თარგმანი: ესე იყო კადნიერებაჲ ესაიაჲსი, რამეთუ აღირჩია, რაჲთა კადნიერებით განცხადებულად ქადაგებისათჳს მოიკლას წინააღმდგომთაგან, ვიდრეღა მიფარულად თქუმითა უჩინო-ყოფაჲ საიდუმლოსა ჴორცთშესხმისასა და ძალსა საღმრთოჲსა განგებულებისასა, რამეთუ ვითარცა პირითა უფლისაჲთა იტყჳს წარმართთათჳს, ვითარმედ: "ვეპოე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს, და განვეცხადე მათ, რომელნი მე არა მიკითხვიდეს". და ჭეშმარიტად ზეგარდამოჲსა მადლისა მიერ ქმნითა ყოვლისა კეთილისაჲთა ჯეროვნად დაამდაბლებენ წერილნი ნათესავსა წარმართთასა, რამეთუ თჳნიერ საქმეთასა მადლით ცხოვნებულთა, ყოვლად არა უღირს ზუაობაჲ. გარნა დაღაცათუ მადლმან გამოუცხადა არა მეძიებელთა, არცა მკითხველთა, არამედ ესე მისათუალველ არს წარმართთაჲ, რამეთუ შემდგომად გამოცხადებისა მტკიცედ შეიტკბეს უჭირველად პოვნილი იგი.
რომაელთა მიმართ 10:20
19. კვლავ ვამბობ: ნუთუ ვერ შეიცნო ისრაელმა? მაგრამ პირველად მოსე ამბობს: „მე აღვძრავ თქვენს შურს მათი მეშვეობით, ვინც არ არის ხალხი, უგუნური ხალხით განგარისხებთ“.20. ესაია კი თამამად ამბობს: „ვეპოვნინე მათ, ვინც არ მეძებდა, და გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა“.21. ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და უჯიათი ხალხისკენ“.
რომაელთა მიმართ თავი 10