... განა უგუნურებისაგან არა? აჰა, უფლის არცოდნამ როგორ უფსკრულში ჩაყარა ისინი. რადგან თუ ღმერთს „მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს.“ () უყვარს, მაშინ, საპირისპიროდ, „ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.” ().
ამრიგად, ამპარტავნების ტოლი ბოროტება არაფერია; იგი ადამიანს ეშმაკად აქცევს, შეურაცხმყოფელად, ღვთისმგმობლად, ფიცის გამტეხად, სიკვდილთა და მკვლელობათა მოსურნედ ხდის. ამპარტავანი მუდამ მწუხარებებთან ერთად ცხოვრობს, მუდამ დრტვინავს, მუდამ მოუსვენარია; არაფერია ისეთი, რაც მის ვნებას გააძღობს; თუნდაც მეფე ნახოს, მის წინაშე თავსაც რომ ხრიდეს და თაყვანსაც სცემდეს, მაინც არ გაძღება, არამედ უფრო მეტად აღიგზნება. რადგან როგორც ვერცხლისმოყვარენი რამდენსაც მიიღებენ, იმდენად მეტს საჭიროებენ, ასევე უგუნურებაში ჩავარდნილნიც რამდენ პატივსაც მიიღებენ, იმდენად მეტს ესწრაფვიან; მათში ვნება იზ...