2.ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღაღ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი.3.სამოსი მისი გახდა მოელვარე და ისეთი სპეტაკი, როგორც ვერცერთი მრეცხავი ვერაფერს გაასპეტაკებს ამ ქვეყნად.4.და მოევლინა მათ ელია და მოსე, იესოსთან მოსაუბრენი.5.და უთხრა პეტრემ იესოს: რაბი! რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი - შენ, ერთი - მოსეს და ერთიც - ელიას.6.რადგან არ იცოდა, რა ეთქვა, ვინაიდან შეშინებულნი იყვნენ.7.გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი: უსმინეთ მას.8.იმწამსვე მიმოიხედეს, მაგრამ ვერავინ დაინახეს იესოს გარდა.9.ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა მათ, არავისთვის გაენდოთ ეს ხილვა, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგებოდა მკვდრეთით.10.მათ დაიხსომეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა?11.და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო?12.ხოლო მან პასუხად თქვა: მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველი. კაცის ძეს კი, როგორც დაიწერა მასზე, დიდი ტანჯვა და შეურაცხყოფა ელის.13.მაგრამ გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა და როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ; როგორც დაიწერა მისთვის.14.როცა მოწაფეებთან დაბრუნდა, იხილა მათ ირგვლივ შეკრებილი დიდძალი ხალხი და მათთან მოკამათე მწიგნობრები.15.მაშინვე შენიშნა მთელმა ხალხმა; განცვიფრებულნი გამოიქცნენ და მიესალმნენ.16.ჰკითხა მწიგნობრებს: რას ედავებით ამათ?
17.ერთმა კაცმა ხალხიდან მიუგო მას: მოძღვარო, ჩემი ძე მოგგვარე, შეპყრობილი სიმუნჯის სულით.18.სადაც მოიხელთებს, ძირს დასცემს; დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შესძლეს.19.ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო მოდგმავ, როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ!20.მიჰგვარეს იგი, და იხილა თუ არა იესო, სულმა შეარყია ბავშვი, მიწაზე დაეცა და გორავდა დუჟმორეული.21.ჰკითხა მამამისს: რამდენი ხანია ასე? ხოლო მან მიუგო: სიყრმითგანვე.22.მრავალჯერ ჩაუგდია სულს ცეცხლსა თუ წყალში, რათა დაეღუპა იგი. მაშ, თუ რამ შეგიძლია, შეგვიწყალე და შეგვეწიე.23.ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის.24.ბავშვის მამამ მყისვე შეჰღაღადა ცრემლების ფრქვევით: მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას.25.როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი ეხვევა გარშემო, შერისხა სული და უთხრა: ყრუ-მუნჯო სულო! გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში!26.სულმა შეჰყვირა, საშინლად შეარყია იგი და გამოვიდა, ხოლო ბავშვი მკვდარს დაემსგავსა; ასე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო.27.მაგრამ იესომ ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და ისიც აღდგა.28.როდესაც სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა განცალკევებით ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა?29.და უთხრა მათ: ამ მოდგმას ვერაფრით ვერ განდევნი, თუ არა ლოცვით და მარხვით.
30.წამოვიდა იქიდან, გალილეა გადაიარა და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს.31.ვინაიდან ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა მათ, რომ ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში, მოკლავენ მას და, სიკვდილის შემდეგ, მესამე დღეს აღდგება მკვდრეთით.32.მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები, კითხვა კი ვერ შეჰბედეს.
33.მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში?34.ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში იმაზე ბჭობდნენ, ვინ უფრო დიდიაო.35.მაშინ დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური.36.მოიყვანა პატარა ბავშვი, მათ შორის ჩააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ:37.ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს, ხოლო ჩემი შემწყნარებელი მე კი არ შემიწყნარებს, არამედ ჩემს მომავლინებელს.38.მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება.39.ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს.40.რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.
41.იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური.42.და ვინც აცთუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან.43.თუ შენი ხელი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში,44.სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი.45.თუ შენი ფეხი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ფეხის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში,46.სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი.47.ხოლო თუ შენი თვალი გაცთუნებს, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე ღმრთის სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში,48.სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი.49.რადგან ყველაფერი ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება.50.კარგი რამ არის მარილი; მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდა, რაღათი შეანელებთ მას? გქონდეთ მარილი თქვენში და მშვიდობით იყავით ერთმანეთს შორის.
1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.
ესაუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“, ანუ პეტრე იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერისცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისაა. რამეთუ ფერისცვალება სხვა...
ხოლო თავადმან ჰრქვა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელარს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა (მარკ. 9, 29.).
დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომ ერთხელ კაცმან ვინმემ მოუყვანა მოციქულთა იესო ქრისტესთა თვისი შვილი, შეპყრობილი და გატანჯული სულისაგან არაწმიდისა და ევედრებოდა მათ, რათა განკურნონ იგი. გარნა მოწაფეთა ვერ შესძლეს მისი განკურნება და მოჰგვარეს იგი უფალსა იესო ქრისტესა და მან ერთითა სიტყვითა განაძო არაწმიდა სული მისგან. განკვირვებულთა მოციქულთა ჰკითხეს...
მიუგო იესო და რქუა: ჰოი ნათესავი ურწმუნოი! ვიდრემდევიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს ვიდებდე თქუენსა? (მარკ. 9,19).
სახარება მხოლოდ სამგზის ახსენებს, ანუ მოგვითხრობს, ისრეთს შემთხვევას, როდესაც იესო ქრისტე განრისხდა, ანუ მდაბიურად რომ იტყვიან, გაჯავრდა, ანუ გული მოუვიდა. ერთი ამისთანა შემთხვევა არის აღწერილი დღეს წაკითხულ სახარებასა შინა. იესო ქრისტე განრისხდა მოწაფეთა თვისთა ზედა, რადგანაც ისინი შთავარდენ ისრეთსა სულმოკლეობასა და ურწმუნოებასა შინა, რომ ვერ განკურნეს მოყვანილი ერთი ყრმა,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა იესუ და შეძრწუნდა სულითა და წამა და თქუა: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (13,21).:
...ტყჳან, ვითარმედ: „ჰრქუა: შემომიდეგ მე. და მეყსეულად დაუტევა მამაჲ თჳსი და ყოველივე და შეუდგა მას“? ; და პეტრეს თანა აღვიდა მხოლოჲ იაკობითურთ თაბორს, ; ; და კუალად სხუასა ადგილსა სახლად იგი ოდენ შეიყვანა. და რაჟამს წარვიდა ლოცვად, იგინი განიყვანნა მის თანა. ; ანუ ამან მცირედი შესხმაჲ წარმოთქუა პეტრესი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: პეტრე, გიყუარა?“ და ყოველსა ადგილსა აჩუენებს ფრიადსა სიმჴურვალესა მისსა, და ვითარ თჳსებით იყო იოვანეს მიმართ, რაჟამს თქუა, ვითარმედ: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ ფრიადისა სიყუარულისაგან იტყოდა. ხოლო უკუეთუმცა არა ჯერ-იყო და არამცა ამას ადგილსა მოსრულ იყო, არცამცა ამას ეთქუა ესე, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „პეტრე წამ-უყვნა იოვანეს“,
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა?“ (17,4).:
...აჲ იგი, არამედ შიშისაგან და ზარისა შეძრწუნდა არა პირველთქუმულისა ხოლო მიზეზისათჳს, არამედ საკჳრველებისაგანცა ხილვისა მის დიდებულისა.
ამისთჳს მახარებელნი გამოაჩინებენ, ვითარმედ ზარისა მისგან და საკჳრველებისა შეძრწუნდა გონებაჲ მისი, ვითარცა იტყჳს მარკოზ, ვითარმედ: „არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ შეშინებულ იყვნეს“; და ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი იგი კაცნი მის თანა მდგომარენი. და ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. ვქმნეთ აქა სამ ტალავარ... რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა“.
ხოლო დამძიმებად ძილითა ფრიადსა მას შიშისაგან და ზარისა დასულებასა მათსა მოასწავებს. რამეთუ ვითარცა თუალნი დამძიმდებიან და დაბნელდებიან, უკუეთუ მყოარ ჟამ შეადგნეს ვინ მცხინვარებასა მზისასა, ეგრეთვე და ფრიად უმეტესად მაშინ შეემთხჳა მათ, რამეთუ ბრწყინვალებაჲ იგი დაჰფარვიდა ნათელსა მზისასა და დაუმძიმებდა უძლურებასა თუალთა მათთასა. არა თუ ღამით იყო ხილვაჲ იგი, არამედ დღისი, და ელვარებამან მან დაფარა ბრწყინვალებაჲ მზისაჲ; ვითარმცა უკუე იტჳრთეს იგი ჴორციელთა მათ თუალთა?
ხოლო სიტყჳსა მის მიმართ პეტრესა არარაჲ მიუგო უფალ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:
...ა არა უარ-ყო; და აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე“ (1,20). ხოლო მათ სხუასა სიტყუასა იწყეს კითხვად, ვითარმედ: „ელია ხარა? და მან თქუა, ვითარმედ: არა ვარ“ (1,21), რამეთუ ელიაჲსსაცა მოელოდეს მოსლვასა, ვითარცა სხუასა ადგილსა წერილ არს. ; (17,10); და კუალად ჰკითხეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა? და ჰრქუა მათ: არა ვარ“ (1,21), და იგი წინაჲსწარმეტყუელი იყო. რად უკუე უარ-ყო? გარნა რამეთუ გონებათა მათთა ხედვიდა, ხოლო მათ ასმიოდა მოსესგან, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი აღადგინოს უფალმან ღმერთმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. რამეთუ იგი ქრისტე იყო. ამისთჳს არა ჰრქუეს, თუ: წინაჲსწარმეტყუელი ხარა? ვითარცა ერთი სხუათა წინაჲსწარმეტყუელთაგანი, არამედ ესრეთ ჰრქუეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა?“ იგი, რომელი მოსე თქუაო? ამისთჳს ამან თქუა, ვითარმედ: „არა ვარ“, არა თუ წინაჲსწარმეტყუელი არა ვარო, არამედ იგი წინაჲსწარმეტყუელი არა ვარო, რომელსა მოსე იტყოდა. ხოლო მათ ჰრქუეს მას: „გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა“ (1,22). ჰხედავა, ვითარ აიძულებენ მას? ხოლო იგი სიტკბოებით დაჰჴსნის ყოველს...