გენეალოგია იესო ქრისტესი
1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები.3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი.4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი.5. სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი.6. მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან.7. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.8. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია.9. ოზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა აქაზი; აქაზმა შვა ეზეკია.10. ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი;. ამონმა შვა იოსია.11. იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს.12. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა შვა ზორობაბელი.13. ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი.14. აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი.15. ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მატთანი; მატთანმა შვა იაკობი.16. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.17. ასე რომ, მთელი შთამომავლობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა, და დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდე თოთხმეტი თაობა და ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
23. ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა,24. მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა,25. მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი,26. მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი,27. იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,28. მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა,29. იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა,30. სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა,31. მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა,32. იესესი, იობედისა, ბოოსისა, სალმონისა, ნაასონისა,33. ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარესისა, იუდასი,34. იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა,35. სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი,36. კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,37. მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა,38. ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა.