1.ძმანო, კეთილმოსურნეობა ჩემი გულისა და ჩემი ვედრება ღვთის მიმართ ისრაელის ხსნისათვის არის.2.ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ საღმრთო შური, მაგრამ უცოდნელად.3.ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.4.რადგანაც რჯულის დასასრული ქრისტეა ყოველი მორწმუნის გასამართლებლად.5.მოსე წერს რჯულის სიმართლეზე: „კაცი, რომელიც აღასრულებს რჯულს, მისი წყალობით ცხონდება“.6.ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს: „ნუ იტყვი გულში: „ვინ ავა ზეცად?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად.7.ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.8.მაგრამ რას ამბობნ? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში“; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ.9.რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.10.ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.11.რადგანაც წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე“.12.ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი.13.რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება.14.მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ? ან როგორ ისმინონ უქადაგებლად?15.და როგორ იქადაგონ, თუკი არ წარიგზავნებიან? როგორც დაიწერა: „რა მშვენიერნი არიან სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“16.მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა, რაც ჩვენგან ისმინეს?“17.ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან.18.მაგრამ მე ვამბობ: „ნუთუ ვერ ისმინეს? პირიქით, მთელს დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ.19.კვლავ ვამბობ: ნუთუ ვერ შეიცნო ისრაელმა? მაგრამ პირველად მოსე ამბობს: „მე აღვძრავ თქვენს შურს მათი მეშვეობით, ვინც არ არის ხალხი, უგუნური ხალხით განგარისხებთ“.20.ესაია კი თამამად ამბობს: „ვეპოვნინე მათ, ვინც არ მეძებდა, და გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა“.21.ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და უჯიათი ხალხისკენ“.
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? რამეთუ წარმართნი, რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან. ხოლო ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა. რაჲსათჳს-მე? — რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან შჯულისათა (9,30-32).
თარგმანი: ორ-ორი არს სიტყუაჲ ესე საძიებელი: ორი — წარმართთათჳს, თუ ვითარ ეწინეს, და თუ ვითარ, რომელნი არა სდევდეს, ეწინეს სიმართლესა; და ორი - ჰურიათათჳს, თუ ვითარ ვერ ეწინეს, და...
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისასა. და ისრაჱლი შეუდგა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა (9,30-31).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს განცჳვეს ჰურიანი, რამეთუ წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, არცა ასმიოდა ქრისტე, და ესმა რაჲ, მოიქცეს მისა, და პოვეს სიმართლე ჭეშმარიტი სარწმუნოებისა მიერ ქრისტესისა. ხოლო შენ, ჵ ჰურიაო, არცა თუ შჯულისა იგი სიმართლე...
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ მოიგონებ, თუ ვითარმცა იქმნა სქმჱ ესე; ვითარმცა მოვიდა ღმერთი და შთავიდა ჯოჯოხეთად და აღმოიყვანა მიერ ბუნებაჲ კაცთაჲ და აღვიდა მითურთით ზეცად.
პავლესი: "ვეპოვე მათ, რომელნი მე არა მეძიებდეს (10,20).
თარგმანი: წარმართთათჳს იტყჳს, ვითარმედ: რომელნი მე არა მეძიებდეს, ვეპოე მათ და მოვიყვანენ სარწმუნოვებად.
ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა, მან ყოველთვის საკუთარი ყურადღება უნდა მიაქციოს რიგის სამოციქულოსა და სახარებასა ზედა და ეცადოს, რომ კარგად გაიგოს აზრი და დარიგება, რომელნიც არიან მათ შინა.
აწინდელთა კვირიაკეთა შინა, ესე იგი შემდგომად სულის...
გულითა გვწამს სიმართლედ, ხოლო პირითააღვიარებთ საცხოვრებელად (რომ. 10, 10).
დღეს, ძმანო მართლ-მადიდებელნო, წმინდა მართლ-მადიდებელი ეკკლესია ხმითა მაღლითა, სასმენელად ყოვლისა ერისა, აღიარებს სარწმუნოებასა მართლ-მადიდებლისა ეკკლესიისასა ყოველთა უმთავრესთა ტაძართა შინა. ვევედროთ ღმერთსა, რომ ეს აღსარება იქნეს საცხოვრებელად ჩვენდა, ვითარცა თქმულ არს ზემოდ მოყვანილთა სიტყვათა შინა წმიდისა პავლე მოციქულისა: პირითა აღვიარებთ საცხოვრებელად. გარნა ეს შესაძლებელი იქნება მით, თუ ჩვენ გვახსოვს და...
სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში ზეციური მეუფე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართლს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ (). „ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით, და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი, და შლეგებად იქცნენ“ (), უსამართლო ბრალი დასდეს მაცხოვარს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავად სიმართლეს, სიცოცხლესა და ჭეშმარიტებას.
ერთი შეხედვით, მიწიერმა სამართალმა გაიმარჯვა და, ადამიანური ლოგიკით, ჯვარცმის შემდეგ იესოსადმი რწმენა უნდა განელებულიყო, მაგრამ სინამდვილე საპირისპირო აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიერ აზროვნებას შორის დღემდე გრძელდება და ხალხის არჩევანიც მაცხოვრისა და ბარაბას მიმართ კვლავ სასწორზე დევს, სიმართლით შენიღბული სიცრუე და ბოროტება ვერ ფარავს ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას და იგი, ღვთის მადლითა და ძალით, მთელს მსოფლიოში კვლავაც ვრცელდება და იქადაგება.
მეტად მნიშვნელოვანია ზემოთქმულის სულიერი მხარე:...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი და ეტყოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე. და უფროჲსსა სი მრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ. და დედაკაცსა მას ეტყოდეს: არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მაგისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ. და შემდგომად ორისა დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად“ (4,40-43).:
...ითარსა გულისხმის-ყოფასა მოვიდეს მეყსა შინა? და ცნეს, ვითარმედ ყოვლისა სოფლისაჲ მისა ეგულებოდა მოქცევაჲ, და არა ჰურიათა ოდენ თანა დაუტეობდა თჳსსა განგებულებასა, არამედ ყოველსა სოფელსა განანათლებდა. არამედ ჰურიათა არა ესრეთ ქმნეს, გარნა „თჳსსა სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა ვერ მისწუდეს“. ხოლო ესენი აღიარებენ, ვითარმედ: „ყოველთა ცოდეს, არამედ განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა ღმრთისაჲთა“, და: „ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ, ქრისტე“, წარწყმედულისა მის ბუნებისა მჴსნელი და ჭეშმარიტისა ცხორებისა მომნიჭებელი. ესე არს საქმჱ მჴურვალისა სარწმუნოებისაჲ, რამეთუ საკჳრველ არს მათთჳს, ვი-თარმედ თჳნიერად სასწაულთა ხილვისა სწავლითა ოდენ ესრეთ მჴურვალედ ჰრწმენა. ხოლო სწავლაჲ თუ რაჲ უთქუამს მუნ, არღარას იტყჳს მახარებელი, რაჲთა სცნა, ვითარმედ მრავალსა რას თანაწარჰჴდებიან მახარებელნი სიტყუათა მისთა და სასწაულთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შემდგომად ორისა დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად. რამეთუ თავადი იესუ წამებდა, ვითარმედ: წინაჲსწარმეტყუელსა თჳსსა სოფელსა პატივი არა აქუს“ (4,43-44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რადღა სწერია ამას ადგილსა ესე, თუ: „თჳსსა მამულსა პატივი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:
...ისმინე პავლესი, რამეთუ მან ნეტარმან ფრიად გამოიძია საქმე ესე და პოვა მიზეზი მისი და გუასწავა. ისმინე უკუე მისი, რომელი იტყჳს მიზეზსა ესევითარისა მის სიბრმისა მათისასა და ღაღადებს, ვითარმედ: „უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლესა ღმრთისასა და თჳსსა ნებასა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს“, და ამისთჳს შეემთხჳა მათ ესე ყოველი. და კუალად იგივე სხუასა ადგილსა სიტყუასა ამას გამოსთარგმანებს და იტყჳს: „აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან. და ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმარ-თლისასა ვერ მისწუთა. რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, რამეთუ შებრკოლდეს ლოდსა მას შებრკოლებისასა“. ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ ურწმუნოებაჲ ექმნა მათ მიზეზი ესოდენთა მათ ბოროტთა, ხოლო ურწმუნოებაჲ შვა ამპარტავანებამან. რამეთუ ვინაჲთგან პირველ უპატიოსნეს იყვნეს წარმართთასა, ვინაჲთგან ღმერთი იცოდეს, და სხუათა მათთჳს საქმეთა, რომელთა იტყჳს მოციქული, ხოლო შემდგომად ქრისტეს მოსლვისა იხილეს, რამე-თუ სწორითა პატივითა იყვნეს ორნივე, ჰურიანიცა და წარმართნი, და არ...