მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება

მოციქულისაჲ: აჰა ესერა, მე, პავლე, გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ წინა-დაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არარაჲ გარგოს (5,2).

თარგმანი: სარწმუნომყოფელად სიტყჳსა ამის უცილობელობისა, ნაცვალად ყოვლისა თჳსი სახელი კმა-ყო, ვითარცა ღირსებით სარწმუნოდ შესწავებული ყოველთა მიერ. ხოლო ეტყჳს, ვითარმედ: რომელი წინა-დაიცუეთს, ესევითარი იგი ქრისტეს მადლსა უვარჰყოფს, რაჟამს შჯულისა მიმართ დადვას სასოებაჲ განმართლებისაჲ და განდგეს სარწმუნოებისაგან, ესევითარსა მას ყოვლად განუგდიეს თავი თჳსი ქრისტესგან.

##...

სარჩევი

მოციქულისაჲ: ხოლო სიძვაჲ და ყოველი არაწმიდებაჲ გინა ანგაჰრებაჲ ნუცაღა სახელ-იდებინ თქუენ შორის, ვითარცა შუენის წმიდათა (5,3).

თარგმანი: ზემოსა მას თავსა შინა ჯეროვნად წარმოთქუა გულისწყრომისათჳს და რისხვისა, სიმწარისა და სხუათა მიმდგომთა მათთა, ხოლო აწ იტყჳს გულისთქუმისა მიერ შობილთათჳს, სიძვისა და არაწმიდებისა და ანგაჰრებისა, რამეთუ ესეცა დაღაცათუ არა გუამთა, არამედ საფასეთა ტრფიალ არს. ამათ ესევითართა სახელისდებისაგანცა განგუაყენებს, რამეთუ ჴსენებაჲ ოდენ მათი აღმამრღუეველ არს გონებისა....

სარჩევი