1.როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა უცხოენოვან ხალხისაგან,2.გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი - მისი სამფლობელო.3.ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა.4.მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით.5.რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი, და იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი?6.მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და ბორცვებო, კრავებივით?7.უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე,8.რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად.9.ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით.10.რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი?11.ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა.12.მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.13.პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.14.ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.15.ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან.16.მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.17.ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.18.აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.19.მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის.20.უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს.21.აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად.22.დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს.23.კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ,24.ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ.25.არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული,26.არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი!
„გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა.“ ().
1. ეგვიპტიდან გამოხსნა და ღვთის მეფობა
აქ იგი ღვთის დიდ სიმშვიდესა და სიტკბოებას მოწმობს.კი როგორს?იმაში, რომ ჯერ თავისი ძალის მტკიცებებს იძლევა და მხოლოდ შემდეგ ითხოვს თაყვანისცემას. <span...
...ობს: „იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა“, „რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი“ (). და თვითონ ეს მეფსალმუნეც კვლავ იმავეს აკეთებს, როცა ამბობს: „გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა“ (), „მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი“ ().და სხვაგანაც კვლავ ესაია ამბობს: „ღრუბელნი წთოდედ სიმართლესა“ (). რადგან წმინდანები, მარტოები, საკმარისნი არ არიან მეუფის ქებისთვის, ყველას იხმობენ, რათა გალობის თანამოზიარეებად მიიღონ.და ამას განსაკუთრებით ხშირად აკეთებს ეს მეფსალმუნე, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა“ (). და კვლავ: „ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა“ ().
ამით იგი კიდევ სხვა რამესაც ამტკიცებს. რა არის ეს? ის, რომ უგუნურთაგ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:
...ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ საშინელი იგი ხილვაჲ! ჵ შესაძრწუნებელი საქმე! პირსა მას, რომელი „ზღუამან იხილა და შეძრწუნდა“, რომელი მზემან იხილა ჯუარსა ზედა და ბრწყინვალებაჲ თჳსი დაფარა, ჰნერწყჳდეს და სცემდეს მონანი შეურაცხნი და უნდონი. ვის ესმას ესე და არა შეძრწუნდეს? ვინ არა განცჳბრდეს და განკჳრდეს? კურთხეულ არს და დიდებულ სახელი შენი, მეუფეო კაცთმოყუარეო, რომელმან ჩუენისა ცხორებისათჳს ესე ყოველი თავს-იდევ. „ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა შენთა, უფალო, სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი შენნი?“
ხოლო იხილე უშჯულოთა მათ სიბოროტე! ვინაჲთგან თანამდებად სიკუდილისა დასაჯეს, რაჲსათჳსღა ესრეთ სტანჯვიდეს? რამეთუ ვითარცარაჲ ნადირი მჴეცმან პოის, ესრეთ აჩუენებდეს ყოველსავე გულისწყრომასა თჳსსა და იშუებდეს შურის-გებითა მით მისითა.
ხოლო შენ იხილე, ძმაო, მახარებელთა იგი ჭეშმარიტებაჲ, ვითარ ყოველსავე, რომელიცა საყუედრელად ჩანს, იტყჳან გამოწულილვით და არარას დაჰფარვენ, არცა სირცხჳლ-უჩნს, არამედ უფროჲსად სიქადულად და დი...
მაგრამ ესეც კვლავ უხეში გამოთქმაა; ამიტომ მრავალ ადგილას ამბობს: „რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ“ ().და კვლავ: „პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა“ ().მაგრამ ესეც უხეში გამოთქმაა.მოისმინე უფრო ამაღლებული სიტყვა: „ყოველივე, რაც ინება, მოიმოქმედა“ ()1, რადგან მისთვის საკმარისია მხოლოდ ნება.დააკვირდი, როგორ აჩვენებს ამ უფრო უხეშ გამოთქმებშიც, რომ ღმერთს არაფერი სჭირდება.რადგან ჯერ იარაღი არ უხსენებია, ვიდრე მას ძლიერს არ უწოდა; და კვლავ, იარაღის ჩამოთვლის შემდეგ, მთელი გამარჯვება მის მარჯვენას მიაწერა, ესე იგი, მის ბუნებასა და მის ძალას.ამასვე სხვა წინასწარმეტყველიც აცხადებდა: „რომლისა მთავრობაჲ იქმნა მჴარსა ზედა მისსა“ (...