1.ერთხელ, როცა ხალხი აწყდებოდა ღმრთის სიტყვის მოსასმენად, ხოლო თავად გენესარეთის ტბასთან იდგა,2.დაინახა ტბის პირას მდგომი ორი ნავი; მებადურები კი გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ.3.შევიდა ერთ-ერთ ნავში, რომელიც სიმონისა იყო, და სთხოვა, ნაპირს გაშორებოდა; დაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.4.ხოლო როცა ლაპარაკს მორჩა, სიმონს უთხრა: ღრმად შედი და ბადე ისროლე დასაჭერადო.5.მიუგო სიმონმა და უთხრა მას: მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს.6.ასეც მოიქცნენ და დაიჭირეს იმდენი თევზი, რომ ბადე ეხეოდათ.7.ანიშნეს მეორე ნავში მყოფ მეგობრებს, მოგვეშველეთო; ისინიც მოვიდნენ და ისე გაავსეს ორივე ნავი, რომ ლამის ჩაიძირნენ.
8.ეს რომ დაინახა, სიმონ-პეტრე ფეხებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.9.რადგან მასაც და მასთან მყოფთაც თავზარი დასცა მათ მიერ დაჭერილი თევზის სიმრავლემ;10.ასევე სიმონის მეგობრებს, იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეთაც. და უთხრა იესომ სიმონს: ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები.11.როცა ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას.
12.მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას, აჰა, მოვიდა ერთი კეთროვანი კაცი, იესოს დანახვისას პირქვე დაემხო და შეევედრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.13.გაიწოდა ხელი, შეეხო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე გაეყარა მას კეთრი.14.უბრძანა, არავისთვის ეთქვა, არამედ წასულიყო, სჩვენებოდა მღვდელს და შეეწირა შესაწირავი, რაც დააწესა მოსემ მათ სამოწმებლად.15.მაგრამ მისი ამბავი სულ უფრო ფართოდ ედებოდა მთელს ქვეყანას და დიდძალი ხალხი აწყდებოდა, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან.16.ხოლო ის განმარტოვდებოდა უდაბნოში და ლოცულობდა.
17.ერთ დღეს, როცა ასწავლიდა ხალხს, იქ ისხდნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი; და იღვწოდა ძალა უფლისა მათ განსაკურნავად.18.და, აჰა, რამდენიმე კაცმა სარეცლით მოიყვანა დავრდომილი, და ცდილობდნენ შინ შესულიყვნენ და მის წინაშე დაეწვინათ.19.მაგრამ რაკი ხალხმრავლობის გამო ვერსაით გაიკაფეს გზა, სახურავზე ავიდნენ და ჭერიდან ჩაუშვეს დავრდომილი იესოს წინაშე.20.მათი რწმენა რომ იხილა, დავრდომილს უთხრა: კაცო, მოგეტევა შენი ცოდვები.21.ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ბჭობა გამართეს და ამბობდნენ: ვინ არის ეს ღვთისმგმობი? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?22.მაგრამ იესომ შეიცნო მათი ზრახვანი და უთხრა მათ: ამას რას ფიქრობთ თქვენს გულში?23.რა უფრო ადვილია: ამისი თქმა: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ და წადი?24.მაგრამ რათა თქვენ იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დამბლადაცემულს: შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.25.ისიც მაშინვე აღდგა მათ თვალწინ, აიღო, რაზედაც იწვა და წავიდა თავის სახლში, და ადიდებდა ღმერთს.26.განცვიფრებამ შეიპყრო ყველა, ადიდებდნენ ღმერთს და თავზარდაცემულნი ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთ დღეს.
27.ამის შემდეგ გამოვიდა იესო და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა, გამომყევიო.28.მანაც მიატოვა ყველაფერი, წამოდგა და გაჰყვა მას.29.გაუმართა მას ლევიმ თავის სახლში დიდი წვეულება; და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი, რომლებიც ინახად ისხდნენ მასთან.30.ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?31.მიუგო იესომ და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.32.მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
33.ხოლო მათ უთხრეს მას: რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცულობენ, ასევე ფარისეველნიც; შენი მოწაფეები კი ჭამენ და სვამენ?34.ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეგიძლიათ ამარხულოთ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე?35.მაგრამ დადგება დღე, როდესაც სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ, იმ დღეებში, იმარხულებენ.36.და უთხრა მათ იგავიც: არავინ ადებს ახალი სამოსიდან ახეულ საკერებელს ძველ სამოსს; თორემ ახალიც დაიხევა და ვერც ძველი მოიხდენს ახალს.37.არც არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში; თორემ დახეთქავს ახალი ღვინო ტიკებს, თვითონაც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება.38.არამედ ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში, და ორივე შეინახება.39.ძველი ღვინის არც ერთი მსმელი არ ისურვებს ახალს: რადგანაც იტყვის: ძველი სჯობსო.
და ვითარცა იხილა სვიმონ პეტრეშეუვრდა მუხლთა იესოსა და ჰრქვა მას:განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილივარ, უფალო! ( ლუკ. ე, ჱ).
საკვირველმან თევზისა ნადირობამან, რომლისა მოთხრობა დღეს წაკითხულ იქმნა სახარებითგან, განაცვიფრა და შეაშინა პეტრე. მან, სიყრმითგან გამოცდილმან თევზის ნადირობასა შინა, მთელი ღამე ინადირა ტბასა ზეადა გენესარეთისასა და ვერა რა დაიჭირა; გარნა აწ, ერთითა მხოლოდ სიტყვითა იესო ქრისტესითა, ურიცხვი სიმრავლე თევზისა შთავარდა ბადესა შინა მისსა. ესრედ, რომელ ვერ შეეძლო...
და ჰრქვა იესო: ნუ გეშინინ, სვიმონ,ამიერითგან იყო კაცთა მონადირე (ლუკ. ე, ი. )
დღეს წაკითხული სახარება წინადაგვიგებს, ძმანო, ჩვენ და შესასწავებელად შემდგომსა მოთხრობასა: უფალი იესო ქრისტე ოდესმე სდგა კლდესა ზედა გენესარეთის ტბისასა, გარემოცული უმრავლესითა ერითა, რომელ მოსრულ იყო სმენად სიტყვისა ღვთისასა, და იხილა ორი ნავი, მდგომარე კიდესა ზედა ტბისასა; ხოლო მეთევზენი, რომელთა ეკუთვნოდათ ნავები, ამზადებდნენ ბადეთა თვისთა. უფალი შევიდა ნავსა სვიმონ მეთევზისასა და უბრძანა მას, შე-რე-დგინება...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:
...ვქმენ კაცი, არამედ იტყოდა: „რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი“. კუალად საქმით აჩუენა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი სოფლისაჲ და ყოვლისაჲვე, რაჲ არს მას შინა, რაჟამს ბრძანებითა წამის-ყოფისაჲთა თევზი დიდძალი შეაწყუდია ბადეთა პეტრესთა; და წყალი ღჳნოდ გარდააქცია; და ხუთითა პურითა ესოდენი იგი ერი გამოზარდა; და ზღუასა და ქართა შეჰრისხნა, და დადუმნეს; და მნათობნი შეძრწუნდეს ჯუარ-ცუმასა მისსა და ნათელი თჳსი დაიფარეს, კუალად უბრძანა, და გამობრწყინდეს. და სხჳთა მრავლითა საქმითა გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი ყოვლისაჲვე. ხოლო სიტყჳთ ესრეთ განცხადებულად თავადმან არასადა თქუა, ხოლო მოწაფენი ზედაჲსზედა ქადაგებენ და იტყჳან, იოვანე და პეტრე და პავლე. ესე ამისთჳს, რამეთუ ვერ ეძლო ჰურიათა სმენად მაღალთა მათ სიტყუათა. რამეთუ უკუეთუ მოწაფეთა, რომელთა დღითი-დღე ესმოდეს სიტყუანი მისნი და სასწაულთა მისთა ხედვიდეს და ყოველივე უარ-ყვეს სიყუარულისათჳს მისისა, უკუეთუ მა...
...იოვანე წინამორბედი იტყოდა: „არა ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა“. ამისთჳს მეგობრად სიძისა ეწოდა, და ჴელი მისი, რომელი თქუა, ვითარმედ არა ღირს არს ჴამლთა შეხებად, თავსა ზედა დაიდვა ქრისტემან; ეგრეთვე პეტრე თქუა: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ მე, უფალო“. ამისთჳსცა საფუძველ ეკლესიისა იქმნა. რამეთუ არარაჲ ესრეთ სათნო არს ღმრთისა, ვითარ კაცი მდაბალი, რომელსა აქუნდეს თავი თჳსი უცოდვილეს ყოველთა.
ესე არს თავი ყოვლისა სიბრძნისაჲ. ესევითარი იგი მდაბალი და შემუსრვილი არაოდეს ზუაობნ, არა განრისხნებინ, არა შეიწუებინ შურითა მოყუსისაჲთა, არცა სხუანი იგი ვნებანი ეუფლნიან მას, არამედ ყოველნივე სიმდაბლემან და მისმან მან ნაშობმან გლოამან განიოტნის სულისაგან, რამეთუ იგლოვნ თუ ვინმე ჴორციელთა საქმეთათჳს, სიკუდილისათჳს თჳსთაჲსა, ანუ წარწყმედისათჳს მონაგებთაჲსა, ანუ ესევითარისა რაჲსათჳსმე, გლოამან მან იოტნის ყოველნივე ვნებანი სულისა მისისაგან ჟამსა მას. რავდენ უფროჲსად, ვიგლოვდეთ რაჲ ცოდვათა ჩუენთათჳს და იქმნას გლოვაჲ იგი საწურთელ სამარადისო ჩუენ შორის, ივლტოდინ ყოველნივე ვნებანი ჩუენგან. იხილე დავით, მოიგო რაჲ სიმდაბლე და გლოაჲ ცოდვისა მისთჳს, ვითარ ჟამსა მას განსაცდელისა მისისასა, რაჟამს სდევნი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ანდრია, ძმაჲ სიმონისი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას“ (1,40).:
...თქუმაჲ სახელისაჲ მის, რამეთუ ანდრიაჲს სახელისა თქუმაჲ საჴმარ იყო, რამეთუ ქუემორე უწოდს იგი ძმასა თჳსსა. და კუალად რაჟამს გესმეს, ვითარმედ: ჰრქუა იესუ სიმონ-პეტრეს: „შემომიდეგ მე, და გყვნე თქუენ მონადირე კაცთა“, ; ; და მას არა უცხოდ აღუჩნდა სიტყუაჲ ესე, რაჲთა სცნა, ვითარმედ მიეღო სარწმუნოებაჲ მისი პირველითგან ძმისა მისისაგან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოიქცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ?“ (1,38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფ, ვითარმედ არა უსწრობს ღმერთი ჩუენთა განზრახვათა ნიჭითა თჳსითა, არამედ რაჟამს ჩუენ ვიწყოთ ნებებად კეთილისა, მაშინ იგი მრავალთა ნიჭთა მისთა მოჰფენს ჩუენ ზედა. „რასა ეძიებთო?“ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რომელმან-იგი იცნის გულისზრახვანი კაცთანი და დაფარულთა მხედველ არს, იგი ჰკითხვიდაა? არამედ არა თუ ამისთჳს ჰკითხვიდა, რაჲთამცა ცნა (რამეთუ რად უჴმდა მას ამისთჳს კითხვაჲ?), არამედ ჰკითხა, რაჲ-თამცა ესრეთ უმეტეს მისცა კადნიერებაჲ. და ღირს-ყვნა სიტყუად და გულნი მათნი მხიარულ-ყვნა, რამეთუ იყვნეს მისა უმეცარ და უეჭუელად ჰრცხუენოდამცა სიტყუად, რამეთუ დიდად აქუნდა იგი სიტყჳსა მისგან მოძღურის...