყოს ნათელი, რომელიც არის შენში.36.ხოლო თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არა სცხია რა ბნელის, ერთიანად ნათელი იქნება, თითქოს სანთელი გინათებდეს თავისი ალით.
37.ამას რომ ამბობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური; შევიდა და ინახად დაჯდა.38.ხოლო ფარისეველმა დაინახა და გაუკვირდა, რომ ჭამის წინ არ დაიბანა.39.მაგრამ უფალმა უთხრა მას: ამჟამად თქვენ, ფარისეველნი, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ნაძარცვითა და ნაოხარით.40.უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?41.მაშ, გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ, და აჰა, ყველაფერი წმინდა გექნებათ.42.მაგრამ ვაი თქვენდა, ფარისეველნო, რომელნიც იხდით მეათედს პიტნისას, ტეგანისას და ყოველი მწვანილისას, ღმრთის სამართალს და სიყვარულს კი უგულებელყოფთ. ეს უნდა გექნათ და არც ის მიგეტოვებინათ.43.ვაი თქვენდა ფარისეველნო, ასე რომ გიყვართ სინაგოგებში წინა რიგში ჯდომა და საკრებულოებში სალმის ძღვნა.44.ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ უჩინო საფლავებს, რომლებსაც ფეხით თელავენ კაცნი და არ კი იციან.45.მიუგო ერთმა რჯულის მოძღვარმა და უთხრა მას: მოძღვარო, მაგას რომ ამბობ, ხომ ჩვენც გვაგინებ?46.მაგრამ მან თქვა: და თქვენც, სჯულის მოძღვარნო, ვაი, რადგან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ხალხს, ხოლო თავად ცალ თითსაც კი არ შეაშველებთ ტვირთს.47.ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი.48.ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ.49.ამიტომაც თქვა სიბრძნემ ღმრთისამ: მოვუვლენ მათ წინასწარმეტყველთა და მოციქულთ, და ზოგ მათგანს მოჰკლავენ, ზოგს კი განდევნიან.50.რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი,51.აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას.52.ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა.53.ამას რომ ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გააფთრებით შეუტიეს, კითხვებს აყრიდნენ და აიძულებდნენ ეპასუხა,54.რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და, ამრიგად, ბრალი დაედოთ მისთვის.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი
ეს ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ხშირად გესმის თქვენ ძმანო ქრისტიანენო, ყოველს წირვაზედ და ცისკარზედ. ამ ლოცვით დავიწყებთ ჩვენ ყოველთა სხვათა ლოცვათა, როგორადაც ეკკლესიაში, ეგრედვე ჩვენს საკუთარს სახლში. ეს ლოცვა არის უწმიდესი და უმაღლესი ყოველთა სხვათა ლოცვათა, მისთვის, რომელ იგი გვასწავა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან. მე მსურს განგიმარტო, ანუ აღგიხსნა თქვენ ეს ლოცვა. ოდეს კაცი იტყვის რომელსამე ლოცვასა, კარგად თუ არ ესმის...
რომელი არა არს ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არს; დარომელი არა შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს (ლ. ია, კგ).
სახარება, ძმანო მართლ-მადიდებელნო, მრავალ-გზის მოიყვანს ისრედთა სიტყვათა ქრისტესთა, რომელნი არიან ერთობ მოკლენი, გარნა ძლიერნი, აღვსებულნი უღრმესითა აზრითა და უვრცელესითა სწავლითა. ერთი ესრედთა სიტყვათაგანი არის ეს მოკლე სიტყვა: რომელი არა არს ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არს: და რომელი არა შეკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. ვგონებ, რომ განმარტება იმ აზრისა, რომელსა იპყრობს ეს მოკლე თქმა, დარჩება...
ოდეს მაცხოვარი ჩვენი ქადაგებდა სიტყვასა ღვთისასა ურიათა შორის, მაშინ მრავალნი მისთა მსმენელთაგანნი დიდითა სიყვარულითა და გულის-მოდგინებითა მიიღებდენ სახარებასა მისსა და ადიდებდენ გულთა შინა მოძღვრებასა მისსა. ერთ-გზის ერთმან მსმენელთაგანმან, უბრალო დედაკაცმან, დატკბობილმან მისითა სიტყვითა, აღიმაღლა ხმა თვისი ერსა შინა და ჰრქვა: ნეტარ-არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი. მაცხოვარმან ისარგებლა ამ უბრალო დედაკაცის პასუხითა, რათა აჩვენოს მას, და ჩვენცა ყოველთა, რომელ...
...ღასრულებენ ცხორებასა მათსა? რამეთუ სადა მიიღებს თითოეული ამათი ღირსებისაებრ მათისა, უკუეთუ აღდგომაჲ არა არს? არამედ არავინ კეთილთა და მართალთა კაცთაგანი ურწმუნო არს აღდგომასა, გარნა მარადის ილოცვენ წმიდასა ამას სიტყუასა და იტყჳან, ვითარმედ: „მოვედინ სუფევაჲ შენი“. ;
ხოლო ვინ არიან, რომელნი აღდგომასა ურწმუნო არიან? არამედ იგინი, რომელნი ვლენ გზასა ბილწსა და ცხორებასა არაწმიდასა, ვი-თარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსა ჟამსა, და მიღებულ არიან სამართალნი მისნი პირისა მისისაგან“. რამეთუ შეუძლებელ არს, თუმცა ვის აქუნდა ცხორებაჲ კეთილი, და იგიმცა ურწმუნო იყო აღდგომასა, რამეთუ რომელთა არარაჲ ღირსი ტანჯვისაჲ აქუნდეს, მათ უფროჲსად ჰრწამს და უხარის, რაჲთა მიიღონ კეთილთა მათთა ნაცვალი.
აწ უკუე ნუმცა განვარისხებთ მას, ჵ ძმანო, არამედ ვისმინოთ სიტყუაჲ მისი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „გეშინოდენ მისა, რომელსა ძალ-უც სულთა და ჴორცთა გეჰენიასა შინა წარწყმედაჲ“, ; რაჲთა შიშისა მის მიერ მოვიქცეთ კეთილისა მომართ და განვეშორნ...
სწავლაჲ მგ: რაჲთა სულიერთა და არა სოფლისა საქმეთა ვითხოვდეთ ღმრთისაგან:
...ნა ჴორციელი, არამედ ყოველი სულიერი. ხოლო ისმინეთ, ვითარ სულიერ არს ყოვლითურთ: „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ესე არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს“. ; ესე მცირე სიტყუაჲ თქუა ხილულისათჳს, და ესეცა სულიერი და წმიდაჲ. და მეყსეულად კუალად იტყჳს: „მოგჳტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევნეთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. ; არარაჲ დადვა დიდებისა ჴორციელისა, ანუ სიმდიდრისა, ანუ სხჳსა რაჲსამე თხოვაჲ, არამედ ყოველივე სულიერი და ზეცისაჲ. ვითარ უკუე არა უბადრუკება არს, უკუეთუ ვითხოვდეთ ღმრთისაგან, რაჲ-იგი მას უბრძანებიეს, რაჲთა დაღაცათუ გუაქუნდეს, და-ვე-უტეოთ? რამე-თუ ესე არს მრავალმეტყუელებაჲ ლოცვასა შინა, რაჟამს ჴორცთასა რას ვითხოვდეთ.
უკუეთუ კულა ვინ თქუას, თუ: ვითარ უკეთურნი განმდიდრდებიან? გულისხმა-ყავთ, ვითარმედ უკეთურთა არა თუ ღმერთი მისცემს სიმდიდრესა, არამედ თჳთ მოტაცებითა და ანგაჰრებითა მოიგებენ. და თუ სთქუა, ვითარმედ: რად შეუნდობს ღმერთი? გულისხმა-ყავთ, რამეთუ ღმერთმან მ...
სწავლაჲ მ: ვითარმედ სრული სათნოებითა იგი არს, რომელი ყოველთა მცნებათა იქმოდის; და მოწყალებისათჳს:
...უძლებელ არს მონებაჲ ღმრთისაჲ და მამონაჲსი“. ; რამეთუ ქრისტე გუამცნებს მოწყალებასა, ხოლო იგი - მტაცებლობასა; ქრისტე გჳბრძანებს, რაჲ-თა შეუნდობდეთ თანამდებთა ჩუენთა, ; ხოლო იგი, - რაჲთა რომელთა არა ევნოს, მათცა ვავნებდეთ; ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „მოწყალე იყავ“, ხოლო იგი იტყჳს: უწყალო იყავო და გულფიცხელ და ნურარად შეგირაცხიან ცრემლნი გლახაკთანი, - რაჲთა მას დღესა უწყალო იყოს უფალი ჩუენ ზედა, რამეთუ მაშინ ყოველი საქმჱ ჩუენი წინაშე თუალთა ჩუენთა წარმოგჳდგეს და ჩუენ მიერ ჭირვეულნი იგი და ძჳრხილულნი, და ყოველსა სიტყუასა ჩუენგან მიგჳღებდენ. რამეთუ უკუეთუ ლაზარეს არაჲ ჰვნებოდა მდიდრისაგან, არამედ ოდენ რამეთუ მოწყალებაჲ მის მიერ არა მიეღო, იყო შემასმენელ მისა და პირისა დამყოფელ, რაჲ ეყოს მათ, რომელნი გლახაკთასა მიიტაცებენ და ობოლთა აჭირვებენ და დააქცევენ? უკუეთუ რომელთა მშიერი გლახაკი არა გამოზარდეს, ესოდენსა ბოროტსა შთაცჳვეს, მაშა რომელთა უცხოთა მონაგები მოიტაცეს, იგინი რასაღა ღირს იქმნნენ? ანუ რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ პოვონ?