მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება

ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

წმიდასა ეკკლესიასა შინა ხშირად გვესმის ჩვენ, ძმანო, სიტყვანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი, რომელთა შინა იგი უწოდებს ნეტარად გლახაკთა, მგლოვარეთა, მშივდთა, მოწყალეთა და აღუთქვამს მათ სასუფეველსა ღვთისასა, ანუ ნუგეშინის-ცემასა. ამ სიტყვებში მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ ცხრა ნეტარებასა, ანუ ცხრა სათნოებათა. მე მსურს აღგიხსნა თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, ეს სწავლა მისთვის, რომელ დიდად საჭირო არის, ყოველმან ქრისტიანემან იცოდეს და...

ესე არს ძლევა, რომლითა ძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩვენი (იოან. 5.4).

დღეს არის დღესასწაული ძლევისა; დღეს ჩვენ, მართლმადიდებელნი ქრისტიანენი ვდღესასწაულობთ ძლევასა მას, რომელი მიიღო სოფელსა ზედა მართლ-მადიდებელმა სარწმუნოებამ. გარნა რითი მიიღო ეს ძლევა სჯულმა ჩვენმა? რითი გაიმარჯვა ქრისტიანობამ? სარწმუნოებითა: ესე არს ძლევა, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩვენი (იოანე 5,4).

სარწმუნოებასა, ძმაო ჩემო, აქვს აუარებელი, სასწაულთმოქმედი ძალა ყოველთა საქმეთა შინა, დიდთა და მცირეთა. სარწმუნოება...

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისა: მიცემად ესევითარი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცთა (5,5).

თარგმანი: ვითარცა იობს ზედა იქმნა, არამედ არა ამისვე პირისათჳს, არამედ გჳრგჳნთათჳს ბრწყინვალეთა, ხოლო აქა — ცოდვათა დაჴსნისათჳს, რაჲთა ტანჯოს იგი წყლულებითა ბოროტითა, ანუ სხჳთა სენითა. ამისთჳს მისცა ეშმაკსა, რაჲთა ჴორცნი იტანჯნენ, არამედ გულისთქუმაჲ იგი წარჴდეს და სული ცხოვნდეს და თანაზიარ იქმნნენ ჴორცნიცა ცხორებასა მას სულისასა.

პავლესი: რაჲ არს ჩემი გარეშეთა მათ განკითხვაჲ? (5,12).

თარგმანი: გარეშედ ურწმუნოთა იტყჳს და...

იოვანეს კათოლიკეთაგან თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

იოვანეს კათოლიკეთაგან:

იოვანესი: რამეთუ ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა (5,6).

თარგმანი: ესე არსო, რომელმან ნოეს ზე მოავლინა წყლით რღუნაჲ და აწ განჴორციელდა.

მოციქულისაჲ: იესუ ქრისტჱ, არა ხოლო წყლითა, არამედ წყლითა და სისხლითა (5,6).

თარგმანი: არა ნოეს ზე ოდენ მოვიდა, არამედ ჴორციელადცა გამოჩნდა.

მოციქულისაჲ: სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული, სისხლი და წყალი, და სამნივე ესე ერთისა მიმართ არიან (5,7-8).

თარგმანი: სამნი ესე არიან — მამაჲ, <span...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო? ჰრქუა მას უძლურმან მან: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა რაჟამს აღიმრღუეს წყალი ესე, და შთამაგდომცა საბანელსა მას“ (5,6-7).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს წმიდათა წერილთაგან სარგებელი, და თჳთოსახეთა წამალთა საუნჯე არიან საღმრთონი სიტყუანი, გინა თუ ზუაობისა წამალსა ეძიებდე, ანუ თუ გულისთქუმისა, ანუ ვეცხლისმოყუარებისა, ანუ მწუხარებისა, ყოველივე მათ შინა იპოვების. რამეთუ ვინმცა იყო შეჭირვებული ანუ სიგლახაკისაგან, ანუ გრძელისა სნეულებისა,...

მოიხსენე დღე იგი შაბათი, და წმინდა ჰყავ იგი.

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! როდესაც კვირა დღეს მოვდივარ საღვთო ლიტურღიის შესასრულებლად წმიდასა ამას ეკლესიასა შინა, და გაუსწორდები ეკლესიის შესავალ კარებს, მაშინ გავიხედავ მარცხნივ, საიდანაც ისმის უშვერი ყვირილი მოვაჭრეთა, ათასობით სხვა და სხვა სოფლებიდგან მოსულთა და აქაურთა მცხოვრებთაცა, რომელთა დაუვიწყნიათ ზემო მოყვანილი მეოთხე მცნება: წმინდა ჰყავ დღ იგი, და რომელნი შეაგინებენ მეშვიდესა ამას წმინდასა დღესა ღვთისასა. სამწუხარო არის ამის...