მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: რამეთუ რჩულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა და ცოდვაჲ იგი არად შერაცხილ იყო, რამეთუ არღა იყო რჩული, არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან მოსესამდე და მათ ზედაცა, რომელთა არა ეცოდა (5,13-14).

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: ვიდრე მოსესამდე შჯული არა იყო, არამედ მოსე დადვა შჯული და განკრძალვაჲ ცოდვისაგან, და ვანაჲთგან დადვა მოსე შჯული ღმრთისა მიერ, მაშინდითგან დაისჯებოდეს კაცნი გარდასლვისათჳს შჯულისა, და ეუფლებოდა მათ მისთჳს სიკუდილი, რამეთუ გამოაჩინებდა შჯული ცოდვისა...

პეტრესი კათოლიკე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: გიკითხავს თქუენ, რომელ არს ბაბილონს შინა რჩეულისა მის თანა, და მარკოზ, ძჱ ჩემი (5,13).

თარგმანი: ბაბილოვნად იგავით ჰრომსა იტყჳს, და რჩეულად — მუნ მყოფსა ეკლესიასა, ხოლო მარკოზს მახარებელსა იტყჳს, რომელსა იტყჳს ძედ ქრისტეს მიერ, რომელსა უბრძანა აღწერაჲ სახარებისაჲ.

თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: რამეთუ თქუენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო, გარნა ხოლო აზნაურებაჲ ეგე ნუ მიზეზად ჴორცთა, არამედ სიყუარულისა მისთჳს ჰმონებდით ურთიერთას (5,13).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო და ქუემო მიმოაქცევს სახელსა აზნაურებისასა, ამისთჳს აწ ჯეროვნად ჴუმევასა ეძიებს აზნაურებისასა და იტყჳს, ვითარმედ: არა ამისთჳს განგუათავისუფლნა ქრისტემან, რაჲთა თავისუფლებაჲ იგი მოცალება ვყოთ, და მოცალებაჲ — წარჴსნილება ცოდვისა მიმართ; რომელ-ესე არს მიზეზად ჴორცთა ჴუმევაჲ აზნაურებისაჲ; არამედ ჯერ-არს, რაჲთა...

სარჩევი