1.ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში.2.ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო, ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო.3.ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო.4.ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და წყლებო, რომელნიც ცათა მაღლა ხართ.5.ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.6.და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს.7.ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო,8.ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და კვამლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,9.მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო.10.მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალო და ფრინველო ფრთოსანო;11.მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა.12.ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად,13.ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში.14.და მოამაღლა ღირსება თავისი ხალხისა, დიდება ყოველი მისი წმიდანისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ხალხისა. ადიდეთ უფალი!
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
გუგუნებენ ეკლესიათა ზარები და მსოფლიოს ამცნობენ, რომ დადგა დღე დღესასწაულთა დღესასწაულისა.
...2 — ამით იგი ღვთისადმი მათ მხურვალე სიყვარულს აჩვენებს. ხოლო როცა კვლავ ანგელოზებთან ერთად გალობენ — რადგან მაშინ ანგელოზებიც გალობენ — და ამბობენ: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა" (), მაშინ, როცა ჩვენ ვამთქნარებთ, ვიფხანთ, ვხვრინავთ, ან უბრალოდ ზურგზე ვწევართ და ათასგვარ სიცრუეზე ვფიქრობთ, როგორია, რომ ისინი მთელ ღამეს ამაში ატარებენ?
როცა კი დღე უნდა გათენდეს, უკვე ისვენებენ; და როცა ჩვენ საქმეებს ვიწყებთ, მათ დასვენების დრო აქვთ.დღე რომ დადგება, ჩვენგან თითოეული მეორეს უხმობს, გასასვლელ საქმეებზე საუბრობს; თუ ბაზარში მიდის, მთავარს წარუდგება, კანკალებს და ანგარიშგების ეშინია; ერთი სცენაზე მიდის, მეორე — თავის საქმიანობასთან.ისინი კი, თავის მხრივ, დილის ლოცვებსა და საგალობლებს აღასრულებენ და წერილთა კითხვას მიუბრუნდებიან; არიან ისეთებიც, ვისაც წიგნების წერაც უსწავლიათ.თითოეული ცალკე გამოყოფილ ერთ სენაკს იღებს და განუწყვეტლივ მდუმარებას წვრთნის: არავინ...
3. სამყაროს ბუნება და ცათა რიცხვის საკითხი (1:6-7):
...ყაროს, რომელიც წყლებს შორის გაყოფას ახდენს, ცა უწოდა. ამგვარი ახსნის შემდეგ, ვინ შეიძლება დაეთანხმოს მათ, ვინც თავისი გონებიდან ლაპარაკობს გადაჭრით და ბედავს, საღვთო წერილის საწინააღმდეგოდ, ამტკიცოს, რომ მრავალი ცა არსებობს? მაგრამ, იტყვიან, ნეტარმა დავითმა, ღვთის საქებრად, თქვა: „აქებდით მას ცანი ცათანი" (). ნუ შეშფოთდები, საყვარელო, და ნუ იფიქრებ, თითქოს საღვთო წერილი რაიმეში თავის თავს ეწინააღმდეგება; არამედ იცოდე ნათქვამის ჭეშმარიტება და, ბეჯითად დაიცავ რა მისი სწავლება, ყური დაუხშე მათ, ვინც მის საწინააღმდეგოს ლაპარაკობს.
4. ებრაული ენა და ცის სახელწოდების განმარტება (1:8)
ის, რისი თქმაც მე მინდა, სრული ყურადღებით მოისმინეთ, რათა მაშინვე არ გაგარყიონ მათ, ვისაც უყვარს ლაპარაკი იმისა, რაც მოეპრიანებათ. ძველი აღთქმის ყველა საღვთო წიგნი თავდაპირველად ებრაულ ენაზე იყო დაწერილი; ამაში, რა თქმა უნდა, ყველა დაგვეთანხმება. ქრისტეს შობამდე არცთუ მრავალი წლის წინათ, მეფე პტოლემეოსმა, რომელიც დიდი მოშურნეობით ცდილობდა წიგნების შეგროვებას და მრავალი სხვადასხვა სახის წიგნი შეაგროვა, საჭიროდ მიიჩნია ამ (საღვთო) წიგნების მოპოვებაც. ამიტომ იერუსალიმიდან რამდენიმე იუდეველი მოიწვია და დაავალა მათ ეთარგმნათ (ეს წიგნები) ბერძნულ ენაზე, რაც...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის: არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ: არცაღა თუ სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“ (6,28-29).:
...უენოს სიბრძნე თჳსი და გარდამატებულებაჲ ძალისა მისისაჲ, რაჲთა ყოვლით კერძო დიდებაჲ მისი გულისჴმა-ვყოთ, რამეთუ არა ხოლო თუ „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“, არამედ ქუეყანაჲცა, ვითარცა დავით იტყჳს, ვითარმედ: „აქებდით უფალსა ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი“. რამეთუ ზოგნი იგი ნაყოფთა მიერ და ზოგნი სიდიდისაგან და ზოგნი შუენიერებისაგან, სხუანი სურნელებისაგან, სხუანი სიტკბოებისაგან, სხუანი სხჳთა სახითა და სხუანი სხჳთა აჩუენებენ სიბრძნესა ღმრთისასა და უსიტყუელითა ჴმითა ქადაგებენ დიდებასა მისსა და შესწირვენ მისსა ქებასა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა არიან თქუმულ, არცა სიტყუა, რაჲ-თამცა არა ესმა ჴმაჲ მათი“. და მოციქული ღაღადებს, ვითარმედ: „უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად სახილველ არს - სამარადისოჲ იგი ძალი მისი და დიდებაჲ“.
რამეთუ ესეცა მებრ დიდად გულისჴმა-გჳყოფს მიუთხრობელსა მას სიმდიდრესა სიბრძნისა მისისასა, ოდეს მივხედნეთ, თუ უნდოთა მათ და არარათა ყუავილთა, რომელნი დღეს არიან და ხვალე ცეცხლად მიეცემიან ანუ დაჭნებიან და წარვლენ, ვითარ ესოდენი მიჰფინ...