მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 1:27

26. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს.27. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური.28. და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას.
რომაელთა მიმართ თავი 1
27. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური.
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა-ბუნებად; ეგრეცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ (1,26-27).:

თარგმანი: ფრიად ბილწსა საქმესა იტყჳს ფარულად, რამეთუ ცხადად თქუმაჲ ესევითარისაჲ ბოროტ არს.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳსცა მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად. ეგრეცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულისთქუმითა მათითა ურთიერთას. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს, და კუალად-საგებელი იგი, რომელ ჯერ-არნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან (1,26-27).:

თარგმანი: რაჲსა "ამისთჳს"? — გარნა თუ უღმრთოებად მიდრეკილებისა მათისათჳს დატევებულ იქმნნეს ღმრთისაგან, და მყის, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუს უცხო-ქმნულსა ღმრთისაგან, აღივსნეს სირცხჳლითა გინებისაჲთა. ხოლო ბუნებისა წესთა გარდაცვალებაჲ ესე არს, რაჟამს შჯულიერისა ვინ ქორწინებისა წესი გარდაცვალოს სიძვად, ანუ ბუნებითი — გარეშედ ბუნებისა, მამათმავლობად, ვითარ-ესე აწ მოციქული შეასმენს მათ, რომელნი არა ხოლო შჯულსა ღმრთისასა, არამედ ბუნებითსა მასცა შჯულსა წესიერისა მეუღლებისასა გარდამავალ იქმნნეს; რომელთა განჴურვებაჲ რაჲ თქუა, გარდარეულებაჲ სიბორგილისა მათისაჲ მოასწავა, ვინაჲცა არა სხუად რად, არამედ სარცხჳნელად სახელ-სდვა საქმესა მას ბილწებისა მათისსა, რამეთუ თჳთ ბუნებისა კაცთაჲსა შემარცხუენებაჲ შეგინებისაჲ, ვსებული ნაყოფი არს პთმსახურებისაჲ, -იგი კუალად-საგებელ უწოდს მოციქული, რამეთუ ვინაჲთგან საუკუნოჲსა მისთჳს მოსაგებელისა , ამისთჳს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის